შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად. ქერის ქატოს უჯრედისი – ჯანსაღი სასარგებლო საკვები და პურის შემცვლელი პროდუქტია, მასში არ გამოიყენება საფუარი და თეთრი ფქვილი.

ქერის ქატოს უჯრედისი

მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვების რაციონში, როგორც დიეტური ჩანართი კუჭ–ნაწლავის გზების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ხორბლის ქატოს უჯრედისი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თრომბების წარმოქმნის ალბათობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ზრდის მის თავდაცვითუნარიანობას. ეხმარება ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დისბაქტერიოზის თავიდან აცილებაში, არეგულირებს წინამდებარე ჯირკვლის მუშაობას, გამოყავს ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანს.

ქერის ქატოს უჯრედისი წარმოადგენს შესანიშნავ გასახდომ საშუალებას, ებრძვის სიმსუქნეს, აწესრიგებს წონას.

ქერის ქატოს უჯრედისი შეიცავს ადვილად ათვისებად და აქტიურ ფორმაში მყოფ ვიტამინებს A, D, E, PP, K, B ჯგუფის ვიტამინებს, პოლისაქარიდებს, ამინომჟავებს, მინერალებს და ნატურალურ ანტიბიოტიკ გორდეცინს. ქერის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას, აძლიერებენ იმუნიტეტს.

ქერის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა 3 და ომეგა 6–ით. როგორც სელის ზეთი, ასევე ქერის ქატოს უჯრედისი, თავისი შემადგენლობით არეგულირებენ ესტროგენების ბალანს ორგანიზმში. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას. მამაკაცები, რომელთა რაციონში შედის ქერის ქატოს უჯრედისი სწრაფად აღიდგენენ პოტენციას და მრავალი წლების მანძილზე ინარჩუნებენ მას.

იგი გამოიყენება კვების რაციონში მაღალი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის შემთხვევაში, როგორც საკვები ბოჭკოების, ცილების ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დამატებითი წყარო. ნორმალური მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებს უქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გულსისხლძარღვთა სისტემას. აფერხებს ათეროსკლეროზის , სიმსუქნის, ბუასილის, ტრომბოფლებიტის, იშემიის და დიაბეტის განვითარებას.

ქერის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ. ქერის ქატოს უჯრედისი– ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტია, უნიკალური ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული თვისებებით. უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს რა ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიოზმში, უჯრედისი ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების ადსორბირება, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.

შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.

ქერის ქატოს უჯრედისი – ჯანსაღი სასარგებლო საკვები და პურის შემცვლელი პროდუქტია, მასში არ გამოიყენება საფუარი და თეთრი ფქვილი.

სხვა

ამავე კატეგორიაში სხვა პროდუქტები

ჭვავის ქატოს უჯრედისი

ჭვავის ქატოს მცენარეული უჯრედისი




სხვა

შვრიის ქატოს უჯრედისი

შვრიის ქატოს უჯრედისი




სხვა

ხორბლის ქატოს უჯრედისი

ხორბლის ქატოს მცენარეული უჯრედისი




სხვა