შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.

შვრიის ქატოს უჯრედისი

მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვების რაციონში, როგორც დიეტური ჩანართი კუჭ–ნაწლავის გზების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. შვრიის ქატოს უჯრედისი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თრომბების წარმოქმნის ალბათობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ზრდის მის თავდაცვითუნარიანობას. ეხმარება ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დისბაქტერიოზის თავიდან აცილებაში, არეგულირებს წინამდებარე ჯირკვლის მუშაობას, გამოყავს ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანს.

შვრიის ქატო შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ 12 ამინომჟავებს. ის მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც თავისი მნიშვნელობითა და რაოდენობით, სხვა მცენარეულ ნედლეულებთან შედარებით, ანალოგი არ აქვთ. შვრიაში შემავალი პოლიფენოლები აფერხებენ ათეროსკლეროზს, რადგან დაბლა წევენ ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში. შვრიის ქატოს უჯრედისი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, სიცხის დამწევი საშუალება. აქვს სკლეროზისა და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება. აგრეთვე შვრიის ქატოს იყენებენ მწვავე ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის დროს, ის შეიცავს საკვებ ბოჭკოებს (ბეტა–გლუკანს), რომელიც დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, შეიცავს სისხლძარღვთა დამცველ უნიკალურ ანტიოქსიდანტ ავენატრამიდს. შვრიის ქატოში დიდი რაოდენობითაა რკინა, გოგირდი (რაც მნიშვნელოვანია ნერვულ ქსოვილებში, სისხლში, თმებში, ძვლებში ფრჩხილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის), სილიციუმი (აფერხებს თმის ცვენას და დეგენერაციულ პროცესებს), ფოსფორი და კალიუმი.

შვრიის ქატოს უჯრედისი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა გლუკოზის შეწოვის სიჩქარესაც. შესაბამისად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნილება ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

შვრიის ქატოს უჯრედისი წარმოადგენს შესანიშნავ გასახდომ საშუალებას, ებრძვის სიმსუქნეს, აწესრიგებს წონას.

უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს რა ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში, უჯრედისი ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების ადსორბირება, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.

მამაკაც ები, რომელთა რაციონში შედის შვრიის ქატოს უჯრედისი სწრაფად აღიდგენენ პოტენციას და მრავალი წლების მანძილზე ინარჩუნებენ მას. იგი გამოიყენება კვების რაციონში მაღალი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის შემთხვევაში, როგორც საკვები ბოჭკოების, ცილების ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დამატებითი წყარო. უქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გულსისხლძარღვთა სისტემას, ნორმალური მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებს. აფერხებს ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ბუასილის, ტრომბოფლებიტის, იშემიის და დიაბეტის განვითარებას.

შვრიის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას,აძლიერებენ იმუნიტეტს. შვრიის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა 3 და ომეგა 6–ით. როგორც სელის ზეთი, ასევე შვრიის ქატოს უჯრედისი, თავისი შემადგენლობით არეგულირებენ ესტროგენების ბალანს ორგანიზმში. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას.

შვრიის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.

შვრიის ქატოს უჯრედისი– ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტია, უნიკალური ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული თვისებებით.

შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.

სხვა

ამავე კატეგორიაში სხვა პროდუქტები

ჭვავის ქატოს უჯრედისი

ჭვავის ქატოს მცენარეული უჯრედისი




სხვა

ხორბლის ქატოს უჯრედისი

ხორბლის ქატოს მცენარეული უჯრედისი




სხვა

ქერის ქატოს უჯრედისი

ქერის ქატოს უჯრედისი




სხვა