შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად. ჭვავის ქატოს უჯრედისი-ჯანსაღი სასარგებლო საკვები და პურის შემცვლელი პროდუქტია, მასში არ გამოიყენება საფუარი და თეთრი ფქვილი.

ჭვავის ქატოს უჯრედისი

მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვების რაციონში, როგორც დიეტური ჩანართი კუჭ–ნაწლავის გზების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჭვავის ქატოს მცენარეული უჯრედისი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თრომბების წარმოქმნის ალბათობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ზრდის მის თავდაცვითუნარიანობას. ეხმარება ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დისბაქტერიოზის თავიდან აცილებაში, არეგულირებს წინამდებარე ჯირკვლის მუშაობას, გამოყავს ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანს.

მეცნიერულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დიაბეტის შემთხვევაში ჭვავის ქატოს უჯრედისის გამოყენება ეწინააღმდეგება, შაქრის დონის აწევას სისხლში, საკვების მიღების შემდეგ. შესაბამისად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნა ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

ჭვავის ქატოს უჯრედისი წარმოადგენს შესანიშნავ გასახდომ საშუალებას, ებრძვის სიმსუქნეს, აწესრიგებს წონას. ჭვავის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას, აძლიერებენ იმუნიტეტს.

გამოიყენება კვების რაციონში მაღალი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის შემთხვევაში, როგორც საკვები ბოჭკოების, ცილების ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დამატებითი წყარო. უქმნის ნორმალური მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გულსისხლძარღვთა სისტემას. აფერხებს ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ბუასილის, ტრომბოფლებიტის, იშემიის და დიაბეტის განვითარებას.

ჭვავის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.

ჭვავის ქატოს უჯრედისი–ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტია, უნიკალური ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული თსისებებით. უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს რა ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში, უჯრედისი ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების ადსორბირება, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.

შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.

ჭვავის ქატოს უჯრედისი-ჯანსაღი სასარგებლო საკვები და პურის შემცვლელი პროდუქტია, მასში არ გამოიყენება საფუარი და თეთრი ფქვილი.

სხვა

ამავე კატეგორიაში სხვა პროდუქტები

შვრიის ქატოს უჯრედისი

შვრიის ქატოს უჯრედისი




სხვა

ხორბლის ქატოს უჯრედისი

ხორბლის ქატოს მცენარეული უჯრედისი




სხვა

ქერის ქატოს უჯრედისი

ქერის ქატოს უჯრედისი




სხვა