ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშუალებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ნივრისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ბაყაყურას ზეთის ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენა ჰექსანის ფრაქცია, არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ, მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ. ამიტომ ძვირიანი ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) მაგივრად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას,თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობის ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
ამ ზეთს არ აქვს მძაფრი სუნი. სასიამოვნო ნივრის გემოს და პიკანტურ არომატს აძლევს მთავარ კერძებს, ყველანაირ ბოსტნეულის სალათას, ვინეგრეტს, გარნირებს, ხორციან და ბოსტნეულის კერძებს, მარინადებს, მოხარშულ კარტოფილს. იდეალურია დაკონსერვებისთვის.
ნივრისა ზეთი მოგცემთ საშუალებას საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ მენიუ, და ამავე დროს იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
ნივრის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ნედლად დაწურული არარაფინირებული ნივრის ზეთის უნიკალური სამკურნალო თვისებები, კულინარიის გარდა, ფართოდ გამოიყენება, როგორც სახალხო, ასევე ტრადიციულ მედიცინაში, მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ.
ეს ზეთი შეიცავს:
ვიტამინებს (C, E ,D, F, A, K, B1 ,B2, B3, B5, B6, B7, B9,) აქტიურ ბიოლოგიურ შენაერთებს, ინულინს, სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალებს (იოდი, სელენი, ორგანული ფოსფორი, ნატრიუმი, სილიციუმი , კალციუმი, მაგნიუმი, ვალიუმი, გერმანიუმი) ფიტონციდებს, ფიტოსტერინებს; გლიკოზიდ–გლუკომინალს, ალლინს, აზოტურ ნივთიერებებს, და ა.შ.
მეცნიერებმა შეძლეს ნივრის შემადგენლობაში აღმოეჩინათ 200 ბიოლოგიურად აქტიური იდენტიფიცირებული კომპონენტი, 17 ამინომჟავიდან, რომლებსაც შეიცავს ნიორი 8 არის შეუცვლელი. სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი შემადგენლობის და ვიტამინ C და E–ეს დისულფიდებთან დაბალანსებული თანაფარდობის გამო, ნივრის ზეთი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
ვიტამინ E – წარმოადგენს ბუნებრივ ძლიერ ანტიოქსიდანტს ის იცავს იმუნურ სისტემას ორგანიზმის დაბერებით გაოწვეული დაზიანებისაგან, დადებითად მოქმედებსა სასქესო ჰორმონების გამომუშავებაზე, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბებისა და სკლეროზული ბოლთებოს წარმოქმნას, გამოყავს ორგანიზმიდან ონკოდაავადებათა მაპროვოცირებელი თავისუფალი რადიკალები. ეხმარება ორგანიზმს უჯერი ცხიმების დაწვაში, რაც იწვევს წონის დაკლებას.
ვიტამინ A – ,,ზრდის” ვიტამინი, უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე, ფილტვების მუშაობაზე, წარმოადგენს ონკოდაავადებების პროფილაქტიკისა და მკურალობის ერთ–ერთ საშუალებას. ვიტამინ D– გავლენას ახდენს ნივთიერებების მინერალურ ცვლაზე.
ვიტამინ K – აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისათვის და კუნთების მუშაობისათვის. ეს ვიტამინი ხასიათდება ანტიჰემორგიული თვისებით, რადგან ის არეგულირებს სისხლის შედედებას და იცავს ადამიანს დაზიანებებით გამოწვეული შინაგანი და გარეგანი სისხლდენისაგან, ასევე ვიტამინ K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, რითაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და აღდგენას. აფერხებს ოსტეოპოროზზს, უზრუნვყოფს თირკმლების ნორმალურ მუშაობას, არეგულირებს ორგანიზმის მრავალ ჟანგვა აღდგენით პროცესებს. ახდენს ანტიბაქტერიალურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ვიტამინ C (ასკორბინის მჟავა) არ გროვდება ორგანიზმში და მისი მარაგი უნდა შეივსოს გარედან. C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან, ახდენს ანტიალერგიულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აძლიერებს სხვა ანტიოქსიდანტების, სელენისა და ვიტამინ E მოქმედებას. დიდი დიზით ვიტამინ C მიღება ორგანიზმს ეხმარება ნებისმიერი რესპირატორული დაავადებების გადალახვაში და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. ასევე ვიტამინ C ახდენს გავლენას ანტისტრესული ჰორმონების გამომუშავებაზე, არეგულირებს სისხის წარმოქმნის პროცესებს, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რომელიც აუცილებელია უჯრედების , ქსოვილების, ძვლების და ხრტილების ზრდისათვის. C ვიტამინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ კალციუმის შეთვისების უნარს, გამოყოფს ტოქსინებს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.ბოლო მონაცემებით ვიტამინ C აქვს ანტისიმსივნური თვისებები, ნარკომანებსა და ალკოჰოლისტებში ანელებს ინტოქსიკაციის პროცესს. ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
B ჯგუფის ვიტამინები – ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. B ჯგუფის ვიტამინები შლიან ნახშირწყლებს და გლუკოზას ამით უზრუნველყოფენ ადამიანის ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით. შლიან ცილებს და ცხიმებს აწესრიგებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემის მუშაობას.
ინულინი – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ორგანიზმს, აწესრიგებს და დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში, აქვეითებს მადას, ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის გასუფთავებას და სიმსუქნის შემთხვევაში იწვევს წონის დაკლებას. ინულინი აუცილებელია არადაბალისერებული კვების, ნახშირწყლებისა და სახამებლის პროდუქტების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ნაწლავების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, შეკრულობის და სიმსუქნის დროს. ის აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტში საკვების ათვისებას, ამცირებს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებათა წარმოქმნის რისკს, აფერხებს ნაწლავების მიკროფლორის დარღვევასა და დისბაქტერიოზის წარმოქმნას.
იოდი – აუცილებელი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს ჰორმონ– თიროქსინის წარმოქმნაში. იოდის უკმარისობის შემთხვევაში ვითარდბა ჩიყვი.
სელენი – ორგანიზმში ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
- აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს( აძლიერებს მაკროფაგებისა და ინტერფერონის წარმოქმნას, მონაწილეობს ერითროციტების გამომუშავებაში).
- არის ძლიერი ანრტიოქსიდანტი(აფერხებს სიმსივნური პროცესების განვითარებას და დაბერებას).
- ანეიტრალებს და გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, ააქტიურებს ვიტამინ E.
- ამცირებს გუსისხლძარღვთა დაავადებათა რისკს ( აღკვეთს გულის კუნთოვან დისტროფიას, ანეიტრალებს ტოქსინებს, ახდენს ჰემოგლობინის სინთეზს, მონაწილეობს ერითროციტების გამომუშავებაში).
- წარმოადგენს ძლიერ ანტისიმსივნურ ფაქტორს ( აფერხებს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას).
- აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
- აუმჯობესებს რეპროდუქციული სისტემის მუშაობას.ახდენს ნერვული სისიტემის მუშაობის სტაბილიზირებას.
- აწესრიგებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას.
- ანელებს ანთებითი პროცესების სიმწვავეს.
- დადებითად მოქმედებს კანის ზედაპირის მდგომარეობაზე, თმებზე და ფრჩხილებზე.
ფიტონციდები – ბუნებრივი ანტიობიოტიკები. ფიტომციდები არამარტო ანადგურებენ პათოლოგიურ მიკროორგანიზმებს არამედ აქვეითებენ მათი გამრავლების უნარს და აუმჯობესებენ პათოლოგიური მიკროოგანიზმების ანტაგონისტი ფორმების გამომუშავებას ორგანიზმში.
ფიტონციდების მიკროსკოპულ დოზებსაც კი შეუძლიათ შეაკავონ მიკროორგანიზმის ერთი ფორმების გამრავლება ხოლო გააუმჯობესონ მეორე ფორმების ზრდა. ფიტონციდების შემცველობით ნიორს ვერ შეედრება ვერცერთი მცენარე.
ფიტოსტერინები – მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფუძე. ფიტოსტერინების ბიოლოგიური თვისებები:
- ძლიერი იმუნომოდულატორი.
- აქვეითებს ქოლესტერინს.
- ონკოპროტექტორული თვისება.
- ჰიპოგლიკემური და ანტიოქსიდანტური თვისება.
გოგირდი – ასრულებს ადამიანის ორგანიზმის მთავარი ფუნქციების უამრავ ჩამონათვალს.
- მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში და ეხმარება მის მოწესრიგებაში ორგანიზმს.
- აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას.
- არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.
- აძლიერებს იმუნიტეტს.
- ახდენს ანტიალერგიულ მოქმედებას.
- ინარჩუნებს ჟანგბადურ ბალანსს.
- მონაწილეობს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების ფორმირებაში.
- აუმჯობესებს სახსრებისა და მყესების მუშაობას.
- აუმჯობესებს თმების სტრუქტურას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობას.
- აძლიერებს კუნთავნ ქსოვილს ( განსაკუთრებით ბავშვისა და მოზარდის აქტიური ზრდის პერიოდში).
- ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემხორცებელ მოქმედებას.
- ამცირებს სახსრებისა დაკუნთების ტკივილს, კრუნჩხვებს.
- ხელს უწყობს ტოქსინებისა და შლაკების ორგანიზმიდან გამოდევნასა და განეიტრალებას.
- დადებითად მოქმედებს სისხლის შედედებაზე.
- მონაწილეობს ღვიძლიდან ნაღვლის გამოყოფის პროცესში.
- ამაღლებს რადიოგამოსხივებისადმი მდგრადობას.