შავი კლიავის გემრიელი, საოცრად არომატული ზეთოვანი ექსტრაქტის დამზადება ხდება არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთში მისი თესლის დაყენებით.

არარაფინირებული, არადეზოდირებული

კვლიავის (ძირა, ჩორნაია ტმინა) ზეთი

  • 0,35
  • 0,1
  • 0,27

ცივი გამოწურვით

დამზადებულია მექანიკური საშუალებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით.

შავი კლიავის გემრიელი, საოცრად არომატული ზეთოვანი ექსტრაქტის დამზადება ხდება არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთში მისი თესლის დაყენებით.

ცივი დაპრესვის მეთოდით, შავი კლიავის ზეთის წარმოებისას არ გამოიყენება არავითარი ქიმიური დანამატები, საღებავები, ჰექსანის ფრაქცია და არც ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი. მისი მოლეკულები ინარჩუნებენ ბუნებრივ სახეს, ანუ „სიცოცხლეს“.ასეთი მეთოდით დამზადებულ ზეთებს აქვთ განსაკუთრებული კვებითი ღირებულება და და სამკურნალო თვისებები,მასში შენარჩუნებული ყველა საჭირო ელემენტი და ვიტამინი ადვილად აითვისება ჩვენი უჯრედების მიერ.

არარაფინირებულ ზეთებზე დამზადებული საკვები სასარგებლოა და გემრიელიც. არ იწვევს სიმსუქნეს, არ ახდენს სისხლძარღვების დახშობას, პირიქით ის გასახდომი დიეტების ერთ-ერთი მთავავარი შემადგენელი ნაწილია.

როცა არჩევანს ვაკეთებთ არარაფინიებულ ზეთებზე ჩვენ ვახდენთ ორგანიზმის გასუფთავებას, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას.

არარაფინირებული ზეთები მათი ყოველდღიური გამოყენებისას აფერხებენ და მკურნალობენ ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეულ ბევრ დაავადებას: სიმსუქნეს, სკლეროზს, გასტრიტებს, იმპოტენციას და ა.შ;ასაკობრივ დაავადებებს. ქიმიური წარმოშობის ძვირადღირებული სამკურნალო პრეპერატების და რეკლამირებული ბადების ნაცვლად შეგიძლიათ მიიღოთ ცივი დაწურვით დამზადებული არარაფინირებული მცენარეული ზეთები, რომლებშიც შენარჩუნებულია მცენარეების სამკურნალო თვისებები.

ხალხური მედიცინის პოპულარულ სამკურნალო საშუალებას სწორედ არარაფინირებული ზეთები წარმოადგენენ. ხალხური მედიცინა, ოფიციალურისაგან განსხვავებით თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ისეთ ბუნებრივ საშუალებებს , რომელთაც არა აქვთ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.

ნებისმიერი ცივი დაწურვით მიღებული არარაფინირებული მცენარეული ზეთი, განსხვავებით ექსტრაქციით მიღებული რაფინირებულისა,ხასიათდება მაღალი კვებითი და სამკურნალო თვისებებით. ცივი დაწურვით მიღებულ ზეთში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა. სწორედ ისინი განაპირობებენ ზეთის მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ ამჟამად მრეწველობაში გამოიყენება საკვები მცენარეული ზეთების მიღების ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდის გამოყენებისას მიიღება დიდი რაოდენობის დაბალი ხარისხის ზეთი. ასეთი ზეთის თვითღირებულება თავისთავად ნაკლებია.სწორედ ასეთი პროდუქციითაა ჩ ვენი ბაზარიც გაჯერებულიდა ცივი დაწურვის სხვადასხვა მცენარეებისგან დამზადებული ზეთების პოვნა არც თუ ისე ადვილია.

შავი კლიავის ზეთს იყენებენ წვნიანებში, ბოსტეულის კერძებში, სოუსებში და სალათებში. მას იყენებენ პომიდვრის, კიტრის, სოკოს, კომბოსტოს დამწნილებისას და როგორც პიკანტურ საკაზმს სხვადასხვა კერძებისათვის. შავი კლიავის ზეთით დამზადებული პური და ცომეული გამოირჩევა მძაფრი არომატული გემოთი. ზეთი შეგვიძლია გაურიოთ ხილის წვენს, ან დავლიოთ თბილ ჩაისთან ერთად.

ორიათას წელზე მეტია მუსულმანური სამყარო იყენებს, შავი კლიავის ზეთს როგორც სამკურნალო საშუალებას. ამ ზეთის საოცარი თვისებების შესახებცნობებს გვაწვდის ჰიპოკრატე და დიოსკორიდე. ავიცენა ამტკიცებდა, რომ ამ ზეთს შეუძლია გაზარდოს ადამიანის საციცოცხლო ენერგია, ებრძოლოს გადაღლილობას.

შავი კლიავის ზეთი შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ბევრ, აუცილებელ, ძლიერმოქმედ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას.

ბუნებრივი ანტიბიოტიკებითა და იმუნური სისტემის სტიმულატორებით გაჯერებული შავი კლიავის ზეთი ახდენს ანთებისსაწინააღმდეგო და ბაქტერიოციდულ მოქმედებას.გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტიკური და დამამშვიდებელი საშვალება.მისი ნაღვლმდენი და შარდმდენი თვისებების გამო ის წარმატებით გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ.

ანადგურებს რა ბევრ დაავადებათა წარმომქმნელ ბაქტერიებს (მათ შორის ქოლერას ბაქტერიას), შავი კლიავის ზეთი მოქმედებს ადგილობრივად, არ ახდენს ნაწლავების ნორმალურ მიკროფლორაზე გავლენას და არ იწვევს დისბაქტერიოზს.

შავი კლიავის ზეთის შემცველობა (ომეგა-3, ომეგა-6, ომეგა-9-ით ასევე ეთერული ზეთები, ვიტამინები B;E;C;A;D;PP;K) განაპირობებს სისხლძარღვების კედლების გაძლიერებას და ელასტიურობის ზრდას. რაც თავისთავად ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას, ქოლესტერინის შემცირებას სისხლში. შეუცვლელი ცხიმოვანი -ომეგა მჟავები აუმჯობესებენ გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აწესრიგებენ ჰორმონალურ ფონს, ლიპიდურ ცვლას, ასევე ანიჭებენ ზეთს ძლიერ ანთების საწინააღმდეგო თვისებას. შავი კლიავის ზეთი შეიცავს მაკრო და მიკრო ელემენტებს (კალციუმი, კალიუმი, რკინა, მარგანეცი, სელენი, თუთია. ფოსფორი, სპილენძი), ამინომჟავებს, ფლავინოიდებს, ფიტოსტეროლებს, კუმარინებს, ენზიმებს,ბეტა სიტოსტერინს.

შავი კლიავის ზეთისმაღალი ანტიოქსიდანტური თვისებები დადებით ზეგავლენას ახდენს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებაზე, ზრდის ორგანიზმის ამტანიანობას და აძლიერებს მის რეპროდუქციულ სისტემას. მცენარეული ჰორმონების დ სხვა სასარგებლო კომპონენტების მეშვეობით შავი კლიავის ზეთი, სისტემატიური გამოყენებისას, აძლიერებს პოტენციას, ხელს უწყობს ქალისა და ,მამაკაცის უშვილობის მკურნალობას.

ანეიტრალებს რა თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, შავი კლიავის ზეთს სწრაფად გამოყავს ისინი ორგანიზმიდან.

შავი კლიავის ზეთი ახდენს რეგენერაციული პროცესების აქტიურ სტიმულაციას, ხელს უწყობს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებას, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

ფიტოსტეროლების მეშვეობით შავი კლიავის ზეთი არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი, აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, დაბლა სწევს შაქრის დონეს სისხლში.

ამერიკელი და ინდონეზიელი მეცნიერების კვლევებმა დაამტკიცა, რომ შავი კლიავის ზეთი არის არამარტო ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერების ძლიერი საშვალება, არამედ ის თავისი ანტიბაქტერიალური თვისებებით აღემატება ხუთ ძლიერ ანტიბიოტიკს. ის ანადგურებს ისეთ ბაქტერიებსაც კი, რომლებიც მდგრადი აღმოჩნდნენძლიერი სამედიცინო პრეპარატების მიმართ.

შავი კლიავის ზეთის სისტემატიური გამოყენება- ეს გულსისხლძრღვთა სისტემის, ენდოკრინული და ონკოლოგიური (სისხლის კიბოს) დაავადებების არჩვეულებრივი პროფილაკტიკაა.

შავი კლიავის ზეთი დადებითად მოქმედებს კანზე. თავისი ბაქტერიოციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი, ანტივირუსული და ანტიალერგიული თვისებების გამო ის წარმატებით გამოიყენება აკნეს, ეგზემის, დერმატიტების, ჭინჭრის ციების, ფსორიაზის, მეჭეჭების ჰერპესის და სხვა დერმატიტების სამკურნალოდ.

პროფილაქტიკის მიზნით შავი კლიავის ზეთის დალევა რეკომენდირებულია სუფრის კოვზით დღეში ორჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

საჭმლის მონელების გასააუმჯობესებლად შავი კლიავის დალევა რეკომენდირებულია ჭამის შემდეგ.

შავი კლიავის ზეთს ახასიათებს შესანიშნავი კოსმეტოლოგიური თვისებები:თმებიხდება ძლიერი, ფერხდება თმის ცვენა, ძლიერდება ზრდის პროცესი. შავი კლიავის ზეთი კვებავს, არბილებს, ჭიმავს და ასწორებს კანს.

სხვა

ამავე კატეგორიაში სხვა პროდუქტები

ზეთების მიქსი Dr.Oil

სოიოს ზეთი, მდოგვის ზეთი, ნედლად დაწურული მზესუმზირის ზეთი, სიმინდის ზეთი, გოგრის ზეთი, სეზამის (კუნჟუტის) ზეთი, ნიგვზის ზეთი.
სხვა

სიმინდის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია სიმინდისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.

სხვა

ნიგვზის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ნიგვზის ლებნებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

გოგრის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია მცენარე გოგრის თესლებისგან უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

ოჯახური მზესუმზირის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია მზესუმზირისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.

სხვა

ნედლად დაწურული მზესუმზირის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია მზესუმზირისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

სეზამის (კუნჟუტის) ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია სეზამის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

სელის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია სელის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

მდოგვის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია მდოგვის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
სხვა

არაქისის ზეთი

ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია არაქისისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.

სხვა