ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშუალებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია სიმინდისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ბაყაყურას ზეთის ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენა ჰექსანის ფრაქცია, არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ, მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ. ამიტომ ძვირიანი ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) მაგივრად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას,თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობის ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
სიმინდის ზეთი სამართლიანად განეკუთვნება დიეტურ პროდუქტთა რიცხვს. ის იდეალური საშუალებაა ბავშვთა კვებისთვის. ეს ზეთი სასარგებლოა თავისი ბალანსირებული შემადგენლობის თვალსაზრისით და ეს ბალანსი შექმნილია თვით ბუნების მიერ.
სიმინდის ზეთი იდეალური საშუალებაა სალათების, ვინეგრეტების,სოუსაბის, მოხარშული კარტოფილის და ფაფების სესაკაზმად, ხორცის, თევზის,ბოსტნეულის მოსათუშად, ცივი და ცხელი კერძების მოსამზადებლად.
რესტორნებში პროდუქტის სითბური დამუშავებისას იყენებენ სიმინდის ზეთს.
სიმინდის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ცივი გამოწურვის სიმინდის ზეთს აქვს ქარვის ფერი, მსუბუქი სასიამოვნო სუნი და სიმინდის გემო.
სიმინდის ზეთში უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ვიტამინ F–სა და ვიტამინ E–ს მაღალი შემცველობა, რომელიც „ახალგაზრდობის ვიტამინად” იწოდება და არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, განაპირობებს მის გამოყენებას ბავშვთა კვების რაციონში. სიმინდის ზეთი ასევე სასარგებლოა თავისი დაბალანსებული შემადგენლობის თვალსაზრისით. ეს ბალანსი თვით ბუნების შექმნილია. გარდა ვიტამინ E–სა და F–ის, ეს ზეთი მდიდარია B1, B2, PP, პროვიტამინ A და ვიტამინ K3.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3 და ომეგა–6, რომლებსაც შეიცავს სიმინდის ზეთი, ამაღლებენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ეხმარებიან ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინის გამოყოფაში, ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ათხელებენ სისხლს, ამით ეწინააღმდეგებიან სისხლის კოლტების წარმოქმნას.
სიმინდის ზეთი ორგანიზმის დაბერების წინააღმდეგ და ორგანიზმის გამრავლების თვალსაზრისით:
ადამიანის ორგანიზმისთვის ძვირფასი ვიტამინ E–ს შემცველობა სიმინდის ზეთში 2–ჯერ მეტია, ვიდრე ზეითუნის ზეთსა და ტრადიციულ მზესუმზირის ზეთში.
არის რა ძლიერი ანტიოქსიდანტი ის ანელებს ცილების ცვლას, სიბერის პროცესს, იცავს ორგანიზმის უჯრედებს დაშლისაგან, აფერხებს კაპილარების გამტარობას და მტვრევადობას.
მოვიყვანთ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერონტოლოგიის სექციასთან არსებულ ბუნებისმეტყველთა საზოგადოების ნამდვილი წევრის ალექსანდრა ჩუპრუნას სიტყვებს: „სულ უფრო და უფრო ვაცნობიერებთ ჩვენს ორგანიზმში საკვებთან ერთად საკმარისი რაოდენობით ანტიოქსიდანტების შეყვანის მიღების აუცილებლობას.”
მეორე სახელწოდება ვიტამინ E გახლავთტოკოფეროლი. ტოკოფეროლი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „შთამომავლობის გამჩენს”. ეს ვიტამინი მპირველად აღმოაჩინა მე–20 საუკუნის ოციან წლებში მეცნიერმა ევანსონმა, რომელმაც დაადგინა ამ ვიტამინის მთავარი ფუნქცია–ემბრიონის ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა და გამრავლების უნარი.
ტოკოფეროლი ზრდის ორგანიზმის მიერ სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, (ამიტომ შეუცვლელია „ქალთა დაავადებებისა და ნერვული სისტემის სამკურნალოდ), ამაღლებს პოტენციას, მეძუძურ დედებში აუმჯობესებს რძის გამომუშავებას.
ტოკოფეროლი იცავს ორგანიზმს გარემოს ტოქსიური ზემოქმედებისაგან (არასახარბიელო ეკოლოგიური გარემო, სიგარეტის კვამლი, გაზის ბოლქვები,) აქვს ანტიკონცეროგენული მოქმედება.
ვიტამინ E ეკუთვნის ცხიმში ხსნად ვიტამინების ჯგუფს ე. ი. მისი ათვისებისათვის საჭიროა ცხიმების მდიდარი შრე, და ამ დროს დამხმარედ გვევლინება სიმინდის ზეთი, სწორედ მასში ხდება ადამიანებისთვის აუცილებელი ცხიმებისა და საციცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინ E–ს ორგანული შეფარდება.
100 გრ. სიმინდის ზეთი შეიცავს ვიტამინ E, 115 მლ.გრამ ვიტამინ F 51,2 მგ
ათეროსკლეროზის წინააღმდეგ და არა მარტო…
კულეშოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, სასოფლო სამეურნეო მეცნიერების კანდიდატი სერგეი ბარსუკოვი წერს: ,, სიმინდის ზეთს სხვა მცენარეულ ზეთებთან მიმართებაში უკავია პირველი ადგილი სასარგებლო უჯერი ცხიმოვანი მჟავების ლინოლინის და ლინოლენის რაოდენობით უსწრებს მზესუმზირისა და ბამბის ზეთს, ადგილს უთმობს სოიოს და…
სიმინდის ზეთში შემავალი ქოლინოფოსპატიდი– ლეციტინი, როემლიც აფერხებს სისხლძარღვების კედელზე ქოლესტერინის ჩალაგებას, იძლევა საშუალებას ვებრძოლოთ ათეროსკლეროზს. ეს სინამვილე დამტკიცებულია მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებით ცხოველებსა და ადამიანებზე, მაგალითად კიროვის სახელობის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრაზე კურდღლებს 4 თვის განმავლობაში კუჭში შეჰყავდათ ქოლესტერინი. კურდღლების ნაწილს ქოლესტერინს უნეიტრალებდნენ სიმინდის ზეთით, მეორე ნაწილს მზესუმზირის ზეთით. აღმოჩნდა რომ იმ საცდელ ცხოველებს, რომლებსაც მისცეს სიმინდის ზეთი, ქოლესტერინის დონე 4 ჯერ ჰქონდათ შემცირებული. უფრო თვალსაჩინო შედეგები იქნა მიღებული აორტისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების გამოკვლევის შედეგად ,, სიმინდის „ ჯგუფის კურდღლებს არტერიების კედლებზე არ აღმოაჩნდათ ათეროსკლეროზული ბოლთები. ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაკტიკისათვის რეკომენდირებულია 25 გრ სიმინდის ზეთის მიღება დღეში 3 ჯერ ჭამის დროს. ზეთის მიღების ფონზე არამარტო ქოლესტერინის დონე იწევს დაბლა სისხლში, არამედ უმჯობესდება საერთო მდგომარეობა, განწყობა და ძილი.
სიმინდის ზეთს ახასიათებს გამოხატული ნაღვლმდენი მოქმედება. ის ამაღლებს ნაღვლის ბუშტის ტონუსს, აძლიერებს მისი კედლების შეკუმშვას, არეგულირებს გამომყოფ ფუნქციას.
სახალხო მედიცინაში ზეთი გამოიყენება დამწვრობების, ნახეთქების შემთხვევაში, ასევე ალერგიული რინიტის დროს, ასთმის, შაკიკის სამკურნალოდ, აქერცვლის საწინააღმდეგოდ, თმების გასაჯანსაღებლად, მათი სტრუქტურის აღდგენისა და ბზინვარების მინიჭებისათვის (ამ დროს ქრება ქერტლიც).
ზეთი შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული თმის რეგულარული დაბანისთვის: შემთბარი სიმინდის ზეთი უნდა შევიზილოთ თავის კანზე, შევიხვიოთ თავი წინასწარ ცხელ წყალში დასველებული და დაწურული პირსახოცით. ამის შემდეგ თავს ვიბანთ ნაიტრალური საპნით, შედეგად თმები ხდება ბზინვარე.