ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშვალებით, პირველადი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია სეზამის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია და არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ.ს. ამიტომ ძვირიანი, ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) ნაცვლად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშვალებას წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშვალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება იაპონურ, ჩინურ და ინდურ სამზარეულოში სალათების, სოუსების, ფლოვის დასამზადებლად. ეს ზეთი ანიჭებს ჩვეულებრივ კერძებს განუმეორებელ გემოს. სეზამის თესლის ზეთს აქვს სასიამოვნო, ნაზი გემო და ღია–ყვითელი ფერი. რეკომენდირებულია მისი გამოყენება მზა კერძების შესაკაზმად.
თუ სეზამის ზეთი თქვენ მოგეჩვენებათ საკმაოდ მძიმედ, შეიძლება იგი გააზავოთ სხვა მცენარეული ზეთით, რომლის გემო ნაკლებადაა გამოხატული.
სეზამის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
სეზამის ზეთი–ეს ძვირფასი საკვები და არაჩვეულებრივი სამკურნალო პროდუქტია:
- რეკომენდირებულია ფილტვების სხვადასხვა დაავადებების, სუნთქვის უკმარისობის, ასთმის, მშრალი ხველების შემთხვევაში;
- გამოიყენება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის:
- სეზამის ზეთი ზრდის ტრომბოციტების რაოდენობას და აუმჯობესებს სისხლის შედედებას;
- სიმსუქნის შემთხვევაში, ხელს უწყობს გახდომას და სხეულის გაკაჟებას;
- გამოიყენება კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობისას;
- აფერხებს ტრომბების წარმოქმნას, შლის ტრომბით შექმნილ საცობებს;
- ხსნის კუჭ–ნაწლავის სპაზმს, იხმარება ნეფრიტის, პიელონეფრიტის და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს; გამოიყენება ანემიის,შინაგანი სისხლდენის, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციისას;
- აკონტროლებს სისხლის მჟავიანობას, კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას;
- ახდენს ორგანიზმის საერთო გამოფიტვის კომპენსაციას, ატენიანებს ნაწლავებს, ათავისუფლებს მათ მასებისაგან, ხელს უწყობს მათ სწრაფ გამოდევნას ნაწლავებიდან;
- ხსნის შარდვის დროს წვის შეგრძნებას, აქვს რბილი საფაღარათო მოქმედება;
- გამოიყენება როგორც ანტიჰელმინტური საშვალება;
- დამტკიცებულია, რომ სეზამის ზეთი ზრდის თრომბოციტების რაოდენობას, რაც იწვევს სისხლის შედედების სიჩქარის ზრდას. ამიტომ ის გამოიყენება ვერლგოფის დაავადების, თრომბოპენიური პერპურის, ესენციალური თრომბოპენიის, ჰემორაგიული დიათეზების დაავადებათა შემთხვევაში. (მიიღება ერთი სუფრის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამის წინ);
- სპორტში გამოიყენება კუნთოვანი მასის გასაზრდელად. დღეში ერთი სუფრის კოვზი სეზამის ზეთი ზრდის კალციუმის შემცვლელობას ორგანიზმში 3–ჯერ.
ღრმა ძილის მისაღწევად (მელანქოლიკებისთვის): თბილი სეზამის ზეთით უნდა დავიზილოთ ფეხები, შემდეგ ფეხები ჩავალაგოთ აბაზანაში, რომელიც დამზადებული იქნება მცენარე კოჭას ნაყენისაგან.
ფრჩხილების გასამაგრებელად: გავაჩეროთ თითები ლიმონიან წყალში, შევიმშრალოთ, შემდეგ თითოეული თითი კარგად დავიზილოთ სეზამის ზეთით.
გაციებისას სეზამის ზეთი შევათბოთ 36–38 გრადუსი ცელსიუსით, ძილის წინ შევაზილოთ ზეთი ავადმყოფს გულ–მკერდზე, შემდეგ შევფუთოთ თბილად და ჩავაწვინოთ ლოგინში. ასევე გაციებისას სეზამის ზეთი მივიღოთ შინაგანად 0.5 სუფრის კოვზი დღში 1–3 ჯერ. თუ ზეთს ვღბულობთ დღეში ერთხელ, მაშინ უმჯობესია ეს გავაკეთოთ დილის საათებში.
გასტრიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს საჭიროა 1 სუფრის კოვზი სეზამის ზეთის მიღება 1–3 ჯერ დღეში.
შეკრულობისას: დღის განმავლობაში მივიღოთ 0.5,– 1 სუფრის კოვზი ზეთი.
მძიმედ მიმდინარე ქრონიკული შეკრულობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 2–ჯერ.
ნაწლავური კოლიტის შემთხვევაში: მცირე რაოდენობის სეზამის ზეთი შეიზილეთ მუცლის არეში მთლიან შეწოვამდე, ამავე დროს დღეში ერთხელ, უფრო დილის საათებში მიიღეთ შინაგანად 15–30 გრამი სეზამის ზეთი, დალიეთ შეუსვენებლად, სანამ არ იქნება მდგომარეობის გაუმჯობესება.
კანის დამამშვიდებელი მალამოები: გამოვწუროთ წვენი ალოეს ფოთლებიდან და ყურძნის ნაყოფიდან. შევურიოთ ერთმანათს თანაბარი როდენობით. შემდეგ ამ ნარევს დავუმატოთ სეზამის ზეთი 1:1 თანაფარდობით. ეს ნარევი გამოიყენება დერმატიტის, დროს კანზე წასასმელად. შედეგის გასაუმჯობესებლად უნდა მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 2–3 ჯერ დღეში.
ყურის ანთების დროს ჩვიწვეთოთ რამოდენიმე წვეთი, შემთბარი სეზამის ზეთი.
კანის და ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესსების შემთხვევაში, დაზიანებული ადგილები რამოდენიმეჯერ დღეში უნდა დავამუშავოთ სეზამის ზეთით, დამატებით დღეში ერთხელ მაინც, აუცილებელია 0.5 ჩ/კ სეზამის ზეთის მიღება შინაგანად.
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებისას ვღბულობთ დღეში 3–ჯერ 1 სუფრის კოვზს. სეზამის ზეთი თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით ხელს უწყობს თრომბოციტების რაოდენობის მომატებას.
სეზამის ზეთს ახასიათბს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება: კბილის ტკივილის შემთხვევაში ზეთს შევიზილავთ მტკივნეული კბილის გარშემო ღრძილებზე.
სეზამის ზეთი ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეული ზეთია.
სეზამის ზეთი შეიცავს ნივთერება სეზამოლს,რომელიც განაპირობებს ზეთის მაღალ მდგრადობას, ხანგრძლივი შენახვის პირობებში. ის კარგად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, რის გამოც სეზამის ზეთი ერთერთი ეფფექტური მზისგან დამცავი საშვალებაა.
საინტერესო მონაცემები სეზამის ზეთის შესახებ.
ჯერ კიდევ 1500 წლის წინათ ჩვენწელთაღრიცხვამდე, ეგვიპტელები იყენებდნენ სეზამის თესლისგან დამზადებულ ზეთს, როგორც სამკურნალო პრეპარატს. თავისი სამკურნალო თვისებების გამო ის ითვლებოდა უკვდავების სიმბოლოდ და გვერწმუნეთ, არც ისე უაზროდ. რათქმაუნდა უკვდავებას ეს ზეთი ვერ მოგანიჭებთ, მაგრამ მისგან ადამიანისთვის სარგებელი ძალიან დიდია მასში შემავალი უაღრესად მდიდარი მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების გამო. ესენია თუთია, ფოსფორი, კალციუმი და ვიტამინ E.
Ca-ის ნაკლებობა გავლენას ახდენს ადამიანის განწყობასა და გარეგნობაზე, ამიტომაც ვღებულობთ საკვებად ხაჭოსა და სხვადასხვა რძის პროდუქტებს. ვსვამთ კალციუმის შემცველ პრეპარატებს. 1 გრამი სეზამის ზეთი შეიცავს ზრდასრული ადამიანისთვის საჭირო კალციუმის დღიურ ნორმას.
საკვებად სეზამის თესლის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, ხოლო ზეთის კი შესაძლებელია. მასში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო ნივთიერება. სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1 სუფრის კოვზი ზეთის მიღება, სამჯერ ამდიდრებს ორგანიზმს კალციუმის რაოდენობით. ის მდიდარია აგრეთვე ფოსფორით, ვიტმინ E. ეს კი ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ეწინააღმდეგება ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას, თავის ტკივილის წარმოქმნას.
ეს ზეთი მხსნელად მოევლინება ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები. სეზამის ზეთი ძალიან სწრაფად აღუდგენს კალციუმის დეფიციტს ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს.
სეზამის ზეთი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომის პროცესს ჭარბი წონის მქონე ადამიანებში და პირიქით ორგანიზმის გამოფიტვისას კვებავს და აღადგენს მას. ძალიან სასარგებლოა მისი მიღება ისეთი დაავადებების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის როგორებიცაა: ასთმა, ართრიტი, ოსთეოპოროზი, ფილტვების ანთება, ანემია, გულის დაავადებები, ჰაერის უკმარისობა, ენდოკრინული დარღვევები და ღვიძლის დაავადებები.
ყველაფრის გარდა–ეს ზეთი არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტი და უნიკალური სამკურნალო პრეპარატია. სეზამის ზეთი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ინდოეთი, იაპონია, ჩინეთი.
სეზამის ზეთს აქვს სასიამოვნო სუნი. გემო კი ოდნავ ნიგვზისას მოგვაგონებს. თესლისგან განსხვავებით ზეთი დიდხანს ინახება და ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
დაფიქრდით, იქნებ ჩვენს დროში, უცნობ რეკლამირებულ ტაბლეტების ნაცვლად, უმჯობესია მივმართოთ ბუნებისგან მოცემულ, საღებავების, არომატიზატორების, კონსერვანტების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარეშე წარმოებულ სასარგებლო პროდუქტებს.
სეზამის ზეთის შემადგენლობა:
- სეზამის ზეთის ცხიმოვანი შემადგენლობა: ომეგა–3 (0,2 %); ომეგა–6 (45%); ომეგა–9 (41?%). ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები: (პალმიტინის, სტეარინის) 14 %–მდე.
- სეზამის ზეთის შემცველი ვიტამინები: A,B1,B2,B3, PP,B4,C,D,E , K.
- მიკრო და მაკრო ელემენტები: სეზამის თესლის ზეთი ძალიან მდიდარია რკინით, თუთიით, ფოსფორით, კალიუმით, სილიციუმით, ნიკელით, მაგნიუმით, სპილენძით, მარგანეცით და ზოგიერთი სხვა ელემენტებით.
- კალციუმის შემცველობით მას ვერაფერი შეედრება–1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი შეიცავს კალციუმის დღიურ დოზას.
- ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების გარდა სეზამის ზეთი შეიცავს: ბეტა–სიტოსტერინს, ბეტაინს, ლეციტინს, რესვერატროლს, სეზამინს (ქლოროფორმს), სეზამოლს, სეზამოლინს, ფიტინს, ფიტოსტეროლს, ფოსფოლიპიდს.