თესლთა ასეთი ნარევი გამოიყენება როგორც გემრიელი და ძვირფასი დიეტური დანართი სხვადასხვა ბოსტნეულის და ხილის სალათების, სხვადასხვა ცივი კერძების, სალათების, მჟავე კომბოსტოს და სოუზის მომზადებისას.

თესლთა ნარევი „MegaMix“

თესლთა ასეთი ნარევი გამოიყენება როგორც გემრიელი და ძვირფასი დიეტური დანართი სხვადასხვა ბოსტნეულის და ხილის სალათების, სხვადასხვა ცივი კერძების, სალათების, მჟავე კომბოსტოს და სოუზის მომზადებისას. თესლთა ნარევი შეიძლება დაემატოს ნებისმიერ მზა ფაფას, კარტოფილის პიურეს, მზა პირველ და მეორე კერძებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოა მისი შერევა ხაჭოსთან და მწვანილთან, არაჟანთან და მაიონეზთან. თესლთა ნარევის მიღება შესაძლებელია რძესთან, იოგურტთან და კეფირთან. ასევე სასარგებლოა მისი დამატება ცომეულში ცხობის დროს.

მწვანე წიწიბურა არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, აფერხებს სიმსივნის ზრდის პროცესს, ამცირებს თრომბების წარმოქმნის ალბათობის რისკს, ხელს უწყობს სისხლძარღვების გასუფთავებას „ცუდი” ქოლესტერინისაგან, ეწინააღმდეგება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების პროცესს, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

კედრის თესლი (თხილი) წარმოადგენს სასარგებლო ნივთიერებების საგანძურს. შეიცავს ამინომჟავების მდიდარ ნაკრებს (მათ შორის უნიკალურს და აუცილებელს ადამიანის ორგანიზმისთვის), მიკრო და მაკრო ელემენტებს (რკინას, თუთიას, ბორს, ნიკელს, ფოსფორს, სპილენძს,სილიციუმს, მოლიბდენს, კალციუმს, მარგანეცს, კალიუმს, კალას, ვანადიუმს), ვიტამინებს (E, A, B1, B2, B3 ) ნახშირწყლებს და უჯრედისს. კედრის თესლი დადებითად მოქმედებს პოტენციაზე, თავის ტვინის აქტივობაზე, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხელს უწყობს კუჭის წყლულის, ანემიის, ათეროსკლეროზის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების მკურნალობას, დადებითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე, გამოიყენება ტუბერკულოზის პრევენციისათვის, აქვს საერთო გამაჯანსაღებელი მოქმედება.

სელის თესლი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური აქტივობს ცილას, რომელიც თავისი შემადგენლობით თითქმის ადამიანის ორგანიზმის ცილის იდენტურია. ომეგა–3 და ომეგა–6–ის შემცველობით ის აღემატება ადამიანის კვების რაციონში შემავალ ყველა პროდუქტს.

სეზამის თესლი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამცირებს ონკოდაავადებათა წარმოქმნის ალბათობას, აჩქარებს ადამიანის ზრდის პროცესს, სასარგებლოა ძვლებისა და სახსრებისთვის, გამოიყენება ოსტეოპოროზის პრევენციისთვის, წარმატებით ებრძვის სიმსუქნეს.

მზესუმზირის თესლი მდიდარია ბუნებრივი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ის აუმჯობესებს იმუნიტეტს, იცავს ადამიანს ნაადრევი დაბერებისაგან, აწესრიგებს ნაწლავის მოქმედებას, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებს, აუმჯობესებს, კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურას, აძლიერებს ძვლის ქსოვილს და აღადგენს დაზიანებულ ძვლებს. სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების დროს, ეხმარება ადამიანს დეპრესიისა და სტრესის შემთხვევაში.

გოგრის თესლი დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე: რკინის დიდი შემცველობა აუმჯობესებს სისხლის ხარისხს, ამინომჟავები აძლიერებენ სისხლძარღვთა კედლებს. გოგრის თესლი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ცხიმის გამოყოფას, აშორებს აკნესა და ქერტლს. გოგრის თესლი შესანიშნავი ანტიჰელმინტური საშუალებაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რაც ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ახდენს პროსტატის დაავადებათა პრევენციას. გოგრის თესლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის.

ამავე კატეგორიაში სხვა პროდუქტები

თესლთა ნარევი „Здоровье“

სელის, სეზამის, ყაყაჩოს და გაფცქვნილი მზესუმზირის თესლის ნარევი არის მაღალი ბიოლოგიური ღირებულების, უნიკალური ბუნებრივი თვისებების მატარებელი შეუდარებელი პროდუქტი.
სხვა

სელის თესლი

სელის თესლი გამოიყენება, როგორც გემრიელი და ძვირფასი დიეტური ჩანართი, ყველა სახის ცივი კერძების ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის სალათების კომბოსტოს სალათების და სოუზის მოსამზადებლად.
სხვა

სელის თესლი

სელის თესლი გამოიყენება, როგორც გემრიელი და ძვირფასი დიეტური ჩანართი, ყველა სახის ცივი კერძების ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის სალათების კომბოსტოს სალათების და სოუზის მოსამზადებლად.
სხვა