რეცეპტები

არაქისის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

არაქისის ზეთი ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება: პირველი, როგორც პროფილაქტიკური საშვალება და მეორე, კომპლექსურ მკურნალობაში სისხლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ნერვული სისტემის დაავადებათა დროს.

არაქისის ზეთი დადებითად მოქმედებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსზე. მონაწილეობს ანთებითი და ეროზიულ-წყლულოვანი პროცესსების მკურნალობაში. ამიტომ ეს ზეთი აუცილებლად უნდა ჩაირთოს გასტრიტით, გასტროდუოდენიტით, გასტროენტეროკოლიტით, ენტეროკოლიტით, კოლიტით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით დაავადებულთა რაციონში.

არაქისის ზეთი სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე. ის ააქტიურებს ნაღვლის წვენის წარმოქმნისა და გამოყოფის პროცესს, ეწინააღმდეგება ღვიძლში ცხიმოვანი წარმონაქმნების დაგროვებას, აქვს ჰეპატოპროტექტორული თვისება (იცავს ღვიძლის უჯრედებს). არაქისის ზეთს შეუძლია აღმოფხვრას ანთებითი პროცესსები ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე სადინარებში. აქედან გამომდინარე, არაქისის ზეთი უნდა ჩაირთოს ნაღვლკენჭოვანი დაავადებით, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციით, ჰეპატიტით, ციროზით და სანაღვლე სადინარრების დისკინეზიით დაავადებულთა კვების რაციონში.

ნაჩვენებია არაქისის ზეთის გამოყენება შაქრის დიაბეტის დროს (ასევე ამ დაავადების პროფილაქტიკისათვის), რადგან ის დაბლა წევს სისხლში შაქრის დონეს.ზეთში შემავალი თუთია და მაგნიუმი მონაწილეობენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებაში.

არაქისის ზეთი სასარგებლოა სისხლის, გულისა და სისხლძარღვების დაავადებულთათვის. შეიძლება გამოვიყენოთ ანემიის კომპლექსურ მკურნალობაში, რადგან შეიცავს ჰემოგლობინის სინთეზში მონაწილე ნივთიერებებს. აუმჯებესებს სისხლის შედედებას, ამიტომ უძველესი დროიდან გამოიყენება ჰემოფილიისა და ჰემორრაგიული დიათეზების სამკურნალოდ.

დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეწინააღმდეგება საშიში ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედლებზე, აძლიერებს სისხლძარღვთა ელასტიურობას. არაქისის ზეთი რეგულარული გამოყენებისას აწესრიგებს არტერიულ წნევას. ეს მცენარეული ზეთი შეიცავს ვიტამინებს, მიკროელემენტებს და რესვერატროლს, რომლებიც აუცილებელია გულის კუნთის კარგი მუშაობისთვის. რეგულარული გამოყენებისას რეკომენდირებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა, იშემიური დაავადების, ინფარქტის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის.

არაქისის ზეთის კომპონენტები აუმჯობესებენ ნერვული სისტემის მუშაობას. არაქისის ზეთის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ახდენს დამამშვიდებელ ეფფექტს.

ნაჩვენებია სწრაფი გადაღლის, კონცენტრაციის დაქვეითების, აპათიის, დეპრესიის, გაღიზიანების, უძილობის შემთხვევაში. არის ეფფექტური საშვალება ალცჰეიმერის და გაფანტული სკლეროზის პროფილაქტიკისათვის.

არაქისის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემხორცებელი მოქმედება. ხალხურ მედიცინაში არარაფინირებული არაქისის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, ეგზემის, ჰერპესის, ექსუდაციური დიათეზის სამკურნალოდ.

სასარგებლოა არაქისის ზეთის გამოყენება მხედველობისთვის. მასში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები დაბლა წევენ გლაუკომის, კატარაქტის, კონიუქტივიტის, დიაბეტური რეთინოპათიის და მასკულარული დისტროფიის დაავადებათა რისკს. საგრძნობი სარგებლობა მოაქვს არაქისის ზეთს თირკმლის დაავადებების, იმპოტენციის, ოსტეოპოროზისა და მენოპაუზის დროს ჰორმონალური დარღვევების შემთხვევაში.

არაქისის ზეთის დაბალანსებული შემადგენლობა განაპირობებს იმმუნიტეტის აწევას, ის წარმოადგენს ინფექციური და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკურ საშვალებას.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის რეკომენდირებულია 1ჩ/კ არაქისის ზეთის მიღება 3-ჯერ დღეში.

არაქისის ზეთის გამოყენების უკუჩვენებები:

  • ალლერგია არაქისზე;
  • ბრონქიალური ასთმა.

ფრთხილად უნდა გამოიყენონ ზეთი მაღალი შედედების უნარის მქონე ადამიანებმა და სახსრებით დაავადებულებმა.