რეცეპტები

ნივრის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

ნივრის ზეთი–ეს არაჩვეულებრივი პროდუქტია ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევართათვის.

უპირველეს ყოვლისა, ნივრის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია ბავშვებისა და დიდების სხვადასხვა ინფექციური და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ეს დაავადებებია: ბრონქიტი, გრიპი, ტრაქეიტი, მწვავე რესპირატორული დაავადება, ტუბერკულოზი, ანგინა, ქრ. ტონზილიტი, სურდო და სხვა სასუნთქი გზების დაავადებები. ნივრის ზეთს სწრაფად გამოყავას ნახველი და ლორწო სასუნთქი ორგანოებიდან.

ნივრის ზეთი აახალგაზრდავებს ორგანიზმს აძლიერებს სისხლძარღვთ კედლებს და ხდის მათ უფრო ელასტიურს. ამის გარდა ნივრის ზეთის გამოყენება არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, კურნავს ნაწლავების ინფექციურ დაავადებებს, დისბაქტერიოზსს, გასტრიტს, შეკრულობას, გასტროენტეროკოლიტს.

ნივრის ზეთი არის არაჩვეულებრივი სტიმულატორი და მატონიზირებელი საშუალება, აუმჯობესებს მადას კუჭის წვენის სეკრეციას, არეგულირებს ნივთიერებათ ცვლას აქვეითებს ლპობისა და დუღილის პროცესს ნაწლავებში, ეხმარება ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებაში არის კარგი სპაზმოლიტიკი. მასში შემავალი ალლიცინი სპობს მთლ რიგ მავნე მიკრობებს, პარაზიტებს, ვირუსებს, გრამდადებით და გრამ უარყოფით მიკრობებს.

ნივრის ზეთი აქვეითებს შაქრის შემცველობას სისხლში. განსაკუთრებით ეფექტურია მეორე ტიპის შაქრის დიაბეტის დროს, ზედმეტი წონის სიმსუქნის და ათეროსკლეროზის დროს ნივრის ზეთი დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაამტკიცა ნივრის ზეთის ეფექტურობა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ. ნიორში შემავალი ბუნებრივი ფიტოელემენტები აქვეითებენ სიმსივნური ფერმენტების მუშაობას. ნივრის ზეთი აფერხებს სიმსივნური უჯრედების წარმომქმნელი აზოტური მჟავაამინის წარმოქმნას. ზეთის შემადგენლობაში შემავალი სელენი და კაროტინი, ასევე დიდ როლს თამაშობენ სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.დამტკიცებულია, რომ იმ ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ხმარობენ საკვებში ნიორს, ნაკლებად ავადდებიან სიმსივნეებით.

ნივრის ზეთის ჯადოსნური სამკურნალო თვისებები გმოიყენება უროლოგიაში. ის არის კარგი შარდმდენი საშუალება. აუმჯობესებს სასქესო ორგანოების მუშაობას. ნივრის ზეთი ამარაგებს ორგანიზმის უჯრედებს ჟანგბადით და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც აფერხებენ სიმსივნის განვითარებას, აუმჯობესებენ გულის მუშაობას, არეგულირებენ მის ფუნქციას და აწესრიგებენნ წნევას.

ნივრის ზეთი თავისი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ანტიბიოტიკის ტოლფასია.

ნივრის ზეთი ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა პროცესების ნორმალიზებაში, კერძოდ, აწესრიგებს ნერვული სისტემის მდგომარეობას, ხელს უწყობს ორგანიზმში სხვადასხვა საკვები ნივთიერებების შეთვისებას, აუმჯობესებს მემბრანების მუშაობას. სპეციალისტები ნივრის ზეთის გამოყენებას ურჩევენ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან უძილობით,თავის ტკივილით მაღალი არტერიული წნევით, ქოლეცესტიტით, ჰეპატიტით, რაქიტით ოსტეოქონდროზითა და სხვა დაავადებებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ძვლის სირბილესთნ.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ნივრის ზეთის გამოყენება დადებითად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთ სისტემაზე ამკვრივებს და აუმჯობესებს კაპილარების კედლების მდგომარეობას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, აწესრიგებს გულის რიტმს და დაბლა წევს ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში, გმოიყენება სხვადასხვა ინტოქსიკაციის, რევმატიზმის, პოდაგრის, ცისტიტის და კანდიდოზის სხვადასხვა ფორმების შემთხვევაში.

ნივრის ზეთს აქვს მოქმედების ფართო დიაპაზონი. ის ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ და ტუბერკულოზის ჩხირებთან, სტაფილოკოკურ სტეპტოკურ ინფექციებთან, პარაზიტებთან, ქოლერისა და ტიფის ჩხირებთან ბრძოლაში.

ნიორი აჩქარებს ეპითელიზაციის, შეხორცების პროცესებს, აქედან გამომდინარე ნივრის ზეთი ეფექტურია კანის ყოველგვარი დაზიანებების, მაზოლის, მეჭეჭების, ჩირქოვანი ჭრილობების, მწერების, გველის ნაკბენების სამკურნალოდ.

ნივრის ზეთის გამოყენება აქტუალურია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, როგორიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, ინფაქტი, ინსულტი, სტრომბოფლებიტი.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, ნივრის ზეთის რეგულალური გამოყენება სასარგებლოა სასქესო ორგანოების დაავადებების (პოტენციის დარღვევის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, მენსტრუალური ციკლის დარღვევის), ასევე მთელი რიგი ნერვული დარღვევების (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, ასთენა, ქრონიკული გადაღლის სინდრომის) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

ამზეთის გამოყენება სასარგებლოა პატარა ბავშვებისათვის ყურის ტკივილის, შუა ყურის ანთების პირის ღრუს სოკოს, გამონაყარის, სასქესო ორგანოების ქავილის, მსუბუქი დამწვროების შემთხვევაში.

ნივრის ზეთი ეფექტურად ხსნის თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს, გულის კუნთის სპაზმს, გაგანთავისუფლებთ ჰაერის უკმარისობისგან.

ის სკლეროზის კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა და ამავე დროს შესანიშნავი სისხლძარღვთა გამაფართოებელი.

არის მონაცემები ნივრის ზეთის დადებით ზემოქმედებაზე ვეგეტო–სისხლძარღვული დისტონიის მქონე ადამიანებზე.

უძველესი დროის მკურნალები აღნიშნავდნენ ნივრის ქსოვილების აღმდგენ, განმაახალგაზრდავებელ და განმაახლებელ თვისებას. ყოველთვის ურჩევდნენ ასაკოვან ხალხს ნივრის ხშირ მიღებას. თანამედროვე მეცნიერების გამოკვლევებმც დაადასტურა, რომ ნივრის რეგულარული მიღებისას ასაკოვან ადამიანებში ძლიერად მატულობს სისხლძარღვთა ელასტიურობა ე.ი ადამიანები, რომლებიც მუდმივად ხმარობენ საკვებში ნიორს, 15 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან თავიანთი ასაკის ადამიანებთნ შედარებით.

ასეთივე არჩვეულებრივი და სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრით გამოირჩევა ნივრის ზეთიც. ერთ–ერთი გადმოცემის თნახმად, მიახლოებით 600 წლის წინ ევროპაში მძვინვარებდა ჭირის ეპიდემია, მან 20 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჭირი გაჩნდა ერთ–ერთ რუსულ ქალაქშიც, ქალაქის მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს რჩევა ყველა მაცხოვრებელს წაესვა ტანზე ნივრის ზეთი და საშინელმა დაავადებამაც გვერდი აუარა ქალაქს.

არის მონაცემები, რომ თვით ნოსტერდამუსიც, როცა მიდიოდა ჭირით დაავადებული პაციენტების მოსანახულებლად, იძულებული იყო სხეული დაეფარა ნივრის ზეთით.

თანამედროვე მეცნიერების გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ ნივრის ზეთს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე სისხლში 20 %–ით.

,,ზი ბრითიშ მედიქალ ჟურნალ“–ში (1985) გამოქვეუნებულია 62 ავადმყოფის მონაცემები, რომლებმაც გადაიტანეს ინფაქტი და ჰქონდათ სისხლში ქოლესტერინის დონე 250–350 მგ/ , გამოკვლევის შედეგების მიხედვით , ნივრის ზეთის მიღების შემდეგ ქოლესტერინის დონემ დაიწია 18 %–ით.

ქოლესტერინის დონის დაწევასთან ერთად, ნივრის ზეთს ახასიათებს ანტიკოაგულანტური თვისებები. ნივრის ზეთის ამ თვისებას იყენებენ კარდიოლოგები, ისინის ავადმყოფებს, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფაქტი, ანტიკოაგელანტური თვისებების მქონე ასპირინის ნაცვლად უნიშანავენ ნივრის ზეთს, ან ნივრის ექსტრაქტს.

ნივრის ზეთი:

  • ატონიზირებს და აძლიერებს ჩვენ ორგანიზმს
  • აფერხებს დაბერების პროცესს,ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის რეგულაციის ხარჯზე, რომელიც მონაწილეობს უჯრედების ფორმირებაში.
  • აქვს აღმგზნები და მასტიმულირებელი თვისება, ხსნის დაღლილობას.
  • აძლიერებს ლიმფურ სისტემას და ამით ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას .
  • აუმჯობესებს ამავე დროს და აბალანსებს სისხლის მიმოქცევის სისტემას.
  • აფართოებს კაპილარებს, დაბლა წევს არტერიალურ წნევას, გავლენას ახდენს ცხიმების მეტაბოლიზმზე, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს.
  • ათხელებს სისხლს, ამით აფერხებს ათეროსკლეროზის წარმოქმნას, მოქმედებს როგორც სასქესო ორგანოების ფუნქციების სტიმულატორი.
  • დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. აუმჯობესებს პერისტალტიკას.
  • კუჭში არეგულირებს დუღილის პროცესს, მოქმედებს, როგორც პარაზიტი ჭიების გამომდენი საშუალება.
  • აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას და ამით ეხმარება ცხიმების გადამუშავებაში.
  • მონაწილეობს ინსულინის დონის რეგულირების პროცესში, ამიტომ პოზიტიურად მოქმედებს დიაბეტიკების მდგომარეობაზე.
  • ნივრის ზეთის შარდმდენი თვისება ხელს უშლის თირკმელში კენჭების წარმოქმნას.
  • ამსუბუქებს კუნთებისა და რევმატიულ ტკივილს და ეხმარება დაჭმიმვის და ნევრიტის დროს.
  • დადებითად მოქმედებს კანზე და ამიტომ რეკომენდირებულია კანის სხვა და სხვა პრობლემების შემთხვევაში.
  • გამოიყენება წყლულების დეზინფექციისა და სეპტიკური ჭრილობებისათვის.
  • გეხმარებათ მეჭეჭებისა და მაზოლების მოშორებაში.

ნივრის ზეთიდროით შემოწმებული ხალხური საშუალებაა თმების ცვლის სტიმულაციისათვის და მათი გაჯანსაღებისათვის. ნივრის ზეთით თავის კანის მასაჟი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აშორებს ტოქსინებს თავის ზედაპირიდან და აძლიერებს თმის ძირებს, განსაკუთრებით სასარგებლოა მისი გამოყენება მათთვის ვისაც აქვს მშრალი თავის კანი და მშრალი თმები. ეს ზეთი ახდენს თმების აღმდგენითი პროცესების სტიმულირებას, ხსნის ფორებს ასუფთავებს მათ და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას თავის კანზე.

სპეციალისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ ნივრის ზეთი ალოპეციისა და გამელოტების სამკურნალოდ. ამ ზეთის გამოყენების შემდეგ თმები იძენენ სიძლიერეს და აბრეშუმის ბზინვარებას. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა ნივრის ზეთს საუკეთესო ადგილი უკავია კოსმეტოლოგიაში.

ნივრის ზეთი თვისი აღმდგენი თვისებებით ეფექტურად ეხმარება კანს, ხდის მას უფრო ელასტიურს და გლუვს.

თვით ბუნებამ გვაჩუქა ეს სასწაული, რომელიც გვეხმარება უამრავ დაავადებასთნ ბრძოლში. უნდა ვისარგებლოთ ამით მადლიერებით და მაშინ ნებისმირი უბედურება უკან დაიხევს.

ნივრის ზეთის გამოყენება:

  • სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები:ბრონქიტი, პნევმონია, გიპი, ტრაქეიტი, ანგინა, ბრონქოექტაზი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ბრონქიალური ასთმა;
  • მადის დაქვეითება, დისპეპსია, მეტეორიზმი, დისბაქტერიოზი, კუჭის და ნაწლავების ატონია;
  • გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, გასტროენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული შეკრულობა,
  • შაქრის დიაბეტი–კომპლექსურ მკურნალობაში და პროფილაქტიკა
  • დიზენტერია, ამებიაზი;
  • ჭიების ინვაზია;
  • ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცესტიტი, ქოლანგიტი, გასტროენტეროკოლიტი;’
  • ნაწლავური ინფექციის კომპლექსური თერაპია
  • წინასიმსივნური მდგომარეობები, სხვადასხვა ლოკალიზაციის დაავადებები, ასევე მათი პროფილაქტიკის მიზნით;
  • ელენთის ფუნქციის დარღვევები;
  • რაქიტი, პოდაგრა, რევმატიზმი, ართროზი, თავის ტკივილი, უძილობა;
  • ტროფიკული წყლულები, ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ფურუნკულოზი, გამელოტება, კეროვანი ალოპეცია;
  • პოტეციის დაქვეითება, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
  • კლიმაქსური ნერვოზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • სიმსუქნე;
  • მძიმე მეტალების ინტოკსიკაცია;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ასთენია, უძილობა;
  • ათროსკლეროზი, ჰიპერტონია, სტენოკარდია, ტრომბოფლებიტი, ინფაქტი, ინსულტი;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლში;
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ფეხების შეშუპება, ცისტიტი;
  • მალარია;
  • ტრიქომონადური კოლპიტი, კანდიდოზი;
  • მეტაბოლური სინდრომი.