რეცეპტები

კედრის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

რეკომენდირებულია კედრის ზეთის შეზელვა კანის დაზიანებულ ადგილებზე და ერთდროულად 1 ჩაის კოვზის მიღება ყოველ დილით უზმოზე.

კედრის ზეთი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, კანის მოსავლელად, როგორც დამოუკიდებლად ასევე მალამოსა და ნიღბების შემადგენლობაში. ის კარგი გამწმენდი და დამატენიანებელი საშვალებაა, ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას. თუ გარეგან გამოყენებასთან ერთად შინაგანადაც მივიღებთ კედრის ზეთს, ჩვენ შევაჩერებთ დაბერების პროცესს.

კედრის ზეთი რეკომენდირებულია ნორმალური, მშრალი და ცხიმიანი ტიპის კანისთვის. კარგად კვებავს კანს ადა ამავე დროს ამცირებს მის ცხიმიანობას. კანს აძლევს ჯანსაღ ფერს, ხსნის გაღიზიანებას, სიწითლეს და ქავილს. სიმშრალისა და, დაბერების საწინააღმდეგოდ მიღებულია ოდნად შემთბარი კედრის ზეთის კომპრესები.

კედრის ზეთი ებრძვის თმის მტვრევადობას, ცვენას, ქერტლს.

მასაჟისთვის იგი შეუცვლელია: აუმჯობესებს პერიფერულ სისხლის მიმოქცევას, ლიმფურ დრენაჟს, ანიჭებს კანს სიმკვრივეს. ეფექტი თავიდანვე შესამჩნევი ხდება, მატულობს ტონუსი, შრომისუნარიანობა და აქრობს დაღლას.

სხეულის, ტანის მასაჟი

შევურიოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი 1 სუფრის კოვზ თაფლს, ერთ– ორ წვეთ სალბის ეთერულ ზეთს, მიღებული მასით გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი.

ზეთში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ არა მარტო ფორებზე, არამედ აცილებენ კანის აქერცლილ ფენას, კვებავენ და არბილებენ კანს. ასეთი პროცედურის შემდეგ წესრიგდება სისხლის მიმოქცევის პროცესი და რეგულირდება ჟანგბადის ბალანსი კანსა და ორგანიზმში.

აპლიკაციები დამწვრობისა და მოყინვის შემთხვევაში

ქაღალდის ხელსაწმენდი დავასველოთ კედრის ზეთში, მივადოთ დაზიანებულ კანს. აქვს შესანიშნავი აღდგენითი ეფექტი.

კოსმეტიკური ნიღაბი მშრალი კანისთვის, ნაოჭების და აკნეს წინააღმდეგ. შევურიოთ 1 სუფრის კოვზი გვირილა და 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთლები, ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. დავაყენოთ წყლის აბაზანაზე 20 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ ნაყენი გავწუროთ მარლაში. დარჩენილი ფაფის მაგვარი მასა ოდნავ გავწუროთ, დაუმატოთ მას ნახევარი ჩაის კოვზი კედრის ზეთი და ავურიოთ. ეს მასა სახეზე დავიდოთ ნიღბის მსგავსად. 20 წუთის შემდეგ ნიღბის ზედმეტი ნაწილები ჩამოვიწმინდოთ ქაღალდის ხელსახოცით. ნიღბის გაკეთება რეკომენდირებულია 2 ჯერ დღეში, დილით და საღამოს. ასეთი ნიღაბი შეიძლება გამოვიყენოთ კისრისთვისაც.

ნიღაბი, რომელიც გამოიყენება სხეულის გარუჯვისას

კედრის ზეთი გვაძლევს საშვალებას მივიღოთ თანაბარი და ლამაზი რუჯი. იცავს კანს გამოშრობისგან, ზედმეტი ულტრაიისფერი სხივების მოქმედებისგან. გარუჯვამდე 20–30 წუთით ადრე წავისვათ კედრის ზეთი. ზედმეტი ნაწილი მოვიწმინდოთ ხელსახოცით. მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემთხვევაში ზეთი წავისვათ ყოველ 2–3 საათში.

კოსმეტიკური ნიღაბი დაზიანებული თმისთვის

კარგად აურიოთ 1 ჩაის კოვზი კედრის ზეთი, ერთი ჩაის კოვზი თალგამის (რეპეინნოე) ზეთი, ორი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 კვერცხის გული, შევიზილოთ თმის ძირებსა და მთელს თმაზე. შევიფუთოთ თბილად 1–2 საათის განმავლობაში, შემდეგ თავი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და კვერცხის გულით. ეს ნიღაბი შეიძლება გამოვიყენოთ ყოველდღიურად.

კოსმეტიკური ნიღაბი ქერტლიანი თმისთვის

შევურიოთ 1 სუფრის კოვზი კედრის ზეთი, 1 სუფრის კოვზი შავი ჩაის ნაყენი, 1 სუფრის კოვზი არაყი, ეს ნარევი წავისვათ თმის ძირებძე და კანზე, დავიტოვოთ 2–3 საათი თავის დაბანამდე. პროცედურა გავიმეოროთ კვირაში 2 ჯერ, ქერტლის გაქრობამდე.

კოსმეტიკური ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად

შევურიოთ 2 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, 1 სუფრის კოვზი კედრის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კეფირი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 0,5 ლიტრი ვაშლის ძმარი (ლიმონის წვენი) და შევიზილოთ ნიღაბი თმის ძირებზე. დარჩენილი ნიღაბი გავანაწილოთ თმის მთელ სიგრძეზე, შემდეგ დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი, ზემოდან შემოვიხვიოთ პირსახოცი და დავიტოვოთ 1 საათი. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, გადავივლოთ 0,5 ლიტრი წყლისა და ვაშლისძმრის ნარევი, დაველოდოთ 3 წუთი და ყველაფერი ჩამოვიბანოთ შამპუნით.

ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის

კარგად ავთქვიფოთ 1 კვერცხის გული, შევურიოთ 1 სუფრის კოვზი კედრის ზეთი. მიღებული ნარევი წავისვათ თმის სიგრძეზე და არა ძირებზე, შევიფუთოთ თავი პირსახოცით, დავიდოთ ნიღაბი 40–50 წუთი. ეს პროცედურა გავიმეოროთ 1 ჯერ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.

სიმშრალისა და კანის სიბერის პროფილაკტიკა

დავასველოთ მარლა ოდნავ შემთბარ კერდრის ზეთში, ოდნავ გავწუროთ, დავიდოთ მოდუნებულ სახეზე და კისერზე (სასურველია ეს გავაკეთოთ წოლით მდგომარეობაში 10–15 წუთის განმავლობაში). შემდეგი პროცედურა შეგვიძლია ისევ გავიმეოროთ ე.ი. დავასველოთ ქსოვილი ზეთში და ისევ დავიდოთ სახეზე 10 15 წუთი.

დიდი შედეგის მისაღებად კომპრესები რეკომენდირებულია 2 ჯერ კვირაში.