რეცეპტები

კანაფის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ბოლო დროს სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება კანაფის ზეთი,როგორც ერთერთი შემადგენელი კომპონენტი.

კანაფის ზეთი ძალიან სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კანის მიერ,არ ტოვებს ცხიმოვან მბზინვარებას. ზოგჯერ მას მშრალ ზეთსაც უწოდებენ.

აქვს უნიკალური თვისება კანის ყოველი უჯრედი მოამარაგოს ჟანგბადით.

  • ეს ზეთი აძლიერებს სისხლძარღვებს, აქვს ანტიკუპეროზული მოქმედება.
  • კანაფის ზეთს აქვს გამოხატული რეგენერაციული მოქმედების უნარი.
  • მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, იყენებენ კანის სიწითლის, აქერცვლის, გამონაყარის, ნაკბენების და პატარა ჭრილობების დროს.
  • აღადგენს კანის დამცავ ბარიერს.
  • არის კარგი კანის დამატენიანებელი;
  • რეგულარული გამოყენებისას აღადგენს კანის სიმკვრივეს,ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს.
  • ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების რეგულირებას;
  • ამ ზეთს შეუძლია შებოჭოს თავისუფალი რადიკალები,და დაიცვას კანი ნაადრევი სიბერისაგან.
  • არაჩვეულებრივად კვებავს კანს.
  • იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.
  • აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
  • ანიჭებს თმებს მოცულობას. ბზინვარებას და სინაზეს.
  • ეფექტური საშუალებაა თმის მტვრევადობის, გაყოფილი ბოლოების და სიმშრალის წინააღმდეგ.

ყველაზე უბრალო მეთოდი კანაფის ზეთის გამოყენების არის 1ჩ/კ ზეთის დამატება 50მლ უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებასთან. ეს შეიძლება იყოს ლოსიონი ,მალამო, ნიღაბი, შამპუნი ან ბალზამი. რათქმაუნდა ასეთი გამდიდრებული კოსმეტიკური საშუალება უნდა შევინახოთ მაცივარში.

კანაფის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახითაც. რეკომენდირებულია ამ ზეთით დავიზილოთ ხელის კანი,განსაკუთრებით მშრალი კანის შემთხვევაში. შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მკვებავი და დამატენიანებელი საშუალება ასაკოვანი კანისათვის,და როგორც ანტიასაკობრივი საშუალება ნებისმიერი კანისათვის. კანაფის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დამატებითი დამცავი საშუალება ყინვის დროს. ის შეიძლება ავურიოთ სხვა მცენარეულ და ეთეროვან ზეთებს,რომლებიც შეესაბამებიან თქვენი კანის ტიპს.

სუფთა კანაფის ზეთი იწვევს მელანინის გამომუშავების მომატებას,ეს გვაძლევს საშუალებას იგი გამოვიყენოთ გასარუჯად.ამასთან ერთად ზეთი შესანიშნავად კვებავს და ატენიანებს კანს, დიდხანს გვინარჩუნებს გარუჯული კანის ფერს. რეკომენდირებულია კანაფის ზეთის წასმა მზის აბაზანის მიღებამდე 30წთ–ით ადრე და ყოველი ბანაობის შემდეგ.

როგორც ცნობილია, ყველაზე ნატურალური კოსმეტიკა ეს სახლის პირობებში დამზადებული კოსმეტიკაა. ასე შეიძლება კანაფის ზეთზე დავამზადოთ ჩვენი სახის კანისთვის და თმებისთვის შესაფერისი კოსმეტიკური საშუალებები.

ლოსიონი მშრალი და ნორმალური კანისთვის

კანაფის ზეთი–25მლ;

კამფორის სპირტი–150მლ;

უმი კვერცხის გული–3 ცალი;

ნაღები20–30%–200მლ;

თაფლი–30გ;

ლიმონი–2ც;

წყალი–250მლ;

გავრეცხოთ ლიმონი, გამოვწუროთ წვენი, დარჩენილ ქერქს დავასხათ მდუღარე წყალი. შევფუთოთ და 2სთ დავაყენოთ. შემდეგ ნაყენი გავწუროთ, გავაციოთ. ავურიოთ ერთმანეთს ლიმონის ნაყენი, ლიმონის წვენი და თაფლი.კანაფის ზეთი და კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ, თანდათან დავუმატოთ ნაღები, ლიმონისა და თაფლის ნაყენი და ყველაზე ბოლოს კამფორის სპირტი.მიღებული მასა გავფილტროთ და ჩავასხათ მუქი ფერის ღვინის ბოთლში, დავუმატოთ ანადუღარი გაციებული წყლის ისეთი რაოდენობა, რომ მთლიანობაში მივიღოთ 0,5მლ ხსნარი. ლოსიონი უნდა შევინახოთ მაცივარში. გამოსადეგარია 1 წლის განმავლობაში. ხმარების წინ ბოთლი ავანჯღრიოთ. ლოსიონი არბილებს, კვებავს კანს, ავიწროებს გაფართოებულ ფორებს. უნდა წავისვათ ძილის წინ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე.

სახის გამათეთრებელი ნიღაბი

კარტოფილი(საშვალო)–2ცალი;

უმი ქათმის კვერცხი–1ცალი;

კანაფის ზეთი–1ჩ/კ;

უმი კარტოფილი გავასუფთავოთ და გავხეხოთ წვრილ სახეხზე.მიღებულ ფაფას დავუმატოთ კვერცხის გული და კანაფის ზეთი.ყველაფერი კარგად აურიოთ ერთმანეთში.მიღებული მასა წავისვათ სახეზე, კისერზე და მკერდზე.გავიჩეროთ 10წთ და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.