რეცეპტები

სიმინდის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

სიმინდის ზეთი სასარგებლოა ნებისმიერი ტიპის კანისათვის. როგორც დამამშვიდებებლი საშუალება. ის აღადგენს კანს. ძალიან ეფექტურია კანის მასაჟი სიმინდის ზეთით.

სიმინდის ზეთი წარმატებით უმკლავდება მშრალ და მგრძნობიარე კანის პრობლემებს. ის აქრობს სიმშრალეს, ხელს უწყობს ჩქარ უჯრედულ რეგენერაციას, ამაღლებს კანის ელასტიურობას, აქვს გამაახალზრდავებელი ეფექტი. ეს ზეთი ხშირად გამოიყენება ბავშვთა კოსმეტიკაში თვისი ჰიპოალერგიულობის გამო.

ნიღაბი გამომშრალი კანისათვის

სახეზე წაისვით სიმინდის ზეთი. 5–10 წუთის შემდეგ სახეზე დაიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი. გედოთ მანამ, სანამ არ გაცივდება. ამის შემდეგ სახეზე შეისხით თბილი წყალი.

ნიღაბი მშრალი, მგრძნობიარე, გამომშრალი კანისათვის პიგმენტური ლაქებით.

თავიდან სახეზე წაისვით ზეითუნის ან სიმინდის ზეთი. შემდეგ გაიკეთეთ 5 წუთიანი ცხელ წყალში დასველებული პირსახოცის კომპრესი (თუ კანი გაუხეშებულია ცხელ წყალს დაუმატეთ 1 ჩ/კ სოდა 1ლიტრ წყალზე). კომპრესის შემდეგ სახის კანზე და მკერდზე დაიდეთ საზამთროს რბილობის ფაფა. გაიჩერეთ 10–15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსზე–10 პროცედურა, კვირაში ორჯერ. თუ თმები ძალიან გამომშრალია ზაფხულის პერიოდში სასარგებლოა მიიღოთ შინაგანად 1ს/კ სიმინდის ზეთი 1–3ჯერ დღეში. ეს აღდგენს თქვენი თმების ნორმალურ ფერს და ხარისხს.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი:

ნიღაბის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხის გული, თფლი (1ჩ/კ) და სიმინდის ზეთი (1ჩ/კ).

მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. მგრძნობიარე კანის მქონე ქლბატონებს უჭირთ პილინგისთვის მათთვის მისაღები საშუალების მოძებნა. ასეთ სიტუაციაში მათ დაეხმარებათ სიმინდის ზეთი.

ამისათის თანაბარი პროპორციით გულდასმით აურიეთ ერთმანეთში სიმინდის ზეთი, მანანის ბურღული, დაფშვნილი ორცხობილა ან დაქუცმაცებული ჰერკულესი. კანი ასეთი პილინგის შემდეგ ხდება ნორჩი და მკვრივი.

ნიღაბი გამომშრალი კანისათვის.

წაისვით სახეზე სიმინდის ზეთი. 5 წუთის შემდეგ დაიდეთ სახეზე დასველებული პირსახოცი გაიჩერეთ გაცივებამდე შემდეგ შეისხით ცივი წყალი.

სახის პილინგი

პილინგისათვის გამოგადგებათ დაფშვნილი ჰერკულესი,მანანის ბურღული ან დაფშვნილი ორცხობილა. აურიეთ 1 ს/კ სიმინდის ზეთი 1ს/კ რომელიმე ინგრედიენტს. მსუბუქი პილინგი მზად არის. ის გამოდგება ნებისმიერი კანისათვის და განსაკუთრებით მგრძნობიარესათვის, რადგან სიმინდის ზეთი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს, არ არღვევს კანის ცხიმოვან წყლოვან შრეს. ასეთ პროცედურის შემდეგ კანი ხდება ნორჩი და ლამაზი.

კანზე ნაკაწრების შემთხვევაში

0.5 ლ სიმინდის ზეთი დავასხათ 2 ჭიქა გამომშრალ და დაქუცმაცებულ ნორჩ ალვის ხის ყლორტებს.

მივიყვანოთ ადუღებამდე გადმოვდგათ, გავაციოთ და საღამოობით წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე. მალამო შევინახოთ მაცივარში. ვარგისია მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში . მკურნალობის კურსი შეადგენს 1 კვირას.

ნიღაბი თმების მბზინვარებისა და სინაზის აღსადგენად.

შემთბარი სიმინდის ზეთი შევიზილოთ თავის კანზე, შემდეგ დავიხუროთ საცურაო ქუდი. შემოვიხვიოთ პირსახოცი. ზეთი ჩამოვიბანოთ 30 წთ– ის შემდეგ. ნორმალური ფერის, კანის ხარისხის, თმების გასაძლიერებლად სასარგებლოა ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ზეთის მიღება დღეში 1–3 ჯერ.

ბისათმარილიანი სკრაბი ხელებისა და ფეხებისასთვის.

ერთი ფიალა წვრილი ზღვის მარილი, 10 წვეთი შროშანის ეთერული ზეთი , ერთი ს/კ სიმინდის ზეთი ½ ფიალა შროშანის ყვავილები( შეიძლება შროშანის ყვავილების გარეშეც ან შევცვალოთ კალენდულას ყვავილებით). შროშანის ყვავილები აურიოთ მარილს, დავუმატოთ შროშანის ეთერული ზეთი, როცა ნარევი დაემსგავსება სველ სილას, დავუმატოთ სიმინდის ზეთი. გადავიტანოთ სკრაბი ქილაში. 1 ჩაის კოვზი ნარევი შეიძლება გამოვიყენოთ მასაჟისთვის და ხელის და ფეხის პილინგისთვის, აგრეთვე შეიძლება გამოვიყენოთ სახისთვისაც, მაგრამ ძალიან ნაზად და ფრთხილად დავიზილოთ.

დაზიანებული თმის სტრუქტურის აღმდგენი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ ში–ს ზეთი, პიტნა–ჯანჯაფილის ჩაი , ზეითუნის ზეთი და სიმინდის ზეთი, დაუმატეთ 3 წვეთი პიტნის ზეთი. 10 წთ ის განმავლობაში წყლის აბაზანაზე უნდა გაადნოთ ში–ის ხის კარაქი, ჩაის და ზეითუნის ზეთის ნარევი შემდეგ მიღებული ნარევი გაწურეთ მარლაში და დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. საბოლოოდ ყველაფერი უნდა აურიოთ. ეს ნიღაბი თავზე უნდა გაიჩეროთ სათნახევარი.

ხელებისა და ფრჩხილების მკვებავი ნიღაბი

რეკომენდირებულია თბილი სიმინდის ზეთის ნიღაბი როგორც 30 წთ ის განმავლობაში ასევე მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალურ ხელთათმანებში. ასევე კვირაში ერთხელ შეიძლება გავიკეთოთ სიმინდის ზეთის აბაზანა, სადაც დამატებული იქნება სამი წვეთი იოდი .

ტანის მასაჟი ეთერული ზეთებით

ნორმალური ტიპის კანისათვის ერთი სუფრის კოვზი სიმინდის ზეთს უნდა დავუმატოთ 2-3 წვეთი ეთერული ზეთები: ჰერანის, ლიმონის,როზმარინის და ღვიის კანის ტონიზირებისთვის. დასამშვიდებლად ჟასმინის, ილან-ილანგის და შროშანის. ნაოჭის გასასწორებლად შროშანის, ლიმონისა და ვარდის ზეთი. გასაწმენდად: 15 მლ ფუძე ზეთს დავუმატოთ თითო წვეთი ვარდის, ფორთოხლის, ლიმონის ზეთები.

მშრალი კანისათვის: ატონიზირებს ამშვიდებს.

ტუჩების მასაჟი

აიღეთ რბილი კბილის ჯაგრისი, ნაზად დაიმასაჟეთ ზედა და ქვედა ტუჩი რიგ–რიგობით. ამის შემდეგ წაისვით სიმინდის ზეთი.

შინაური ცხოველების ბეწვის მოვლა

სიმინდის ზეთი დაუმატეთ ძაღლის მალამოს, რომელიც აფერხებს ქერტლის წარმოქმნას ძაღლებში, აძლიერებს ბეწვის ზრდას, ხდის მას მბზინვარეს. ზეთი შეიძლება მივცეთ ლეკვებს და მოზარდ ძაღლებს. კანის დაავადებების მქონე ძაღლებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ სიმინდის ზეთი. დოზას განსაზღვრავს ვეტერინარი.