რეცეპტები

სეზამის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

სეზამის ზეთი სილამაზის, ჯანსაღი კანისა და თმის, ნამდვილი ელექსირია.

კანის მოვლა

სეზამის ზეთი კარგად ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან, მავნე ნივთიერებებისაგან. ის კარგად კვებავს და ატენიანებს კანს. კანის ასაკობრივი ცვლილებების წინააღმდეგ აქვს დადებითი შედეგი. აუმჯობესებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, იცავს მას ულტრაიისფერი სხივებისაგან.

აბაზანა მშრალი და დამსკდარი ხელებისათვის

  • 100 მლ სეზამის ზეთი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 100 მლ ყურძნის კურკის ზეთი

ზეთები აურიოთ ერთმანეთში, შევათბოთ 35–40 გრადუდამდე, შემდეგ ამ აბაზანაში ჩავაწყოთ ხელები.

რელაქსაციური მასაჟი ღრმა და ჯანსაღი ძილისთვის

  • 100მლ სეზამის ზეთი
  • 1ს/კ დაფქვილი ჯანჯაფილი (კოჭა)
  • 1ს/კ გამხმარი ქონდარი
  • 0,5ლ მდუღარე წყალი

იმისათვის, რომ ეს მასაჟი იყოს საკმაოდ ეფექტური, თავიდან ოდნავ შემთბარი სეზამის ზეთი უნდა შევიზილოთ ფეხებზე, შემდეგ ჩავდგათ ისინი თბილ ბალახების ნაყენებისგან დამზადებულ აბაზანაში 10–15 წუთი.

კანის კოსმეტიკური ნიღაბი გამაახალგაზრდავებელი და დამატენიანებელი ეფფექტით

  • 3ს/კ სეზამის ზეთი
  • 1ს/კ გლიცერინი
  • 3ს/კ კიტრის ფაფა
  • 10 წვეთი პიტნის, ლიმონის, გრეიფრუტის ეთერული ზეთები

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ და ნაზავი წავისვათ ტანზე. 30 წუთი გავიჩეროთ, და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

კოსმეტიკური ნიღაბი ტანის სიმკვრივისათვის

  • 100 მლ სეზამის ზეთი
  • 50 მლ ყურძნის კურკის ზეთი
  • 50 მლ ალოეს წვენი ან ფაფა

კომპონენტები აურიოთ, წავისვათ ტანზე, გავიჩეროთ 30–40 წუთი შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

თმების მოვლა

სეზამის ზეტთი ამაგრებს დასუსტებულ, დაზიანებულ და შეღებილ თმებს. გამოიყენება სებორეას კომპლექსურ მკურნალობაში. არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლების მუშაობას.