რეცეპტები

სელის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

საკვებში სელის ზეთის რეგულარული გამოყენება, უკვე დამატებითი პროცედურის გარეშე,აუმჯობესებს კანის, ფრჩხილების, თმის სტრუქტურას. ატენიანებს, კვებავს და აახალგაზრდავებს კანს. განსაკუთრებით ხშირად სელის ზეთი გამოიყენება მშრალი, ,მოდუნებული, დანაოჭებული და მობერებული კანის მოსავლელად. რეგულარული გამოყენებისას ის ამაღლებს კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს, შეუძლია წვრილი ნაოჭების გასწორება. კომბინირებული კანის შემთხვევაში სელის ზეთის წასმა ხდება მხოლოდ კანის მშრალ მონაკვეთებზე.

სახლის პირობებში სელის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახით ღამის მალამოების მაგივრად. არ შეიძლება მისი წასმა თვალების ირგვლივ.

სელის ზეთი შეიძლება დავუმატოთ უკვე მზა კოსმეტიკურ კრემებს ,განკუთვნილთ მშრალი მობერებული კანისთვის.უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ზეთით დამზადებული მალამოები, ლოსიონები და ნიღბები უნდა გამოვიყენოთ 15–20 დღის განმავლობაში, და შევინახოთ მაცივარში.

სელის ზეთის ნიღაბი მშრალი,აქერცლილი სახის და ყელის კანისთვის

ნიღაბი აქერცლილი კანისთვის მშრალი და მობერებული კანისთვის

1ჩ/კ სელის ზეთი;

1ჩ/კ თხელი თაფლი;

1 უმი კვერცხის გული;

ეს ინგრედიენტები უნდა შევურიოთ ერთმანეთს,ოდნავ შევათბოთ წყლის აბაზანაზე და წავისვათ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. გავიჩეროთ 15წთ და ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით.

სკრაბი ნიღაბი აქერცლილი კანისთვის

1ს/კ სელის ზეთი;

1ს/კ შვრიის ფანტელები;

ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს, დავიდოთ სახეზე, 1–2წთ განმავლობაში ხელის თითების ბალიშებით კარგად შევიზილოთ, შემდეგ დავიტოვოთ ნიღაბი კიდევ 10–15წუთით და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. შვრიის ფანტელების მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ ყავის ნალექი.

ვიტამინიზირებული ნიღაბი მშრალი და მობერებული კანისთვის

ჭინჭრის ქორფა ფოთლები;

1ს/კ სელის ზეთი;

ჭინჭრის ქორფა ფოთლები დავმდუღროთ მდუღარეთი. დავაბლენდეროთ. 2ს/კ მიღებულ ფაფას დავუმატოთ 1ს/კ სელის ზეთი. ნარევი დავიდოთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. გავიჩეროთ 20წთ. ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით.ეს ნიღაბი გამოიყენება აგრეთვე კომბინირებული კანის ცხიმიანი ადგილებისთვის.

დამარბილებელი ნიღაბი მშრალი და მობერებული კანისათვის

2 ს/კ თბილი რძე;

1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო;

1 ს/კ სელის ზეთი;

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, დავიდოთ წინასწარ გაწმენდილ კანზე, დავიტოვოთ 20–25 წუთი, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ნიღაბი მშრალი კანისთვის

2 ს/კ გახეხილი ქორფა კიტრი;

1 ს/კ არაჟანი;

1 ს/კ სელის ზეთი;

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, წინასწარ გაწმენდილ სახეზე წავისვათ, გავაჩეროთ 15 წუთი. ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კარგად აქრობს სიწითლეს და ანთებით პროცესს, კანს აძლევს ჯანსაღ ფერს.

ნიღაბი მშრალი, კომბინირებული და მობერებული კანისთვის

1 ს/კ საფუარი;

1–2 ს/კ თბილი რძე;

1 ს/კ არაჟანი;

1 ჩ/კ სელის ზეთი;

1 ჩ/კ ლიმონის წვენი;

1 ჩ/კ თაფლი;

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი, საშვალო სისქის მასა, შემდეგ დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები, კარგათ ავურიოთ. სქელი ფენით წავისვათ წინასწარ გაწმენდილ სახეზე. გავიჩეროთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოვიბანოთ მხოლოდ ცივი წყლით.

ნიღაბი მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისთვის

ეს ნიღაბი კარგად კვებავს, ატენიანებს და ტონუსს მატებს კანს.

1 ს/კ არაჟანი;

1 უმი კვერცხის გული;

1 ჩ/კ დაფქვილი მშრალი ლიმონის ცედრა;

ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ ერთმანეთს, დავიდოთ წინასწარ გაწმენდილ სახეზე 15 წუთით, შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.

სახის გამწმენდი ლოსიონი მშრალი ,ნორმალური და კომბინირებული კანისთვის

1 უმი კვერცხის გული;

1 ს/კ სელის ზეთი;

50 მლ რძის ნაღები;

0.5 ლიმონი;

2 ჩ/კ თხელი თაფლი;

50 მლ კამფორის სპირტი;

კვერცხის გული, სელის ზეთი და ნაღები ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე გამოვწუროთ ნახევარი ლიმონის წვენი. დარჩენილი რბილობი დავაქუცმაცოთ, დავასხათ ნახევარი ჭიქა მდუღარე, დავახუროთ თავსახური და 15 წუთით დავაყენოთ, შემდეგ გავწუროთ. ლიმონის ნაყენი უნდა ავურიოთ მანამდე გამოწურულ წვენს და თაფლს.

შემდეგ ორივე ნარევი ავურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ კამფორის სპირტი. ლოსიონიც მზად არის. ლოსიონი უნდა შევინახოთ მინის თავდახურული ჭურჭლით მაცივარში. ხმარების წინ ლოსიონი ავანჯღრიოთ. ეს ლოსიონი კარგად ასუფთავებს, კვებავს კანს. ლოსიონი შეიძლება გამოვიყენეთ დილით და საღამოს. ძილის წინ ლოსიონი სახეზე დაიტოვეთ 15–20 წუთი შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით (არ არის აუცილებელი) და წაისვით მალამო, რომლითც სარგებლობთ მუდმივად.

ნიღაბი ნორმალური კანისთვის

1 უმი კვერცხის გული;

1 ს/კ გახეხილი მარწყვი ან 2 ს/კ გახეხილი პამიდორი;

1 დ/კ სელის ზეთი;

1 ჩ/კ პურის ფქვილი;

ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთს. ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით. დავიდოთ ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20 წუთით და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

1 უმი კვერცხის გული;

1 ს/კ არაჟანი;

1 ს/კ ხაჭო;

1 დ/კ სელის ზეთი;

ყველაფერი ავურიოთ ერთმანეთში. წავისვათ წინასწარ გასუფთავებულ კანზე. გავიჩეროთ 15 წუთი. ჩამოვიბანოთ მხოლოდ წყლით.

ნიღაბი ჭორფლიანი და პიგმენტური ლაქებით დაფარული კანისთვის

40 მლ წყალი;

0.5 ბორაქსი;

20 გრამი ლანოლინი;

5 გრამი სელის ზეთი;

ლანოლინი და სელის ზეთი ავურიოთ ერთმანეთში ბორაქსი გავხსნათ თბილ წყალში .ორივე შემადგენლობა ავურიოთ ერთმანეთს და ავთქვიფოთ არაჟნის კონსტიტენციის მიღებამდე. წავისვათ ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების ადგილას. ამ საშვალების გამოყენება შეიძლება კვირაში 2–ჯერ, 1 თვის მანძილზე

სელის ზეთი ხელების მოსავლელად

ნიღაბი გაუხეშებული ხელისთვის

1 უმი კვერცხის გული ;

1 ს/კ სელის ზეთი;

1 ჩ/კ თაფლი ;

1 ჩ/კ ლიმონის წვენი ;

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. ხელები დავიბანოთ კარტოფილის ნახარშიანი წყლით. შემდეგ ნიღაბი წავისვათ ხელებზე, ჩავიცვათ რბილი ხელთათმანები და დავიტოვოთ დილამდე. მიიღებთ გასაოცარ ეფექტს.

ეფექტური ნიღაბი მშრალი დაზიანებული ხელის კანისთვის

0.5 ჩ/კ სელის ზეთი;

1 უმი კვერცხის გული ;

1 კაფსულა ვიტამინი E;

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს, წავისვათ ნიღაბი კანზე. ჩავიცვათ კოსმეტიკური ხელთათმანები, გავიჩეროთ 30–40 წუთი. ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით.

სელის ზეთი თმების მოსავლელად

ძალიან სასარგებლოა სელის ზეთი მშრალი, ასევე დასუსტებული თმებისთვის. ანიჭებს მათ ბრწყინვალებას, სილამაზეს და აბრეშუმის ხავერდოვნებას. შედეგს მიიღებთ 3–4 თვის შემდეგ, როცა ყოველი დაბანის წინ რეგულალურად იხმართ სელის ზეთს. შეგიძლიათ მზა კოსმეტიკურ ნიღბებს დაუმატოთ სელის ზეთი. ის გაამდიდრებს ნიღბების შემადგენლობას და გააუმჯობესებს შედეგს.

გამაძლიერებელი ნიღაბი თმისთვის

50 მლ სელის ზეთი;

30 მლ გლიცერინი;

შევურიოთ ერთმანეთს, შევიზილოთ თავის თმიან ნაწილზე და დავიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით თავი ჩმოვიბანოთ რბილი შამპუნით. აუცილებელია 2–3 კვირიანი კურსისი ჩატარება

მშრალი თმის ნიღაბი

1,5 ს/კ სელის ზეთი;

2 ს/კ არაყი;

ინგრედიენტები ძირფესვიანად შევურიოთ ერთმანეთს. ნარევი უნდა წავისვათ ოდნავ სველ თმებზე და შევიზილოთ თმის ძირებზე. შევიხვიოთ თავი თბილი პირსახოცით და გავაჩეროთ 30–40 წუთი. თავი დავიბანოთ რბილი შამპუნით .პროცედურა უნდა ჩავატაროთ კვირაში ერთხელ 5–6 კვირის განმავლობაში.

ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისათვის

2 ს/კ სელის ზეთი;

2 ს/კ გახეხილი ხახვი;

1 ს/კ თაფლი;

ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთს. შევიზილოთ თმის ძირებში. გავიჩეროთ 30 წუთი. კარგად ჩამოვიბანოთ თავი შამპუნით და ბალზამით.

ვიტამინიზირებული ნიღაბი თმებისთვის

1 უმი კვერცხის გული;

1ს/კ სელის ზეთი;

1ს/კ ქაცვის ზეთი;

1ჩ/კ ელეუტერაკოკკი;

ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს,დავაბლენდეროთ. მზა ნარევი შევიზილოთ თმის ძირებზე, დარჩენილი კი გავანაწილოთ თმის სიგრძეზე. თავზე დავიხუროთ პოლიეთილენის პარკი და შემოვიხვიოთ პირსახოცი.გავიჩეროთ 1–2სთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ შამპუნით.

სელის ზეთი ტანის მასაჟისთვის

სელის ზეთი მასაჟისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახით ან სხვა ეთერულ ზეთებთან შერეული სახით.