რეცეპტები

ნიგვზის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ტანის მოვლა

ნიგვზის ზეთი ტანზე ახდენს რეგენერაციულ, მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ ეფფექტს. ეს ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მიკრო ელემნტს, ამიტომ არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს. ამავე დროს ის გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად. ნიგვზის ზეთი შედის კანის მოვლის ბევრ საშვალებათა შემადგენლობაში: მალამოების, ნიღბების და ბალზამების.

სუფთა სახით ნიგვზის ზეთის წასმა კანზე, ხდის მას ნაზს და გვლუვს. იგი სწრაფად შეიწოვება კანის უჯრედების მიერ. განსაკუთრებით რეკომენდირებულია ამ ზეთის გამოყენება მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებისაკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად. ნიგვზის ზეთს აქვს უნიკალური თვისება დაამშვიდოს კანი, დაჩააქროს მასზემიმავალი ანთებითი პროცესსები.

ნიგვზის ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა ცხიმიანი და შერეული ტიპის კანის მოსავლელადაც. ის ავიწროებს ფორებს და აქრობს ანთებას. ასეთ სიტუაციაში იყენებენ ნიგვზის ზეთის, კოსმეტიკური თიხისა და ლიმონის ზეთის ნიღაბს: ავურიოთ ერთი სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 3 წვეთ ლიმონის ზეთი და მწვანე თიხა სქელ არაჟნის კონსისტენციამდე. წავისვათ სახეზე 20–30 წუთით, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.თუ თანაბარი რაოდენობით ჩვენ ავურევთ ერთმანეთში ნიგვზის, ნუშის, ზეითუნის, აფრიკოზის ან ატმის ზეთს მივიღებთ ეფექტურ მკვებავ, დამატენიანებელ და გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს სახისათვის.

ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისათვის

2 სუფრის კოვზი გვირილის ნაყენი, 3–5 წვეთი ნიგვზის ზეთი და უფერული ხნა უნდა ავურიოთ ერთმანეთში არაჟნის კონსისტენციამდე. წავისვათ სახეზე, დავიტოვოთ 10 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

კოსმეტიკური ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი სახისთვის

ავურიოთ 1 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კედრის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი და მიღებული ნარევი ყოველ საღმოს წავისვათ სახეზე. ზედმეტი ზეთის ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით მოვიშოროთ.

ღამის კრემი მშრალი და მობერებული კანისათვის

სუფთა სახით, გაუზავებლად შეიძლება ნიგვზის ზეთის გამოყენება მშრალი და მობერებული კანისათვის, ღამით მალამოს მაგივრად. ამავე მიზნით შეიძლება იგი თნაბარი პროპორციით ავურიოთ ზეითუნის, ნუშის, ატმის ზეთს.

ღამის უცხიმო მკვებავი მალამო

ნიგვზის ზეთს იყენებენ უფრო მძიმე ცხიმიანი მცენარეული ზეთების გასაზავებლად, როგორებიც არიან, ხორბლის ჩანასახის ზეთი, სელის ზეთი, კაკაოს ზეთი და ჟოჟობის ზეთი. ერთ ნაწილ ცხიმიან ზეთზე 2–3 ნაწილი ნიგვზის ზეთი. მიღებული ნარევი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ღამის მკვებავი მალამო, ან შეიძლება ნიღბის სახით დავიდოთ სახეზე 30–40 წუთი.

ნიგვზის ზეთის გამოყენება

სახის კანის სხვადასხვა პრობლემების დროს ნიგვზის ზეთი უნდა წავისვათ დაზიანებულ ადგილებზე 3 ჯერ დღეში. ეს ზეთის შეიძლება გამოვიყენოთ კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაკტიკისთვის, კერძოდ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ის აქრობს წვრილ ნაოჭებს, ხდის კანს გლუვს და მკვრივს. ამერიკელი კოსმეტოლოგი ჯორჯ მულტოგი თვლის, რომ ეს ზეთი გახდება დაბერების საწინააღმდეგო ვაქცინის ერთერთი შემადგენელი ნაწილი.

განსაკუთრებით ნიგვზის კოსმეტიკას საჭიროებს კანი ზამთრის პერიოდში, როცა კანს სჭირდება მაქსიმალური დაცვა და კვება.

სასარგებლოა ნიგვზის ზეთი ფრჩხილებისთვის, ამისთვის გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: 3 ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი აურიეთ 1 ჩაის კოვზ ლიმონის ზეთს. ყოველდღიურად შეიზილეთ ეს ნარევი ფრჩხილებზე.

თმის მოვლა

ნიგვზის ზეთი წარმატებით გამოიყენება თმის მოსავლელად. რეკომენდირებულია მისი მიღება შინაგანად და უშვალოდ თმებზეც. ნიღბის დასამზადებლად აურიეთ ათქვეფილი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი თხელი თაფლი და 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე, დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ თბილი პირსახოცი. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გამოყენებით, შეგიძლიათ უშამპუნოდაც.

თმის ზრდის დასაჩქრებლად

100 მლ თბილ მაწონში ან კეფირში (30–40) გახსენით ერთი პაკეტი მშრალი დროჟი. აცალეთ ამოსვლა მიღებულ მასას დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაიდეთ ნარევი თავზე და თმის მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენის პარკით და თბილი პირსახოცით. დაიბანეთ 30 წუთის შემდეგ შამპუნის გამოყენება არ არის სახარბიელო.

თმის ძირების გასაძლიერებლად

ავურიოთ 2 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი თაფლი მიღებული მასა შეიზილეთ თმებში. შემდეგ შეიხვიეთ თბილი პირსახოცით. 30 წუთის შემდეგ კარგად უნდა ჩამოიბანეთ შამპუნით. ესეთი ნიღაბი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

რუჯის გაძლიერება და მდგრადობა

ზეთის შინაგანი მიღებით ჩვენ დავიცავთ ორგანიზმს და კანს. ნიგვზის ზეთი გამოიყენება რუჯისათვის. ის არის გარუჯვის ბუნებრივი აქტივატორი.

მასაჟი ვირუსული ინფექციებისა და სახსრების შეშუპების შემთხვევაში

ავურიოთ 3 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 3 სუფრის კოვზი არაქისის ზეთი, 3 სუფრის კოვზი კედრის ზეთი. ეს ნარევი წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე სრულ შეწოვამდე. ეს მასაჟი დაამშვიდებს და აწყნარებს ტკივილს, ამავე დროს კვებავს კანს სასარგებლო ელემენტებით.

მასაჟი შეშუპების და ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს

ავურიოთ 1 სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი, 2–3 წვეთი კიპარისისა და ქონდარის ეთერული ზეთები. ვენების ვარიკოზული გაგანიერების შემეთხვევაში ეს ნარევი შეიძლება გამოვიყენოთ 2 ჯერ დღეში, რბილი მასაჟის მეშვეობით. ასეთ დროს მასაჟი კეთდება ხელის რბილი დარტყმითი მოძრაობებით, მიმართულება უნდა იყოს დაზიანებული ადგილიდან ზემოთა მიმართულებით. არ შეიძლება ღრმა მასაჟის გაკეთება.

არასდოს არ დავიზილოთ უშუალოთ დაზიანებული ადგილები და სისხლძარღვები.

ბრძოლა ზედმეტ წონასთან

ნიგვზის ზეთი სისტემატიურად დავუმატით საკვებს, ასევე უნდა მივიღოთ ჭამამდე (30 წუთით) ადრე ერთ ჩაის კოვზი (დიდებისთვის) სამჯერ დღეში. მიღების კურსი არ არის შეზღუდული, უკუჩვენება არ აქვს.