რეცეპტები

ბაყაყურას ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ხშირად ბაყაყურას ზეთი კოსმეტოლოგიაში გამოიყენება პრობლემური სახის კანის მოსავლელად, რადგან მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რეგენერაციის უნარი. განსაკუთრებით ეფექტურია ბაყაყურას ზეთის გამოყენება ალერგიული რეაქციების, დერმატიტების, ფსორიაზის და ეგზემის დროს.

ბაყაყურას ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის კანის მკვებავად და დამატენიანებლად. ის აუმჯობესებს სახის კანის ფერს, სიმკვრივეს, ელასტიურობას, კანის მიკროცირკულაციას. ასევე შეუძლია არაღრმა ნაოჭების გასწორებაც. იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან.