რეცეპტები

ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთს გარეგანი გამოყენების შემთხვევაში გააჩნია მრავალფეროვანი კოსმეტიკური ეფექტი:

  • ეხმარება კანს წყლის ლიპიდური ბალანსის ნორმალიზებაში,კარგად არბილებს და კვებავს კანს, იცავს მას აქერცვლისა და გამოშრობისაგან (ზეთში შემავალი ლინოლინის მჟავა, E და B6 ვიტამინი აქტიურად ეწინააღმდეგებიან კანს ტენიანობის დაკარგვაში, ალლანტოინი კი ხელს უწყობს კანის დარბილებას).
  • ანელებს კანის ნაადრევ დაბერების პროცესს, რომელიც დაკავშირებულია ასაკობრივ ჰორმონალურ დისბალანსთან ან ულტრაიისფერი სხივების გადამეტებულ მოქმედებასთან.
  • (ამ მოქმედებას ზეთი ახორციელებს მასში შემავალი E ვიტამინის, ნახევრად ნაჯერი მჟავების და „მცენარეული” ჰორმონების ფიტოსტეროლების მეშვეობით).
  • აუმჯობესებს კანის ფერს, აფერხებს ასაკობრივი პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, ასევე ახდენს მსუბუქ გამაუფერებელ მოქმედებას კანზე.
  • აცოცხლებს კანს, აუმჯობესებს სტრუქტურას და რელიეფს, ამაღლებს ელასტურობას და სიმკვრივეს, ხელს უწყობს ასაკობრივი ნაოჭების გასწორებას, აქრობს სტრიებს(ეს თვისება განპირობებულია მასში შემავალი ვიტამინ A, გოგირდით, თუთიით და სპილენძით, რომლებიც აწარმოებენ კოლაგენის და ელასტინის ბუნებრივ სინთეზს.)
  • ამშვიდებს გაღიზიანებულ და მგრძნობიარე კანს.
  • ასუფთავებს კანს მინარევებისაგან, ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოშორებას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ავიწროებს ფორებს, აქრობს ანთებით პროცესს.
  • აძლიერებს კანქვეშა კაპილარებს. ხელს უშლის როზაცეას და კაპილაროდერმიის განვითარებას
  • ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და კანქვეშა ცხიმოვანი ფენის ლიმფოდრენაჟს, ხელს უშლის ცელულიტის წარმოქმნას.

ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი პრაქტიკულად უნივერსალური საშუალებაა დაბერებული, ასაკოვანი, მშრალი, გაუხეშებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ასევე ეს მცენარეული პროდუქტი გამოიყენება თვალის ირგვლივ ნაზი, მგრძნობიარე კანის მოსავლელადაც–ანიჭებს მას სიმკვრივეს. მატებს ტონუს და ელასტიურობას მკერდს.

როგორც დამოუკიდებელი კოსმეტიკური საშუალება ეს პროდუქტი შეიძლება წავისვათ კანის აქერცლილ, გაუხეშებულ ადგილებზე, აგრეთვე ასაკობრივი ნაოჭების ადგილას, როგორიცაა შუბლის ნაოჭები, მიმიკური ნაოჭები თვალის ირგვლივ, ცხვირტუჩის ნაოჭი.

სახლის პირობებში ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი გამოიყენება მზა კოსმეტიკური პროდუქციის (როგორიცაა მალამო, ბალზამი, ნიღბები, შამპუნები) ვიტამინებითა და მინერალებით გასამდიდრებლად.

ასევე ხშირად გამოიყენება:

  • როგორც სახის საწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
  • შეიძლება დავუმატოთ ანტიცელულიტურ საშუალებებს ტანის მასაჟის დროს.
  • გამოიყენება თმის მოსავლელად. (B ვიტამინით მდიდარი ხორბლის ზეთი აჩქარებს თმის ზრდის პროცესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ნაადრევ თმების გაჭაღარავების პროცესს, ანიჭებს თმებს ბრწყინვალებას და სინაზეს, აღადგენს დაზიანებულ, მტვრევად, ბოლოებგაყოფილ თმებს.
  • ამაგრებს ფრჩხილებს.
  • რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანის მოსავლელად.

სახის მოვლა

რადგან ხორბლის ზეთი თავისი სტრუქტურით არის საკმაოდ მკვრივი, მისი სუფთა სახით გამოყენება სახის კანის მოსავლელად არ არის რეკომენდირებული, ამიტომ ის უნდა გავაზავოთ სხვა მსუბუქი ზეთებით.

მშრალი და დაბერებული კანის მოვლა

ხორბლის ზეთი შევურიოთ ზეითუნის, ნუშის, ატმის,ან გარგარის ზეთს 1:3 ან 1:4 პროპორციით (ერთ ნაწილ ხორბლის ზეთს 3 ან 4 ნაწილი სხვა მცენარეული ზეთი). ცხიმიანი ან პრობლემური კანის შემთხვევაში ხორბლის ზეთი გავაზავოთ ყურძნის ზეთით. მიღებული ნარევი გამოვიყენოთ როგორც დამოუკიდებელი ღამის კრემი, ასევე როგორც ჩვეულებრივი ნიღაბი, რომელსაც ვიჩერებთ სახეზე 20–30 წუთი.

სახის პრობლემური ნაწილების დასამუშავებლად

სუფთა სახით შეიძლება წავისვათ კონკრეტულად ნაოჭებზე,რომლებიც განლაგებულია შუბლის მიდამოებში, წარბებშუა, ცხვირსა და ტუჩებს შორის, ან მიმიკურ ნაოჭებზე თვალების კუთხეში.

თვალების ქვეშ აუცილებლად უნდა წავისვათ მხოლოდ გაზავებული ხორბლის ზეთი 1:3. გასაზავებლად ამ შემთხვევაში საუკეთესოა ასკილის ზეთი. ეს ნარევი განსაკუთრებით რეკომენდირებულია დაბერებული დანაოჭებული კანისთვის.