რეცეპტები

ქაცვის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ქაცვის ზეთში შემავალი ნივთიერებები სასარგებლო ზემოქმედებას ახდენენ კანზე, ფრჩხილებზე და თმებზე.

ეს ზეთი ადვილად აღწევს კანის შრეებში. ის კვებავს, ატენიანებს კანს, ეწინააღმდეგება გამოშრობას და აქერცვლას, არბილებს კანს.

აქტიურად აღადგენს მჟავე–ტუტოვან და ცხიმოვან ბალანსს.

რეგულარული გამოყენება ეწინააღმდეგება ნაადრევ კანის დაბერებას.

ხელს უწყობს მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭების გასჭორებას, ანიჭებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას.

ეს საკვირველი ზეთი კარგად ათეთრებს კანს, აქრობს პიგმენტურ ლაქებს და აფერმკრთალებს ჭორფლებს. წარმატებით გამოიყენება მზის დამწვრობის სამკურნალოდ.

ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას,აქტიურად ებრძვის თმის ცვენას, ხელს უწყობს მათ სწრაფ ზრდას და ანიჭებს თმებს ბრწყინვალებას და ხავერდოვნებას.

აღსანიშნავია, რომ გარეგანი გამოყენებისათვის გამოდგება მხოლოდ მექანიკური გამოწურვით მიღებული ქაცვის ზეთი. სამწუხაროდ სხვა მეთოდით მიღებულმა ზეთმა შეიძლება თქვენს კანს მიაყენოს ზიანი.

ქაცვის ზეთი ფართოდ გამოიყენება, როგორც კოსმეტოლოგიურ წარმოებაში,ასევე სახლის პირობებში.სამწუხაროდ ამ ზეთის გაუზავებლად გამოყენება დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის დამცავი ბარიერის დასუსტება. სუფთა სახით შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ კონკრეტულ დაზიანებულ ადგილებზე (ნაკაწრები, მზის დამწვრობები, აკნე, აქერცვლა). ქაცვის ზეთი შეიძლება გავაზავოთ სხვა თქვენი კანისთვის შესაფერისი ზეთებით 1:4 შეფარდებით.

ქაცვის ზეთი კანისთვის

კომპრესსი გაფართოებული ფორების მქონე ცხიმიანი კანისთვის.

დავასველოთ სუფთა რბილი ნაჭერი ჩაის ნაყენით, დავიდოთ სახეზე 10–15წთ,წავისვათ სახეზე ქაცვის ზეთი, 15წთ შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით მოვიშოროთ ზეთის ნარჩენები.

ყველაზე უბრალო რეცეპტი არის რამოდენიმე წვეთი ქაცვის ზეთის დამატება მზა კოსმეტიკურ საშვალებებში, როგორიცაა მალამო, კოსმეტიკური რძე, ბალზამი ნიღაბი ან შამპუნი. განსაკუთრებით რეკომენდირებულია ამ მეთოდით მშრალი,მობერებული, ნაოჭებიანი კანის მოვლა.

კანის გასამკვრივებელი ნიღაბი მობერებული კანისთვის

1 კვერცხის გული (უმი)

1ჩ/კ ყვითელი კოსმეტიკური თიხა

2ჩ/კ ქაცვის ზეთი

ყველა ინგრედიენტი ავურიოთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავიდოთ ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე, გავიჩეროთ 15წთ. ეს ნიღაბი თავიდან ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, შემდეგ ცივით, რათქმაუნდა დასაბანი საშვალებების გარეშე.

დამატენიანებელი ნიღაბი სახის მშრალი კანისთვის

1 კვერცხის გული(უმი)

1ჩ/კ ლიმონის წვენი

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

1ჩ/კ თაფლი

ყველა ინგრედიენტები აურიოთ ერთმანეთს, დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე, ყელზე დეკოლტეზე.დავიდოთ 15წთ. ნიღაბი ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით.

მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი მშრალი და მობერებული კანისთვის.

1 კვერცხის გული

1ჩ/კ ფორთოხლის წვენი

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

ყველა კომპონენტი აურიოთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე. გავიჩეროთ 15წთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.ამ ნიღაბში შეიძლება გამოვიყენოთ ახალგამოწურული ვაშლის, მანდარინის, საზამთროს,ყურძნის წვენი.

მკვებავი ნიღაბი მშრალი გაუხეშებული კანისთვის.

3ს/კ რძე

1ჩ/კ თაფლი

1ჩ/კ უცხიმო ხაჭო

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

რძე ოდნავ შევათბოთ, დავუმატოთ თაფლი, გავხსნათ კარგად რძეში, შემდეგ დავუმატოთ ხაჭო და ქაცვის ზეთი. კარგად აურიოთ ყელა კომპონენტი. 15წთ დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე. შემდეგ პილინგის პროცესსის იმიტაციით, წყალში დასველებული თითებით დავიზილოთ სახის კანი. ნიღაბი ჩამოვიბანოთ მარტო თბილი წყლით.

მათეთრებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის

ოხრახუში

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

100მლ 20% არაჟანი

ოხრახუში დავაქუცმაცოთ ფაფის კონსისტენციამდე, საკმარისია 1ს/კ. დავუმატოთ სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, ძირფესვიანად აურიოთ. ნიღაბი დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე 15წთ განმავლობაში, შემდეგ ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით.

მკვებავი ნიღაბი მშრალი და დანაოჭებული კანისთვის

100მლ 20% ნაღები

1ჩ/კ მანის ბურღული

1 კვეცხის გული

2ჩ/კ ქაცვის ზეთი

1ჩ/კ თაფლი

0,5ჩ/კ ზღვის მარილი(წვრილი)

1ჩ/კ ახალგამოწურული (ფორტოხლის, მანდარინის,ქაცვის, ვაშლის აბრიკოსის) წვენი. მოვხარშოთ მანის ბურღული ნაღებზე, შევაგრილოთ 50–69 გრადუსამდე. თბილ მანის ფაფას დავუმატოთ მარილი და თაფლი, ავურიოთ საბოლოო გახსნამდე. დავუმატოთ წვენი,ზეთი, კვერცხის გული, კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავიდოთ ნიღაბი სუფთა სახის კანზე, ყელზე დავიტოვოთ 20წთ. შემდეგ ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით და შევისხათ ცივი წყალი.

მკვებავი ნიღაბი ასაკოვანი კანისთვის

რძე

შვრიის ფანტელები

2ჩ/კ თაფლი

2ჩ/კ ქაცვის ზეთი

2ს/კ ახალგამოწურული (ვაშლის, მანდარინის, ფორთოხლის) წვენი.

შვრიის ფანტელებს დავასხათ ცხელი რძე, დავტოვოთ 28წთ, აფუებამდე. ნიღაბისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2ს/კ შვრიის ფაფა. ჯერ კიდევ თბილ ფაფას დავუმატოთ თაფლი, აურიოთ, შემდეგ დაუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. ნიღაბი დავიდოთ სუფთა სახის კანზე, ყელზე, დეკოლტეზე, დავტოვოთ 30წთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ მხოლოდ თბილი წყლით. რეკომენდირებულია ამ ნიღბის გაკეთება კვირაში 2–ჯერ.

მალამო თვალის ირგვლივ მოდუნებული დანაოჭებული კანისთვის.

2ჩ/კ კაკაოს ზეთი

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

1ჩ/კ ვიტამინ E

წყლის აბაზანაზე დავადნოთ კაკაოს ზეთი .დავუმატოთ ქაცვის ზეთი და ვიტამინ E.ნარევი კარგად ავურიოთ და გადმოვდგათ წყლის აბაზანიდან, უნდა განუწყვეტლივ ვურიოთ საბოლოო გაციებამდე, შემდეგ გადავიტანოთ თავდახურულ ჭურჭელში, შევინახოთ მაცივარში, მალამო წავისვათ თვალების ირგვლივ. მალამო მალე დნება.

ქაცვის ზეთი ფრჩხილებისათვის

საჭიროა ქაცვის ზეთის შეზელვა თითებზე.

ქაცვის ზეთი თმებისთვის

ეს ზეთი ანიჭებს თმებს ბრწყინვალებას და ხავერდოვნებას, ზრდის და ამაგრებს თმებს. აჩერებს თმის ცვენას, აქრობს ქერტლს, ქაცვის ზეთი უნდა შევიზილოთ თმის ძირებზე დაბანამდე 1–2 საათით ადრე. შემდეგ დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი და შევიხვიოთ პირსახოცით ეს ნიღაბი გავიკეთოთ კვირაში 2ჯერ მაინც.

აღმდგენი ნიღაბიდაღლილითმებისთვის

1 კვერცხის გული

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

10გ ტრიტიზანოლი (იყიდება აფთიაქებში)

ყველა ინგრედიენტი აურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ცოტა თბილი წყალი, რომ მივიღოთ საშვალო სისქის ფაფა. დავიდოთ ნარევი თავის კანზე, დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი, კარგად შევფუთოთ პირსახოცით. დავიტოვოთ 30 წთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

თმის გასამაგრებელი საშვალება

5ს/კ ქაცვის ზეთი

3ს/კ ოროვანდის ფესვები

დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვებს დავასხათ 1ლ ცივი წყალი, დავიყვანოთ ადუღებამდე ვადუღოთ 15–20წთ. გავაციოთ და გავწუროთ. მზა ნაყენს დავუმატოთ ქაცვის ზეთი. შევინახოთ მაცივარში. საჭიროა ყოველ დღე ძილის წინ თმის ძირებში შეზელვა.

ნიღაბი ცხიმიანი თმებისთვის

2ს/კ ქაცვის ზეთი

2ს/კ აბუსალათინის ზეთი

2 კვერცხის გული

ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და მიქსერით ავთქვიფოთ დავიდოთ თავზე, ფრთხილად შევიზილოთ თმის ძირებში, დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი და შევიფუთოთ თავი თბილად. გავიჩეროთ 30წთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით.

ნიღაბი ნებისმიერი ტიპის თმებისთვის

1ჩ/კ თალგამის ზეთი

1ჩ/კ ქაცვის ზეთი

1ჩ/კ აბუსალათინის ზეთი

1ჩ/კ ევკალიპტის ზეთი

ზეთები კარგად ავურიოთ. მასა დავიდოთ თმებზე, დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი, შევიფუთოთ პირსახოცით, დავიტოვოთ 2 საათით. შემდეგ დავიბანოთ შამპუნით და თავზე გადავივლოთ გვირილის ნაყენი.

ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი

2ს/კ ქაცვის ზეთი

6ს/კ ზეითუნის ზეთი

ზეთები ავურიოთ. ნიღაბი 40 წთ დავიდოთ თავზე. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით. ნიღაბი გავიკეთოთ კვირაში ერთხელ, 2 თვის განმავლობაში

ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისთვის

2ს/კ ქაცვის ზეთი

1ჩ/კ დიმექსიდი (იყიდება აფთიაქში)

ქაცვის ზეთი შევათბოთ 70–80 გრადუდამდე,დავუმატოთ დიმექსიდი.

გავაციოთ 40 გრადუსამდე, შევიზილოთ თმის ძირებში. გავიჩეროთ 30წთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით. გადავივლოთ წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი.