რეცეპტები

მზესუმზირის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

სახის მოვლა

მზესუმზირის ზეთი თავისი საუკეთესო დამატენიანებელი და რეგენერაციული თვისებების გამო გამოიყენება მშრალი მობერებული კანის მოსავლელად.

გამოიყენება ის თბილი ზეთოვანი კომპრესების სახით. ამ დროს გამოიყენება რათქმა უნდა არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი. ამავე დროს მზესუმზირის ზეთი გამოიყენება მრავალი საცხის დასამზადებლად როგორც საწყისი კომპონენტი.

ნიღაბი თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას

ოდნავ შემთბარი მზესუმზირის ზეთი შევიზოლოთ თავში 1-2 საათით ადრე დაბანამდე. შეზელვის შემდეგ კეთდება თბილი კომპრესი. ასეთი პროცედურა ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას, ქავილის, ცხიმიანობის შემცირებას. პროცედურები უნდა გავიმეოროთ ეფექტის საბოლოო მიღებამდე.

კოსმეტიკური მკვებავი ნიღაბი სახისთვის

20 მლ მზესუმზირის ზეთი ოდნავ შევათბოთ შემდეგ ავიღოთ ბამბა ან სუფთა ნაჭერი გავჟღინთოთ ეს ყველაფერი ზეთით. 20 წუთის განმავლობაში გავიჩეროთ სახეზე. ნიღაბის ნარჩენები უნდა მოვიცილოთ თბილ წყალში დასველებული ტამპონით. შემდეგ სახე გავიწმინდოთ ცივ წყალში დასველებული პირსახოცით. ასეთი ნიღაბი თქვენ კანს მისცემს ყველანაირ მკვებავ ნივთიერებას, რაც კი აკლია თქვენს კანს.

კოსმეტიკური ნიღაბი მშრალი კანისთვის

30 მლ მზესუმზირის ზეთი

30გ ახალი ხაჭო

ავურიოთ კომპონენტები სახეზე დავიდოთ 20-30 წ განმავლობაში, რის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

კოსმეტიკური ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის

30მლ მზესუმზირის ზეთი

30გ მშრალი ფქვილი

კომპონენტები ავურიოთ სქელ ფენად დავიდოთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

მზესუმზირის ზეთი თმების მოსავლელად

მზესუმზირის ზეთს ძველი დროიდან იყენებდნენ ჯანმრთელი, ლამაზი, ბზინვარე თმების შესანარჩუნებლად. თმის ნიღბებში შემავალი მზესუმზირის ზეთი შესანიშნავ ზეგავლენას ახდენს თმის სტრუქტურაზე, კვებავს და ამდიდრებს მშრალ თმებს სასარგებლო ნივთიერებებით.

ამ ზეთის გამოყენებით მზადდება ნიღბები ცხიმიანი თმებისთვის. ამავე დროს ხდება გაყოფილი ბოლოების აღდგენა . ნიღბები მზესუმზირის ზეთით უფრო გამოიყენება ზამთრის პერიოდში.

კოსმეტიკური ნიღბი რომელიც ანიჭებს თმებს სიძლიერეს და სისქეს

250მლ მზესუმზირის ზეთი

კარგად დავიდოთ თავზე ზეთი, დავიფაროთ პოლიეთილენის ქუდი და შევიხვიოთ პირსახოცით. ეს ნიღაბი უნდა გავიჩეროთ 3 საათის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ თავი ჩვეულებრივი შამპუნით და გადავივლოთ თვზე ნებისმიერი სახის ბალახის ნაყენი. სურვილის მიხედვით ზეთს შეიძლება დავუმატოთ კვერცხის გული (1ს/კ ზეთზე 1 კვერცხის გული) ეს პროცედურა კარგად აძლიერებს თმებს, ისინი ხდებიან უფრო მძიმე.

კოსმეტიკური ნიღაბი ელექტრიზაციის წინააღმდეგზამთრის პერიოდში

5ს/კ მზესუმზირის ზეთი

2 ჭიქა ლიმონის წვენი

ყველაფერი ერთად ავურიოთ ერთგვაროვან მასამდე და შევიზილოთ თმებში. დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი, 30წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და შამპუნით. ასეთმა ნიღაბმა შედეგი რომ გამოიღოს იგი უნდა გაიკეთოთ 1-2ჯერ კვირაში 2 კვირის განმავლობაში.

გარუჯვის საშუალება

მზესუმზირის ზეთი უნდა წაისვათ კანზე მზის აბაზანის მიღებამდე. მიიღებთ ლამაზ და გამძლე რუჯს.

ტუჩის ნახეთქების, ტერფის და ხელის ნახეთქების მკურნალობა.

დაზიანებული კანის ადგილზე უნდა წავისვათ 100გრ. მზესუმზირის ზეთისა და სფლაკონი ვიტ. A ხსნარის ნარევი.