რეცეპტები

გოგრის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ცივი გამოწურვით მიღებული გოგრის თესლის ზეთი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ვნახოთ რა ზემოქმედებას ახდენს იგი კანზე, თმებზე და ფრჩხილებზე:

  • აქტიურად ატენიანებს კანს;
  • კვებავს კანს და თმებს;
  • არბილებს კანს;
  • რეგულარული გამოყენებისას უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას;
  • აძლიერებს კანქვეშა კაპილარებს;
  • ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან;
  • აქვს გამოხატული რეგენარაციული მოქმედება;
  • ეფექტურად იცავს კანს ნაადრევი სიბერისაგან;
  • იცავს კანს სხვადასხვა ანთებითი პროცესებისა და გაღიზიანებებისაგან;
  • აქტიურად ებრძვის კანის ალერგიულ რეაქციებს;
  • აქტიურად ებრძვის ნახეთქებს ტუჩებთან;
  • არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას;
  • იცავს კანს მზის დამწვრობისაგან;
  • რეგულარული გაოყენებისას ამაგრებს, აღადგენს ფრჩხლების სტრუქტურას და აჩქარებს მათი ზრდის პროცესს;
  • ამაგრებს თმის ძირებს, აღადგენს სტრუქტურას, აჩქარებს მათი ზრის პროცესს.

კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი გამოიყენება მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანის მოსავლელად. ის არაჩველებრივად უხდება მგრძნობიარე, გაღიზიანებულ, აქერცლილ, გაუხეშებულ და ასაკოვან კანს.

ზეთის გამოყენების ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი, არის რამოდენიმე წვეთის დამატება უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებებში, უშვალოდ გამოყენებს წინ. ასეთი კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება იყოს მკვებავი მალამოები, როგორც სახისთვის ისე ხელებისთვის, ლოსიონები ნიღბები, ტონიკები, ბალზამები თმისათვის, ტუჩებისთვის და შამპუნები.

კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ, აგრეთვე სუფთა სახით. ამისათვის წინასწარ გასუფთავებულ კანზე წავისვათ გოგრის ზეთის თხელი ფენა. 30–40 წუთის შემდეგ კანიდან ხელსახოცით მოვიშოროთ ზეთის ზედმეტი ფენა. ეს პროცედურა უხდება მშრალ და მობერებულ კანს. გოგრის ზეთის, სუფთა სახით გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია კანის დეკორატიული კოსმეტიკისაგან დასაცავად. მარლის საფენები დავასველოთ თბილ წყალში (40–50 გრადუსი) გავწუროთ, შემდეგ დავასველოთ გოგრის თესლის ზეთში, ნიღაბი დავიდოთ სახეზე, ზემოდან დავიფაროთ თბილი პირსახოცი და 30 წუთი გავიჩეროთ. ასეთი ნიღბის გაკეთება საკმარისია 2–ჯერ თვეში. ნიღბის შემდეგ კანი ხდება ხავერდოვანი და მკვრივი.

ეს ნიღაბი სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვისაც. ამ შემთხვევაში ნიღაბი უნდა გავიჩეროთ მხოლოდ 10 წუთი, შემდეგ პირი დავიბანოთ ცივი წყლით. რეკომენდირებულია ასეთი ნიღბის გაკეთება 2–3 ჯერ კვირაში. ნიღაბი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს კანის გარეგან სახეს, ასუფთავებს ფორებს. ეფექტური საშ(ვ)ალებაა აკნეს წინააღმდეგ.

გოგრის თესლის ზეთს აქვს ძლიერი რეგენერაციული მოქმედება, ამიტომ გამოიყენება კანის ნებისმიერი დაზიანების დროს (ჭრილობები, აქერცვლა, აკნე, ჰემატომა, დამწვრობა). დაზიანებულ ზედაპირს უნდა წავუსვათ გოგრის ზეთი. ამის გარდა, რეკომენდირებულია 1ჩ/კ ზეთის მიღება 2–3 ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. მზის დამწვრობის დროს გოგრის ზეთი გამოიყენება მკურნალობის ბოლო სტადიაზე. ასეთ დროს გოგრის ზეთი ეწინააღმდეგება პიგ(ნ)მენტური ლაქების წარმოქმნას და უნარჩუნებს კანს თანაბარ ფერს. ის ეფექტურად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან.

თუ თქვენ ქცვივათ თმები, მაშინ გოგრის ზეთი გაგიწევთ შეუფასებელ დახმარებას. შეიზილეთ იგი თმის ძირებში 30 წუთით ადრე დაბანამდე, შემდეგ ჩმოიბანეთ თავი შამპუნით, პროცედურა გაიმეორეთ2–3 ჯერ კვირაში. თმის გასაჯანსაღებლად, გასამაგრებლად და ზრდის დასაჩქარებლად რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ თმის ძირებში გოგრის ზეთის შეზელვა, რის შემდეგაც უნდა დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი და დავიტოვოთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით თავი დავიბანოთ შამპუნით. ესეთი ნიღაბი არაჩვეულებრივად კვებავს თმებს, იგი ხდება ხავერდოვანი და მბზინვარე.

გოგრის ზეთი გამოიყენება მასაჟისთვის სუფთა სახით, ასევე ეთერულ ზეთებთან ერთად ( 20–30 მლ გოგრის ზეთს ვუმატებთ 5–6 წვეთ თქვენთვის სასურველ ეთერულ ზეთს).

გოგრის ზეთი წარმატებით გამოიყენება სახლის პრობებში სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად. ეს რათქმა უნდა მოითხოვს დროს, მაგრამ ეფექტი გასაოცარია. ჩვენ გთვაზობთ რამოდენიმე საშუალებას, რომელიც შეიძლება სახლის პირობებში დამზადდეს.

სახის მკვებავი ნიღაბი

  • ერთი სუფრის კოვზი გასრესილი მოხარშული ლობიო;
  • ერთი სუფრის კოვზი გოგრის ზეთი;
  • ერთი სუფრის კოვზი ნიგვზის ზეთი;
  • ერთი სუფრის კოვზი ნივრის ზეთი (ახალ გამოწურული);

ყველა ინგრედიენტები უნდა მოვათავსოთ ფაიფურის ჯამში, ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე, კისერზე, დეკოლტეს მიდამოებში, 25–30 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ, თავიდან თბილი წყლით, შემდეგ ცივი წყლით.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

  • ერთი სუფრის კოვზი თხელი თაფლი;
  • ერთი სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი;
  • ექვსი–რვა წვეთი გოგრის ზეთი;

თაფლი დავადნოთ წყლის აბაზანაზე, გავაცივოთ ოთახის ტემპერატურამდე, თუ თქვენ არ გაქვთ შვრიის ფქვილი, შიძლება გამოვიყენოთ ჰერკულესის ფანტელები, ყავის საფქვავში დაფქვილი. ყველა შემადგენლობა მოვათავსოთ ჯამში, კარგად ავურიოთ, თუ მასა საკმაოდ სქელია დავამატოთ ცოტა ანადუღარი წყალი, ნიღაბი დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ და გამშრალებულ სახის კანზე. 15–20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ცივი წყლით.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანისათვის

  • 10 გრამი ჟელატინი;
  • 50 მლ ცივი წყალი;
  • 1 სუფრის კოვზი გოგრის ზეთი;
  • ქათმის კვერცხის გული;

ჟელატინს დავასხათ წყალი, დავტოვოთ 1 საათით გაფუებამდე, შემდეგ შევათბოთ წყლის აბაზანაზე საბოლოო გალღვობამდე. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე, ამ მასაში ჩავასხათ გოგრის ზეთი, ავთქვიფოთ მიქსერით ერთგვაროვან, ჰაეროვან ფაფის მიღებამდე, დავიდოთ ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე, ყელზე და დეკოლტეზე, გავიჩეროთ 20 წუთი. სასურველია ეს 20 წუთი უბრალოდ წამოვწვეთ თვალდახუჭული, ნიღაბი თავიდან ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და შემდეგ შევისხუროთ ცივი წყალი. ეს პროცედურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

ეს ნიღაბი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას, არბილებს კანს, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, ეწინააღმდეგება დაბერების პროცესს. სასურველია ასეთი ნიღბის გაკეთება კვირაში ერთხელ მაინც.

მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის

  • კარტოფილის პიურე 2–3 სუფრის კოვზი;
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი;
  • კვერცხის გული 1 ცალი;
  • გოგრის ზეთი 1 ჩაის კოვზი;

გავამზადოთ კარტოფილის პიურე რათქმა უნდა მარილის გარეშე. ჯერ კიდევ თბილ პიურეს დავუმატოთ არაჟანი, კვერცხის გული და გოგრის ზეთი, კარგად ავურიოთ. ნარევი უნდა იყო საკმაოდ თხევადი, რომ კარგად გავანაწილოთ სახეზე და არ ჩამოგვეღვენთოს.

წინასწარ გასუფთავებულ სახეზე დავიდოთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში. სასურველია წამოვწვეთ თვალდახუჭული, ნიღაბი 20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ჯერ თბილი წყლით, შემდეგ შევისხუროთ ცივი წყალი. ასეთი ნიღაბი კანს ხდის ხავერდოვანს, ნაზს, და მკვრივს. სასურველია ასეთი ნიღბის გაკეთება კვირაში 1–2ჯერ.

ზეთების ნაზავი ტანის მასაჟისათვის

  • 1 ს/კ გოგრის ზეთი
  • 1 ს/კ მიწის თხილის ზეთი
  • 2 ს/კ ქაცვის ზეთი
  • 2 ს/კ კოსმეტიკური ოროვანდის ზეთი

ავურიოთ ზეთები ერთმანეთში, გავანაწილოთ სხეულის ნაწილებზე და გავიკეთოთ მსუბუქი მასაჟი. ეს მასაჟი დაარბილებს კანს, დაამშვიდებს თქვენს ნერვულ სისტემას.

მათეთრებელი, გამახალისებელი კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის

1ს/კ გოგრის ზეთი

1ს/კ ნიგვზის ზეთი

1 ს/კ ლიმონის წვენი

1 ჭიქა მოხარშული ლობიო

საწურში გავატაროთ ლობიო დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. მიღებული მასსა დავიდოთ სახეზე და დავიტოვოთ 30წთ. რის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.