რეცეპტები

სიმინდის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

სიმინდის ზეთი:

  • სიმინდის ზეთი იწვევს ნაწლავებში ლპობის პროცესის შეჩერებას.
  • დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
  • ადუნებს ნაღვლის ბუშტის გლუვი კუნთების ტონუსს;
  • ახდენს სპაზმოლიტიკურ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას;
  • აქვს მასტიმულირებელი, დამარბილებელი და მკვებავი მოქმედება;
  • აუმჯობესებს ტვინისა და კუნთების მუშაობას;
  • სასარგებლოა ყველა ტიპის კანისათვის, თავისი რეგენერაციული მოქმედებით;
  • ათეროსკლეროზისა და არტერიული წნევის რეგულაციისათვის, უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი 3 ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 2–3 კვირა, 1 თვის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ.
  • ასთმის გულის დაავადებებით გამოწვეული შეშუპების, შაკიკის, კანის დაავადებების დროს
  • მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი დილით და საღამოს ჭამის დროს. სამკურნალო კვების კურსი 1 თვე.

ვიტილიგო

თეთრ ლაქებზე, კანზე წავისვათ შემდეგი ნარევი, ავიღოთ სიმინდის ზეთი 1 წილი მზესუმზირის ზეთი 1 წილი და ზეითუნის ზეთი 3 წილი. ეს ნარევი დავასხათ კრაზანას დაქუცმაცებულ ყვავილების 1 წილსა და ფოთლების ერთ წილ ნარევს, ავურიოთ და დავაყენოთ ბნელ ცივ ადგილას. 1 თვის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ.

მასტოპატია:

სიმინდის ზეთი, ალოეს ზეთი, შავი ბოლოკი და 70 % სპირტი თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს, დავდგათ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღების წინ ავანჯღრიოთ.

მოტიხილობის და დაჟეჟილობის შემთხვევაში

მტკივნეულ ადგილებზე წავისვათ 50 გრამი სიმინდის ზეთი, 20 გრამი ნაძვის ფისი, 1 თავი ხახვის ფაფა, 15გრ სპილენძის სულფატი.

ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ნაღვლის ბუშტის ჰიპომოტორული ფუნქციიის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.

მივიღოთ 1–2 ს/კ სიმინდის ზეთი დილით უზმოზე, რის შემდეგ დავწვეთ მარჯვენა ფერდზე.

იმუნიტეტის ასამაღლებლად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.

უნდა მივიღოთ 1 ს/კ 3 ჯერ დღეში დიდებმა და 1 ჩ/კ ბავშვებმა.

სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ: თანაბრად ავურიოთ ერთმანეთს სიმინდის ზეთი, ალოეს წვენი, შავი ბოლოკის წვენი და 70% სპირტი. დავაყენოთ ბნელ–ცივ ადგილას 7 დღის განმავლობაში. მივიღოთ 1 ს/კ 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება: სიმინდის ზეთი უკუნაჩვენებია ადამიანებისათის რომლებსაც აქვთ ცუდი მადა, მაღალი სისხლის შედედების უნარი.