რეცეპტები

სეზამის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

სეზამის თესლის ზეთი საოცრად სასარგებლო პროდუქტია. მსოფლიოს ხალხთა გამოცდილებამ არა ერთხელ დაამტკიცა მისი სასიკეთო გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ჯერ კიდევ ავიცენამ თავის ტრაქტატიში აღწერა სეზამის სასარგებლო თვისებები და სამკურნალო ძალა. იმ დროიდან სეზამის ზეთის გამოყენების რეცეპტები, დღემდე წარმატებით გამოიყენება სახალხო მედიცინაში.

სასარგებლო გავლენა გულსისლძარღვთა სისტემაზე

ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს სეზამის ზეთი აქვთ ჭეშმარიტად უნიკალური თვისებები: ისინი აძლიერებენ სისხლძარღვთა კედლებს და ამაღლებენ მათ ელასტიურობას. გარდა ამისა მასში შემავალი ნივთიერებები დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს, აკონტროლებენ სისხლის მჟავიანობას. სეზამის ზეთის რეგულარულ მიღებას შეუძლია სისხლის ცირკულაციის და შემადგენლობის გაუმჯობესება. ანემიისა და დაბალი შედედების შემთხევაში სეზამის ზეთის მიღება, აუცილებელიც კი არის. მისი მიღების ეფექტურობა დამტკიცებულია ჰემორაგიული დიათეზების, ესენციალური თრომბოპენიის, ვერლგოფის დაავადების, თრომბოპენიური პურპურის შემთხევვაში. სეზამის ზეთი მდიდარია მონო და პოლი არანაჯერი ცხმოვანი მჟავებით, რომლებიც თანაბარი პროპორციით მოიპოვება და დადებითად მოქმედებენ გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე ჰიპერტონიაზე, ინფარქტზე, ამცირებენ თვის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სეზამის ზეთს ახასიათებს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. კარგად ასუფთავებს და ატენიანებს ნაწლავებს. გარდა ამისა რეკომენდირებულია მისი გამოყენება ნაწლავური კოლიკის, ენტეროკოლიტის, კოლიტის შემთხვევაში. ეფექტურად წევს დაბლა კუჭის წვენის მჟავიანობას, ხშირად გამოიყენება კუჭის წყლულის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის და გასტროდუოდენიტის სამკურნალოდ. როგორც ავღნიშნეთ სეზამის ზეთის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის ფოფოლიპიდები და ფიტოსტეროლები, რომლების ეფექტურად აძლიერებენ ნაწლავის წვენის გამომუშავებისა და გამოყოფის პროცესს, აღადგენენ ღვიძლის სტრუქტურას.ხშირად იყენებენ ასევე ნაღვლის სადინარების დისკინეზიის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის, ჰეპატიტის დროს. იდეალური საშვალებაა ნაღვკენჭოვანი დაავადებების პროპილაქტიკისათვის.

ნერვული სისტემა

სეზამის ზეთის ნერვული სისტემისათვის სარგებელს განაპირობებს ვიტამინი E და ფოსფორი, რომლების ეწინააღმდეგებიან თვის ტვინისა და ნერვული სისტემის დაავადევბების განვითრებას. ადამიანებისათის, რომლებიც უშუალოდ დაკავებულები არიანი აქტიური გონებრივი მუშაობით, (მაგალითად მოსწავლეები,სტუდენტები) რეკომენდირებულია სეზამის ზეთის მიღება. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ზეთის უნიკალური შემადგენლობით, რომლის გარეშე თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. სეზამოლინი, რომელსაც შეიცავს სეზამის ზეთი, ამაღლებს უჯრედების დაჟანგვის საწინააღმდეგო აქტივობას, რაც აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს გაუმკლავდეს გადაღლასა და სტრესს. ეს ზეთი არაჩვეულებრივი ანტიდეპრესანტია. გაფანტული სკლეროზისა და ალცჰეიმერის დაავადებათა პროფილაქტიკისათვის აუცილებელია სეზამის ზეთის რაციონში შეყვანა. ამავე დროს ამ ზეთის გამოყენებისას თქვენ დაივიწყვებთ დეპრესიას, აპათიას, უძილობას და დაღილობას.

სუნთქვითი სისტემა

სახალხო მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება სეზამის ზეთი, შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: მშრალი ხველება, ასთმა, ფილტვების დაავადებები, ჰაერის უკმარისობა, გაციება, ანგინა, ფარინგიტი.

საყრდენ მამოძრავებელი აპარატი

სეზამის ზეთი ძალიან მდიდარია კალციუმით, რომელიც მაგნიუმთან, ფოსფორთან, სილიციუმთან, და ვიტამინ C-თან ერთად აქტიურად მოქმედებს სახსრებსა და ძვლებზე. რეკომენდირებულია სახსრების დეგერენაციული და ანთებითი პროცესსების სამკურნალოდ. არაჩვეულებრივი საშვალებაა ოსტეოხონდროზის პროპილაქტიკისათვის. სასარგებლოა ფეხმძიმე და ასაკოვანი ადამიანებისთვის. ართრიტების,ოსტეოხონდროზის, რევმატიზმის დროს აკეთებენ სამკურნალო პროფილაქტიკურ მასაჟს. ამისთვის ოდნავ შემთბარი ზეთი უნდა შევიზილოთ დაზიანებული სახსრების ადგილას.

კბილები და ღრძილები

კბილების სიმაგრისათის სეზამის ზეთი უნდა გამოვივლოთ პირის ღრუში. ეს პროცედურა ეფექტური საშვალებაა კარიესის, პარადონტიტის და პარადონტოზის დროს. კბილის ტკივილის დროს ზეთი უნდა შევიზილოთ ღრძილებზე. სეზამის ზეთი ანელებს კბილის ტკივილს. ხანდახან მთლიანად ხსნის მას.

სასმენი აპარატი

1–2 წვეთი სეზამის ზეთი უნდა ჩიწვეთოთ ყურში, აუმჯობესებს სმენას და ასუფთვებს სასმენ გზებს.

მხედველობის ორგანო

სეზამის ზეთში შემავალი A, B, C ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები, მარგანეცი, მაგნიუმი, თუთია ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ მხედველობით ორგანოზე.

შარდის გამომყოფი სისტემა

სეზამის ზეთი რეკომენდირებულია თირკმლის კენჭოვანი დაავადებების, პიელონეფრიტის, ნეფრიტის, ურეტრიტის და ცისტიტის დროს.

ენდოკრენული სისტემა

ზეთში შემავალი აქტიური ნივთიერებები აუმჯობესებენ ენდოკრინული სისტემის მუშაობას. მონაწილეობენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებაში, დაბლა წევენ სისხლში შაქრის დონეს .

სიმსუქნე და გამოფიტვა

სეზამის ზეთი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

  • გამოფიტვის შემთხვევაში: ხელს უწყობს სხეულის კუნთოვანი მასის გაზრდას.
  • სიმსუქნის დროს: სეზამინი, რომელსაც შეიცავს ზეთი, აქტიურად უწყობს ხელს სხეულის მასის კლებას, სტაბილიზირდება ცხიმოვანი ცვლა და აქტიურდება გახდომის ფაქტორები.

სეზამის ზეთი ზომიერად უნდა მივიღოთ. ის ძალიან კალორიული პროდუქტია, მისი ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 100 გრამზე 884 კ.კალორიას.

ონკოლოგიური დაავადებები

სეზამის ზეთის რეგულარული მიღება იწვევს ონკოლოგიურ დაავადებათა რისკის შემცირებას, მასში შემავალი სეზამინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ჟანგვით პროცესსებს ადამიანის ორგანიზმში. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სეზამის თესლის ზეთი ეხმარება ორგანიზმს შლაკების, რადიონუკლიდების, ტოქსინების, მძიმე მეტალებისგან გაწმენდაში.

რესპირატორული დაავადებები

წყლის აბაზანაზე შემთბარი სეზამის ზეთი უნდა შევიზილოთ ტერფებზე და მკერდის არეში.

იმუნიტეტი

სეზამის ზეთის რეგულარული მიღება საკვებთან ერთად არის არაჩვეულებრივი საშვალება იმუნიტეტის ასამაღლებლად.

კანის დაავადებები

ეგზემა,მიკოზი, ფსორიაზი–არამთლიანი დაავადებების სია, რომელთა სამკურნალოდ გამოიყენება სეზამის ზეთი. გამოყენების წესი შემდეგში მდგომარეობს– სეზამის ზეთის აპლიკაციები დავიდოთ დაზიანებულ ადგილებზე 20–30 წუთით.

ქალებისთვის

ქალებისთვის, რომლებიც განიცდიან პრედმენსტრუალური და კლიმაქსური პერიოდის დისკომფორტს რეკომენდირებულია სეზამის ზეთის მიღება. შეუფასებელი სარგებელი მოაქვს მას ფეხმძიმე და მეძუძური დედებისთვის, რაც მთავარია მას შეუძლია ფეხმძიმობის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღადგინოს, ქალის ორგანიზმში განვითარებული სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტი.

მამაკაცბისთვის

ზეთში შემავალი ვიტამინებეი A, E, ფიტოსტეროლები, მაგნიუმი, თუთია, სქვალენი დადებით ზემოქმედებას ახდენენ წინამდებარე ჯირკვლის მუშაობაზე, აძლიერებენ ერექციას, აუმჯობესებენ სპერმატოზოიდების გამომუშავების პროცესს.

სეზამის ზეთის გამოყენების წესები:

რესპირატორული დაავადებების დროს ძილის წინ უნდა დავიზილოთ თბილი სეზამის ზეთით ზურგი, მკერდი, ტერფები და ამასთანავე დავლიოთ სეზამის ზეთი თბილ წყალთან ერთად. გასტრიტის და წყლულოვანი კოლიტისას მივიღოთ 2 ჩაის კოვზი ზეთი უზმოზე.

შეკრულობისას–2 ჩაის კოვზი ზეთი რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში.

ეგზემისა და ფსორიაზის შემთხვევაში სეზამის ზეთში დასველებული საფენები დავიდოთ მტკივნეულ ადგილებზე 20–30წუთის განმავლობაში.

ოტიტის დროს ყურში ჩავიწვეთოთ 1–2 წვეთი ზეთი 2–3 მჯერ დღეში.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას სეზამის ზეთი მივიღოთ 3 ჯერ დღეში 1ჩ/კ.

სეზამის ზეთის მიღების წესი პროფილაქტიკური მიზნით და იმმუნიტეტის

ასამაღლებლად:

  • ბავშვები 1–3 წლამდე: 3–5 წვეთი ჭამის დროს;
  • ბავშვები 4–6 წლამდე: 5–10 წვეთი ჭამის დროს;
  • ბავშვები 7–9 წლამდე: 10–15 წვეთი საჭმელთან ერთად;
  • ბავშვები 10–14 წლამდე:1 ჩ/კ ჭამის დროს;
  • მოზარდები 14 წლის ზემოთ და დიდები: 1ჩ/კ 2–3 ჯერ დღეში ჭამის დროს.

მიღების კურსი–3 თვე.

სეზამის ზეთის მიღების უკუჩვენებები:

ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი სისხლის შედედების უნარი, ვენების ვარიკოზული დაავადებები და მიდრეკილება ტრომბების წარმოქმნისაკენ, მიღების წინ უნდა მიმართონ ექიმს. ფრთხილად უნდა მიიღონ ალლერგიისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა. პირადი აუტანლობის შემთხვევაში ზეთის მიღება უნდა შეწყვიტოთ.