რეცეპტები

სელის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

გულსისხლძარღვთა სისტემა

სელის ზეთის რეგულარული გამოყენება აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს 25%-ით, ტრიგლიცერიდების-65% ით. მცირდება სისხლის შედედება, მატულობს სისხლძარღვთა ელასტიურობა, საბოლოოდ ეს ყველაფერი მიდის არტერიული წნევის დაწევამდე, მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი. არის მონაცემები, რომ სუფრის კოვზი სელის ზეთის მიღება ამცირებს არტერიულ წნევას 9მმ ვერცხლისწყლის სვეტით. რეკომენდირებულია სელის ზეთის მიღება ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების ჰიპერტონიის, ინსულტის, ინფარქტის და ტრომბოფლებიტის პროფილაქტიკური და კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სელის ზეთის რეგულარული მიღება განაპირობებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას მთლიანობაში, კერძოდ ზეთი აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, ხსნის გულძმარვას, შეკრულობას, ასუფთავებს ნაწლავებს პარაზიტებისაგან. სელის თესლის ცხიმოვანი ზეთები კეთილად მოქმედებს ნაწლავების ლორწოვან გარსზე. ზეთის მიღება რეკომენდირებულია გასტრიტების, საყლაპავის ანთებითი დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, დუოდენიტის, ბუასილის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, მდგრადი შეკრულობის დროს.

სასუნთქი სისტემა

სელის ზეთი გამოიყენება ანგინის, ტონზილიტის, ლარინგიტის, ბრონქიალური ასთმის კომპლექსური მკურნალობის დროს.

იმუნიტეტი

საუკეთესო იმუნოსტიმულატორია. ზეთს იყენებენ ოპერაციის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში.

ქალებისათვის

სელის ზეთი არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, აუმჯობესებს გუნება-განწყობას პრედმენსტრუალურ და კლიმაქტერულ პერიოდში, განსაკუთრებით მიღებულია სელის ზეთის მიღება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან მასში შემავალი კომპონენტი დადებით ზეგავლენას ახდენს ფეხმძიმობის მიმდენარეობაზე, მშობიარობაზე, ხელს უწყობს მომავალი ბავშვის თავის ტვინის სწორ განვითარებას.

მამაკაცებისთვის

რეგულარული მიღება ამაღლებს პოტენციას; ხელს უწყობს სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებას.

ბავშვებისთვის

სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებებით დაავადებულ ბავშვების საკვებ რაციონში ზეთის ჩართვა ძალიან სასარგებლოა. აგრეთვე სელის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმში კალციუმის შეწოვის უნარის ამაღლებას, რაც აუცილებელია მოზარდებისთვის.

ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა

გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში განსაკუთრებით მკერდის კიბოსა და სწორნაწლავის კიბოს დროს.

ნერვიული სისტემის დააავადებათა პროფილაქტიკა

სელის ზეთის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში აღინიშნება მეხსიერების და რეაქციის სიჩქარის გაუმჯობესება, ეს ზეთი აუცილებელია ბავშვებისათვის, გონებრივად მომუშავე ადამიანებისათვის და რა თქმა უნდა მოხუცებისათვის. დამტკიცებულია აგრეთვე სელის ზეთის განსაკუთრებული სასარგებლო მოქმედება მთლიანად ნერვულ სისტემაზე.ზეთი გამოიყენება დეპრესიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ. შეუძლია შეამსუბუქოს შიზოფრენიის მიმდინარეობა.

შარდსაწვეთი სისტემის დააავადებათა პროფილქტიკა

სელის ზეთი წარმატებით გამოიყენება თირკმლისა და შარდის ბუშტის კომპლექსურ მკურნალობაში.

საყრდენმამოძრავებელი სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკა

ნაჩვენებია ზეთის როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი გამოყენება სახსრების ანთებითი დაავადებების დროს: ართრიტები, რევმატიზმი, ბურსიტი. ის დაეხმარება ანთებით პროცესებთან გამკლავებაში და შეამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას.

კანის დაავადებათა პროფილაქტიკა

კანის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების, როგორიც არის სებორია, ფსორიაზი, ეგზემა, აკნე, როზაცეა, კანის მშრალი გამონაყარი, კომპლექსური მკურნალობის დროს. მეჭეჭების სამკურნალოდ.

ზედმეტი წონის პროფილაქტიკა

სელის ზეთი აქვეითებს მადას, ზრდის საკვების განვლადობის სიჩქარეს, დაბლა წევს ნაწლავებში მათი შეწოვის კოეფიციენტს, რაც ხელს უწყობს დიეტის ადვილ დაცვას. რა თქმა უნდა პარალერულად უნდა შეამციროთ საკვების კალორიულობა და გაზარდოთ ფიზიკური დატვირთვა, ამ აუცილებელი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში თქვენ ვერ გიშველით ვერცერთი უნივერსალური საშუალება.

შაქრის დიაბეტის პროფილასქტიკა

სელის ზეთი დადებითად მოქმედებს მთლიანად ენდოკრინულ სისტემაზე, პირველ რიგში კი კუჭქვეშა ჯირკვალზე. ექიმები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სელის ზეთის რეგულარული მიღება დაბლა წევს დიაბეტური ნევროპათიის სიხშირეს. ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დააავადებულებში შეიმჩნევა სისხლში შაქრის დონის დაწევა. დიაბეტიკებს სელის ზეთის დოზირებასთან დაკავშირებით ვურჩევთ მიმართონ ექიმს.

ალერგიულ დაავადებათა პროფილაქტიკა

სელის ზეთის გამოყენებას შეუძლია ალლერგიული რეაქციის მოხსნა.

მხედველობის ორგანოთა დაავადება

აუმჯობესებს მხედველობას, ფერთა აღქმის უნარს.

სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა

მკურნალობს ანთებით კერებს. იყენებენ სტომატიტის, კარიესის, ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში.

სელის ზეთის მიღების წესი

პროფილაქტიკის მიზნით საკმარისია ერთი სუფრის კოვზი ზეთის მიღება დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე, 10 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და შემდეგ ისევ გააგრძელეთ მისი მიღება 10 დღის განმავლობაში. სასურველია გააკეთოთ 3–4 კურსი. რეკომენდირებულია ამ ზეთის დამატება სალათებში, ფაფებში, ბოსტნეულის მზა საჭმელებში, თერმული დამუშავების გარეშე, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი სასარგებლო თვისებები.

სამკურნალოდ იყენებენ 2 სუფრის კოვზ ზეთს დღეში, მკურნალობის კურსი არანაკლებ 3 თვისა.

წონის დასაკლებად

დილით საუზმემდე 30–40 წუთით ადრე დალიეთ 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი და მიაყოლეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. დღის განმავლობაში სელის ზეთი დაემატოს საჭმელს, საღამოს საჭიროა კიდევ 1 ჩაის კოვზი ზეთის დალევა. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ 2 სუფრის კოვზი სელის ზეთი, ბალანსირებული კვების რაციონი და ფიზიკური დატვირთვა.

გულსისძარღვთა დაავადებების დროს

ექიმის დანიშნულ მკურნალობას რეკომენდირეებულია დაემატოს ყოველდღიური ერთჯერადი სელის ზეთის მიღება 2 საათით ადრე ვახშმამდე. დოზა თანდათან უნდა გავზარდოთ 1 სუფრის კოვზამდე.

პირველადი ჰიპერტონია, როცა წნევა არ აღემატება150/90 მმ რეკომენდირებულია სელის ზეთის მიღება სადილამდე და ძილის წინ 30 წუთით ადრე.

ათეროსკლეროზის დროს

უნდა მივიღოთ ერთი დესერტის კოვზი დილით 30–40 წუთით ადრე ჭამამდე და საღამოს 1–1,5 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირა, შემდეგ რეკომენდირებული 2 კვირიანი შესვენება. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გავიმეოროთ.

გაფანტული სკლეროზის დროს

სელის ზეთი საგრძნობლად აუმჯობესებს ასეთი მძიმე ავადმყოფის მდგომარეობას. რეკომენდირებულია 2 ჩაის კოვზი სელის ზეთის მიღება 30 წუთით ადრე საუზმემდე, საღამოს ჭამიდან 2 საათის შემდეგ. ზეთის შინაგანი მიღება უნდა შეუთავსოთ მის გარეგან გამოყენებას. 3 დღეში ერთხელ რეკომენდირებულია ხელ–ფეხის მასაჟი, ხოლო თვეში ეთხელ მთელი სხეულის მასაჟი.

გასტრიტი

გასტრიტის მკურნალობისას ნაჩვენებია 1 სუფრის კოვზი ზეთის მიღება მშიერ კუჭზე, სასურველია მივაყოლოთ კრაზანას ნაყენი.

კუჭის წყლული

ყოველი საჭმლის მიღების წინ ერთი სუფრის კოვზის შემდეგ ნარევი

ქაცვის ზეთი – 70 მლ

სელის ზეთი – 50 მლ

კრაზანას ზეთი – 30 მლ

ხმარების წინ ნარევი ავანჯღრიოთ შევინახოთ მაცივარში, თავდახურულ მდგომარეობაში.

ღვიძლის დაავადებათა და ქოლეცისტის დროს

1–2 ჩაის კოვზი სელის ზეთი ჭამის დროს 2–3 სამჯერ დღეში.მკურნალობის კურსი 2–3 კვირა. მწვავე ქოლეცესტიტის დროს სელის ზეთის მიღება არ არის რეკომენდრირებული.

მეჭეჭის დროს

სახალხო მკურნალები გვირჩევენ ყოველ დღე 2–3 ჯერ დღეში სელის ზეთით მეჭეჭების დამუშავებას, მათ საბოლოო გაქრობამდე.

ეგზემისა და ფსორიაზის დროს

წავისვათ შემდეგი ნარევი:

ერუქსოლინის მალამო – 50 მლ

სელის ზეთი – 50 მლ

აუცილებელია სელის ზეთის კვების რაციონში შეტანა, რა თქმა უნდა მისი თერმული დამუშავების გარეშე.

ბუასილის დროს:

ჰემორაგიული კვანძების ანთების დროს მიღებულია შემდეგი ნარევი

სელის ზეთი–30მლ

ქაცვის ზეთი

სამკურნალო კალენდულას (გულყვითლას) მალამო–50გ

ანესთეზინი (ფხვნილი) 1გ

ინგრედიენტები გულმოდგინეთ შეურიეთ. წაუსვით სტერილურ ტამპონს და დაიდეთ ჰემორაგიულ კვანძებზე მთელი ღამის განმავლობაში.

მკურნალობის კურსი 1–კვირა.

ჰაიმორიტი, სინუსიტი:

რეკომენდებულია ცხვირის ლორწოვანზე შემდეგი ნარევის წასმა

სელის ზეთი 50მლ

ნიორი (წვენი) – 7მლ

მკურნალობის კურსი–მდგომარეობის ნორმალიზებამდე

საყრდენმამოძრავებელი აპარატი:

რეკომენდირებულია 1 სუფრის კოვზი სელის ზეთის მიღება 2–ჯერ დღეში (დილით და საღამოს) უზმოზე და აგრეთვე სხეულის მტკივნეული ადგილების მასაჟი ოდნავ შემთბარი სელის ზეთით. მკურნალობის კურსი 1 თვე, შემდეგ აკეთებენ 2 კვირიან შესვენებას და ასევე იმეორებენ კურს. რათქმაუნდა ეს სამუდამოდ არ გიხსნით ავადმყოფობისაგან, მაგრამ გამწვავების სიხშირეს საკმაოდ შეგიმცირებთ. გირჩევთ წელიწადში 2–ჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ამ კურსის ჩატარებას. ართრიტების, პოლიარტრიტების, რადიკულიტის დროს კარგად მოქმედებს სელის ზეთისა და კიპარისის, პიტნის ან როზმარინის ეთერულ ზეთებთან ნაერთის (1:1) კომპრესები.

შეკრულობა:

უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი ზეთი 30 წუთით ადრე საუზმემდე და ვახშამდე. მსუბუქი და საშვალო ფორმის შეკრულობის დროს ღებულობენ შემდეგ ნარევს: შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი უცხიმო იოგურტს. ეს ნარევი მიიღეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე.

ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

1 სუფრის კოვზი სელის ზეთი 30 წუთით ადრე ჭამამდე 3–ჯერ დღეში. აღმდგენი კურსი 1–2 თვე.

გინეკოლოგიური დაავადებები:

სელის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონი შეჰყავთ საშოში, ტოვებენ ტამპონს 1,5 საათით. პროცედურას ატარებენ 2–ჯერ დღეში.

პრედმენსტრუალური სიმდრომის დროს

რეკომენდირებულია სელის ზეთისა და თაფლის 1:3 შეფარდებით მიღება ტკივილების, სპაზმის მოსახსნელად.

უკუჩვენება

ფრთხილად უნდა მიიღოთ ნაღვლკენჭოვანი, მწვავე ქოლეცესტიტით და პანკრეატიტით დაავადებულმა ავადმყოფებმა. არ უნდა მიიღოთ სელის ზეთი ძლიერი ფაღარათისა და თვალის რქოვანას ანთებითი პროცესის დროს.

უკუნაჩვენებია სელის ზეთის მიღება ანტიდეპრესანტებთან, ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად აგრეთვე ქალებისათვის, რომლებიც ღებულობენ ორალურ კონტრაცეპტივებს.