რეცეპტები

ნიგვზის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ბეტა–სიტოსტეროლი ამცირებს ქოლესტერინის ნაწლავებში შეწოვის უნარს,ასუფთავებს მის კედლებს. ნიგვზის ზეთის რეგულარული მიღება აჯანსაღებს კუჭ–ნაწლავის სისტემას, კურნავს წყლულებს. ნაჩვენებია მისი მიღება მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის შემთხვევაში. ზეთი დაბლა წევს კუჭის წვენის მჟავიანობას, აქრობს გულძმარვას. წარმატებით გამოიყენება ქოლეცისტიტის, კოლიტის,

წყლულის კომპლექსურ მკურნალობაში. აძლიერებს ნაღვლის წვენის გამოყოფას,ხდის ნაღვლის სადინარებს ელასტიურს, აძლიერებს და აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. რეკომენდირებულია მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტის დროს. ყველაფერ ამის გარდა ნიგვზის ზეთი ხელს უწყობს ჭიების გამოდევნას ორგანიზმიდან.

გულსისხლძარღვთა სისტემა

ნიგვზის ზეთი აწესრიგებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.ზეთის ზემოქმედებით სისხლძარღვები ხდებიან მკვრივები და ელასტიურები. ზეთი დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში. აწესრიგებს არტერიულ წნევას. დაბლა წევს ინსულტისა და ინფარქტის წარმოქმნის რისკს. აფერხებს ათეროსკლეროზისა და ტრომბოფლებიტის წარმოქმნას. ნიგვზის ზეთი ეფფექტურად გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადების შემთხვევაში, ამავე დროს იგი იწვევს სისხლის წარმოქმნის პროცესსის სტიმულირებას.

ენდოკრინული სისტემა

არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას. რეკომენდირებულია ჯირკვლის მომატებული ფუნქციის (ჩიყვის) დროს. რეგულალური გამოყენებისას ამცირებს შაქრის დონეს სისხლში.

ნერვული სისტემა და თავის ტვინი

ზეთში შემავალი ვიტამინები დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. ზრდიან გონებრივი მუშაობის შესაძლებლობას, აწესრიგებენ ძილს და ხსნიან დაღლილობას. ამ ზეთის აქტიური კომპონენტები აუმჯობესებენ თავის ტვინის კაპილარების ელასტიურობას, კვებავენ თავის ტვინის უჯრედებს.

შარდსასქესო სისტემა

ხელს უწყობს თიორკმლების რბილ გასუფთავებას. რეკომენდირებულია თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. აძლიერებს სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში. მამაკაცებში აძლიერებს სპერმატოგენეზს.

ონკოლოგიური დაავადებები

ნიგვზის ზეთის რეგულალური მიღება დაბლა წევს წინამდებარე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, საკვერცხეების და მკერდის კიბოს წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. მაღლა წევს ორგანიზმის წინააღმდეგობას რადიაციული და რენდგენოლოგიური დასხივების მიმართ. გამოყოფს რადიონუკლიდებს და კონცეროგენებს ადამიანის ორგამნიზმიდან.

სუნთქვითი სისტემა

უძველესი დროიდან გამოიყენება ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ, კერძოდ ტუბერკულოზის. ნიგვზის ზეთი აძლიერებს იმმუნურ სისტემას, აქედან გამომდინარე ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას რესპირატორული დაავადებების მიმართ. სასურველია გამოვიყენოთ შემოდგომა- გაზაფხულზე, როგორც გრიპისა და გაციების პროფილაქტიკული საშვალება.

მხედველობისა და სმენის ორგანო

ნიგვზის ზეთის რეგულალური მიღება აუმჯობესებს მხედველობას. ის გამოიყენება ოტიტის დროს.

საყრდენმამოძრავებელი სისტემა

ნიგვზის ზეთი ეფექტური საშვალებაა ართრითების და ართროზების პროფილაქტიკისათვის. ამ ზეთის კომპონენტები არეგულირებენ სასახსრე სითხის სტრუქტურას.

კანის დაავადებები

ნიგვზის ზეთი გამოიყენება კანის ნებისმიერი ანთებითი დაავადებების დროს. ის აჩქარებს ჭრილობების, ნახეთქების, დამწვრობების შეხორცებას. გამოიყენება ფსორიაზის, ეგზემის, ფურუნკულოზის დროს.

ნიგვზის ზეთი, ასევე რეკომენდირებულაი ფეხძიმეთათვის, რადგან მასში შემავალი კომპონენტები მონაწილეობენ ნაყოფის ნერვული უჯრედების ჩმოყალიბებაში. მეძუძურ დედებში აძლიერებს ლაქტაციის პროცესს, აუმჯობესებს დედის რძის კვებით ღირებულებას.

ეს უნიკალური ზეთი საჭიროა ბავშვებისათვის, რადგან ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ და სქესობრივ სრულფასოვან განვითარებას. განსაკუთრებით სასურველია მისი მიღება მოზარდებისათვის.

როგორცს მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტი, ის აუცილებლად უნდა იქნეს ჩართული ოპერაცია გადატანილ ავადმყოფთა რაციონში.

ნიგვზის ზეთი გამოიყენება გასახდომად,არაჩვეულებრივად წვავს ცხიმებს.მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ის როგორც სხვა მცენარეული ზეთები, მაღალკაროლიული პროდუკტია: ნიგვზის ზეთი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს გაახალგაზრდავებას.

მიიღეთ ნიგვზის ზეთი რეგულარულად და თქვენ გექნებათ ჯანმრთელი ორგანიზმი.

ნიგვზის ზეთის მიღების უკუჩვენებები:

ნიგვზის ზეთი–ჰიპოალლერგიული პროდუქტია, მაგრამ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში მისი მიღება უნდა შევწყვიტოთ. არ შეიძლება მისი მიღება აგრეთვე მოწამლის, ღებინების, მაღალი ტემპერეტურის შემთხვევაში. ეროზიული გასტრიტის,კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის,დაბალი მჟავიანობის დროს თავი უნდა შევიკავოთ ნიგვზის ზეთის მიღებისაგან. ამ დიაგნოზებით დაავადებულმა ადამიანებმა ნიგვზის ზეთის მიღების წინ უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.