რეცეპტები

მაკადამიის თხილის ზეთი დავადებათა წინააღმდეგ

სამკურნალოპროფილაქტიკური თვისებები:

მაკადამიის ზეთი არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რაც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, ასევე ნაადრევ სიბერესთან საბრძოლველად.

მაკადამიის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის რეგულაციას და იწვევს გახდომას. მაკადამიის ზეთი თავისი უნიკალური თვისებების გამო (აღადგინოს ადამიანის ორგანიზმში მეტაბოლიზმი), არის ჰემპტონის დიეტის ერთ ერთი მთავარი ინგრედიენტი. ამით ეს ზეთი არამარტო აჯანსაღებს ორგანიზმს, არამედ იწვევს წონის ბუნებრივ დაკლებას.

მაკადამიის ზეთი ითვლება ერთ ერთ საუკეთესო საშუალებად ასაკოვანი კანის მოსავლელად. ის აღადგენს, არაჩვეულებრივად არბილებს, ატონიზირებს და ატენიანებს კანს.

ასაკოვანი კანისთვის, რომელიც უკვე აღარ გამოიმუშავებს ცხიმს, ეს ზეთი ძალიან სასარგებლოა. ამავდროულად იგი გამოიყენება ბავშვის ნაზი კანის მოსავლელადაც, ძალიან ეფექტურია ტანის მატონიზირებელი მასაჟის გასაკეთებლად. თმის მოვლის შემთხვევაში ზეთი აშორებს ქერტლს, აძლიერებს და აღადგენს თმის სტრუქტურას. მაკადამიის ზეთს აქვს ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. მაკადამიის ზეთის გამოყენების შემდეგ კანი ხდება ნაზი, რბილი, ლამაზი და დატენიანებული, თმები კი ბზინვარე და ძლიერი. ითვლება არაჩვეულებრივ საშუალებად მზის დამწვრობის სამკურნალოდ.

მაკადამიის ზეთი გამოდევნის ზედმეტ ქოლესტერინს ორგანიზმიდან. მისი რეგულარული გამოყენებისას მცირდება გულ სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსივნეების განვითარების რისკი. ზეთი აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, გამოიყენება ვარიკოზის სამკურნალოდ, კუპეროზის, ცელლულიტის, შაკიკის, არტრიტის, ძვლის დაავადებების, ანგინის, თავის ტკივილის შემთხვევაში . აძლიერებს იმუნიტეტს.

მაკადამიის ზეთი არის ჰიპოალერგიული პროდუქტი და ამიტომ ის უსაფრთხოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის ყველაზე სასარგებლო ზეთია თმებისთვის. ღრმად აღწევს კანში, მომენტალურად შეიწოვება და არ ტოვებს მბზინვარებას–არაჩვეულებრივი საშუალებაა კანის მოსავლელად.

მაკადამიის ზეთის სასარგებლო თვისებები:

  • გამოყავს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინი;
  • ამცირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს;
  • ამცირებს თავის ტკივილსა და შაკიკს;
  • შეგიმსუბუქებთ ძვლებისა და სახსრების ტკივილს (ოსტეოპოროზი, ართრიტი);
  • გამოიყენება ჰიპოვიტამინოზის სამკურნალოდ;
  • არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ამიტომ ანელებს სიმსივნის განვითარებას;
  • სასარგებლოა სისხლძარღვების დაავადებების შემთხვევაში;
  • გამოყოფს ორგანიზმიდან ტოქსინებს;
  • აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს ცხიმოვან ცვლას, იწვევს გახდომას;
  • ამცირებს ჰიპერტონიის რისკს;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • აღადგენს, აწესრიგებს და აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას და აქვს ძლიერი გამაახალგაზრდავებელი ეფფექტი;
  • გამოიყენება ცელლულიტის, კუპეროზის, ჰიპერპიგმენტაციის სამკურნალოდ;
  • გამოიყენება ნაადრევი სიბერის წინააღმდეგ საბრძოლველად, შედის ანტიასაკობრივი მალამოების და ძვირფასი თმის საღებავების შემადგენლობაში;
  • აქვს არაჩვეულებრივი რეგენერაციის უნარი, მისი გამოყენებისას ხდება კანის უჯრედების სწრაფი აღდგენა. ეს ეხება მზისგან მიღებულ დამწვრობებსაც;
  • ამცირებს მზის ალერგიით (ფოტოდერმოტიტი) გამოწვეულ მოვლენებს;
  • ეფექტური საშუალებაა ასაკოვანი სახის კანის, ყელის მოსავლელად;
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  • ეფექტურად ებრძვის დაღლილობას.