რეცეპტები

ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

ხორბლის ზეთის რეგულარული მიღება რეკომენდირებულია:

  • იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ.
  • ენდოკრინული დაავადებების დროს.
  • ცენტრალური ნერვული სისტემის და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობის დროს, აძლიერებს ორგანიზმის ამტანობას სტრესისადმი, გამოიყენება უძილობის დროს.
  • ზედმეტი წონის მკურნალობის კომპლექსურ პროგრამაში.
  • მძიმე დაავადებებისა და გადატანილი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში.
  • ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
  • ალკოჰოლის სისტემური მიღების შემთხვევაში, მწვავე ალკოჰოლური მოწამვლის დროს.
  • ორგანიზმის შლაკებისა და ტოქსინებისაგან გაწმენდის კომპლექსურ პროგრამაში.ასევე ხორბლის ზეთის რეგულარული მიღება მისცემს შვებას მათ
  • ვინც დაკავებული სპორტით და ფიტნესით, რადგან აძლიერებს კუნთოვან მასას და ფიზიკურ ამტანობას.
  • რეკომენდირებულია მათვის, ვინც ცხოვრობს ეკოლოგიურად არაჯანსაღ რეგიონებში.ვისი
  • პროფესიონალური შემოქმედება დაკავშირებულია ისეთ მავნე ფაქტორებთან, როგორიცაა ხმაური, ვიბრაცია, რადიაცია, ტოქსიური ნივთიერებების მოქმედება.
  • სამკურნალო–პროფილაქტიკური მიზნით ხორბლის ზეთის მიღება საჭიროა ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 2– ჯერ თითო ჩაის კოვზით.

ხორბლის ზეთის გარეგანი გამოყენება მიზანშეწონილია:

  • კანისა და თმის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (ეს ზეთი კარგი მკვებავია მშრალი და დაბერებული კანისათვის).
  • ტრავმებისა და კანის დაავადებათა დროს, რადგან ხორბლის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება, არის კარგი ჭრილობის შემხორცებელი, ხელს უწყობს დაზიანებული კანის ნაწილების აქტიურ გრანულაციას და ეპითელიზაციას.
  • ის წარმატებულად გამოიყენება ჭრილობების, დამწვრობების, ეგზემის, ნეიროდერმიტის, ფსორიაზის, აკნეს  კომპლექსურ მკურნალობაში.
  • გადატანილი პლასტიკური ოპერაციების, ასევე მოშვებული კანის, რომელიც წარმოიქმნება წონის სწრაფი დაკლების, მშობიარობის შემდგომი სტრიების და ტონუსის დაკარგვის შემთხვევაში.
  • ამცირებს ტკივილს ართრიტების დროს.
  • იდეალურად კვებავს თვალის ირგვლივ კანს და ასწორებს ნაოჭებს.
  • გამომშრალი ტუჩებისათვის.
  • თმის გაყოფილი ბოლოების დროს რეკომენდირებულია ზეთის შეზელვა.გამოიყენება, როგორც აღმდგენი, დამატენიალებელი, კანის დამჭიმავი საშუალება.
  • ხელის გულისა და ტუჩის კუთხეების ნახეთქების დროს.

მიღების წესი

სამკურნალო–პროფილაქტიკური მიზნით ხორბლის ზეთი უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე (ოპტიმალური მიღების კურსი 1–2 თვე) ასევე შეიძლება ამ ზეთის დამატება სხვა და სხვა კულინარიულ საჭმელებში (სალათები, ფაფები, გარნირები) კულინარიული გამოყენების შემთხვევაში ხორბლის ზეთის თერმული დამუშავება არ შეიძლება (60 გრადუსზე ზემოთ), რადგან ამ დროს იკარგება ზეთის საკვები და ბიოლოგიური თვისებები.

კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის პროფილაკტიკისათვის საჭიროა მივიღოთ უზმოზე 1 ჩაის კოვზი ერთხელ დღეში.

გასტრიტისა და კოლიტის პროფილაქტიკისათვის საჭიროა 1 ჩაის კოვზის მიღება ვახშმამდე 1 საათით ადრე.

5–15 წლამდე ბავშვებმა, ფეხმძიმეებმა და მეძუძურმა დედებმა ხორბლის ზეთი უნდა მიიღონ 0,5 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში (კურსი 2 კვირა).

გახსნილი ჭრილობების და დამწვრობების შესახორცებლად საჭიროა ზეთი შევათბოთ 30 გრადუსამდე და ფრთხილად წავუსვათ დაზიანებულ კანს. (ან დავადოთ მარლის სახვევი, ზეთით გაჟღენთილი).

ართრიტების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა 40–50 გრადუსამდე შემთბარი ზეთით სახსრის მასაჟი.