რეცეპტები

ქაცვის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

თავისი მდიდარი შემადგენლობის შედეგად აკაჟებს ორგანიზმს, სისხლძარღვებს ამაგრებს, ახორცებს ჭრილობებს, აქვს რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიმიკრობული, ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება. არის რადიო და ონკოპროტექტორი. გარდა ამისა ის შეიცავს არაჩვეულებრივ პოლივიტამინურ კომპლექსს.

ქაცვის ზეთი გამოიყენება როგორც ავიტამინოზის ასევე ჰიპოვიტამინოზის შემთხვევაში, ის ფართოდ გამოიყენება სახალხო მედიცინაში და მედიკოსების მიერ.

გულსისხლძარღვთა სისტემა:

ქაცვის ზეთი შეიცავს ნახევრადარანაჯერ ცხიმოვან მჟავებს, ფლავინოიდებს და კუმარინებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლძარღვთა ელასტიურობის ზრდას და ამცირებენ მათი შეღწევადობის უნარს. ამის გარდა ქაცვის ზეთის რეგულარული მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აფერხებს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას სისხლძარღვთა კედლებზე და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. ეს ზეთი აფერხებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას გულსისხლძარღვთა სისტემაში. ქაცვის ზეთის რეგულარული მიღება ახდენს არტერიული წნევის და სისხლის შედედების ნორმალიზებას. ამიტომ გამოიყენება ეს ზეთი ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, სტენოკარდიის, თრომბოფლებიტის, გულის იშემიური დაავადებების, გულის ანთებითი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ქაცვის ზეთი ამცირებს კუჭის მჟავიანობას, იცავს კუჭის ლორწოვანს, აუმჯობესებს ღვიძლში ცხიმოვან ცვლას. ეფექტურად გამოიყენება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის და სხვა მოწამვლების შემთხვევაში, წარმატებულად გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჰიპოკინეზიის კომპლექსურ თერაპიაში. ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა წყლულების სამკურნალოდ, აქრობს ძველ ნაწიბურებს, ააქტიურებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

ქაცვის ზეთი გამოიყენება შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში: კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი, კოლიტები, ენტეროკოლიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეები, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენიტი. ქაცვის ზეთი უნდა მიიღოთ ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს. ქაცვის ზეთის შემცველ სანთლებს იყენებენ პროქტიტის, ჰემორროის, სფინქტერიტის, სწორი ნაწლავის წყლულის დროს.

ცხვირსახის დაავადებები: ქაცვის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ბაქტერიოციდული მოქმედება, ამიტომ აქტიურად გამოიყენება სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მისი გამოყენება ნაჩვენებია სინუსიტის, ჰაიმორიტის, ფარინგიტის, ნაზოფარინგიტის, ლარინგიტის, ტონზილიტის, რინიტის, ანგინის დროს.

მხედველობითი ორგანოს დაავადებები: ქაცვის ზეთი რეკორდსმენია კაროტინოიდების შემცველობით. ის აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქიონირებისათვის. ზეაქსანტინს და კვერცეტინს აქვს თვისება დაგროვდეს თვალის ქსოვილებში და დაიცვას თვალი თვისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. რეგულალური მიღებისას ქაცვის ზეთი კატარაქტის, გლაუკომის, დიაბეტური რეთინოპათიის და მასკულოდისტროფიის საუკეთესო პროფილაქტიკური საშვალებაა. ამავე დროს ზეთი წარმატებით გამოიყენება თვალის შემდეგი დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში: კონიუნქტივიტი, რქოვანას ტრამვული დაზიანებები, თვალის სხივური დამწვრობითი დაზიანებები, კერატიტები და ტრაქომა.

პირის ღრუს დაავადებები

სტომატოლოგები გვირჩევენ ქაცვის ზეთის გამოყენებას პაროდონტიტების, პარადონტოზების, სტომატიტების და პულპიტების შემთხვევაში.

ყურის დაავადებები: ქაცვის ზეთი კურნავს ოტიტს, დაგეხმარებათ გოგირდის საცობების მოშორებაში.

გინოკოლოგიური დაავადებები: ქაცვის ზეთი დიდიხანია წარმარტებით გამოიყენება კოლპიტების, ცერვიციტების, ენდომეტრიტების, ვაგინიტების, კომპლექსურ მკურნალობაში.

ეფექტურია მისი გამოყენება საშვილოსნოს ყელის ეროზიის, საშოს ლორწოვანის ტრამვული დაზიანების დროს. შედეგი მიიღწებვა 8–10 დღის შემდეგ. ქაცვის ზეთის გამოყენება დასაშვებია ამ დავადებებით დაავადებულ ფეხმძიმე ქალებშიც.

მეძუძრი დედებისათვის

ქაცვის ზეთი წარმოადგენს ვიტამინ A, E-ს ბუნებრივ წყაროს. მათ დეფიციტი დედის ორგანიზმში იწვევს დედის რძის ნაკლებობას, გარდა ამისა ეს ზეთი გამოიყენება ძუძუს თავების ნახეთქების სამკურნალოდ.

პოტენციის ასამაღლებლად: ქაცვის ზეთი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას. ამასთნ დაკავშირებით ის წარმატებით გამოიყენება პოტენციის ასამაღლებლად. 40 წელს მიღწეული მამაკაცებისათვის ძალიან სასარგებლოა ამ ზეთის ჩართა კვების რაციონში.

კანის დაავადებების და დაზიანებების დროს : ქაცვის ზეთი გამოიყენება ფურუნკულოზის, ჩირქოვანი ჭრილობების, ტროპიკული წყლულების და აკნეს სამკურნალოდ. ნაჩვენებია ზეთის გამოყენება, აგრეთვე ძნელად შეხორცებადი ჭრილობების, დამწვრობების (მზის) ,მოყინვების, ნაწოლების, კანის სხივური და ქიმიური დაზიანებების დროს. ქაცვის ზეთს იყენებენ ფსორიაზის, ნეიროდერმიტის, ეგზემის, პიოდერმიის, კანის ტუბერკულოზის, ხეილიტების, მგლურას დაავადებების დროს.

შაქრის დიაბეტის დროს: ქაცვის ზეთის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები B1, B3, E, კაროტინოიდები, მარგანეცი და ზოგიერთ ამინომჟვები არეგულირებენ შაქრის დონეს სისხლში, ასევე მონაწილეობენ კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის სინთეზში.

სისმსუქნის დროს: არანაჯერი ცხიმობანი მჟვები და ფლავონიდი, ხელს უწყობენ ცხიმოვანი მჟვების ცვლას

ონკოლოგიური დაავადებების დროს: საყლაპავი მილის კიბოს დროს რეკომენდირებულია ქაცვის ზეთის გამოყენება ქიმიოთერაპიის პერიოდში საყლპავი კედლის დისტროფიული მოვლენების შესამცირებლად. ზეთის მიღება უნდა გაგრძელდეს ქიმიოთერაპიის შეწყვეტის შემდეგ კიდევ 2–3 კვირა .

სახსრების დაავადებებსი დროს სახალხო მედიცინა გვირჩევს ქაცვის ზეთის გარეგან გამოყენებას. ასევე პოდაგრისა და რევმატიზმის დროსაც.

ბავშვებისათვის: ჩვილ ბავშვებში გამოყელვისას უნდა წავუსვათ ზეთი დაზიანებულ ადგილს ან დავადოთ კომპრესსი. კარგად ებრძვის ქაცვის ზეთი რძიანას. გარეგანი გამოყენებისას სწრაფად აღსდგება ლორწოვანი გარსი. რეგულარულად წავუსვათ ბავშვებს პირის ღრუსა და ღრძილებზე კბილების ამოჭრის პერიოდში. ეს პროედურა ნაწილობრვ ხსნის ტკივილს და ქავილს იცავს პირის ღრუს ანთებისაგან გარდა ამისა ქაცვის ზეთის მიღება ნაჩვენებია რადიოაქტიური რაიონების მცხოვრებთათვის, რადგან ეს ზეთი ხელს უწყობს რადიონუკლიდების გამოყოფას ორგანიზმიდან.

ქაცვის ზეთის მიღების წესები მედიცინაში:

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული:

რეკომენდირებულია 1 ჩ/კ ზეთის მიღება 30 წუთით ადრე ჭამამდე.

კოლიტი და ენტეროკოლიტი:

რეკომენდირებული 1 ჩ/კ მიღება საუზმემდე, სადილამდე, ვახშმამდე და ძილის წინ. მიღების წინ გავაზავოთ ნახევარ ჭიქა ანადუღარ წყალში.

გულსისხლძარღვთა დაავადებები:

ჩავრთოთ ეს ზეთი კვების რაციონში (თერმული დამუშავების გარეშე), ან მივიღოთ 1ჩ/კ დილით და საღამოს.

ბუასილი და სწორი ნაწლავის ნახეთქები:

საჭიროა დღეში რამოდენიმეჯერ ზეთის შინაგანი მიღება, ბოლო დალევა აუცილებლად ძილის წინ. პარარელურად უნდა გაიკეთოთ მიკროოყნები, ზეთით გაჟღენთილი ტამპონები, ან ქაცვის ზეთის სანთლები.

ქალის სასქესო ორგანოები: კარგად გაჟღენთილი ქაცვის ზეთით ტამპონები შეჰყავთ საშოში, ტოვებენ 16–24 საათის განმავლობაში. მკურნალობის კურსი მოიცავს 8–12 პროცედურას.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის, კოლპიტების, ენდოცერვიციტის შემთხვევაშიმკურნალობის კურსი შეადგენს 12– 15 პროცედურას. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გავიმეოროთ თვენახევრის შემდეგ.

საყლაპავის სიმსივნე: 1ჩ/კ ქაცვის ზეთი 3 ჯერ დღეში სხივური თერაპიის კურსთან ერთად. ზეთის მიღება სხივური თერაპიის დამთავრების შემდეგ უნდა გავაგრძელოთ კიდევ 2–3 კვირის მანძილზე.

ყურის დაავადებები:

ზეთით გაჟღენთილი ტამპონი შეჰყავთ ყურის ხვრელში 15–20 წუთით.

ცხვირხახის დაავადებების დროს

ყოველდღიურად უნდა წავუსვათ ქაცვის ზეთი ცხვირის ლორწოვან გარსს. სასარგებლოა ინგალაციები ქაცვის ზეთით 15 წუთით. ამავე დროს უნდა მივიღოთ შინაგანად 1ჩ/კ 3ჯერ დღეში.

თვალის დაავადებების დროს

კომპლექსურ მკურნალობაში გამოიყენება 10%–20% მალამოს ან წვეთების სახით და შინაგანად 1ჩ/კ 3 ჯერ დღეში.

დამწვრობების და მოყინვის შემთხვევაში

დაზიანებულ კანის ზედაპირს დავადოთ ქაცვის ზეთის კომპრესები.

კანის დაავადებებისას დროს

კანის დაავადებებისას დაზიანებული კანის მონაკვეთები წინასწარ დავამუშაოთ ანტისეპტიკით, ვაცალოთ გაშრობა, შემდეგ პიპეტკით დავაწვეთოთ ქაცვის ზეთი,დავაფაროთ სტერილური საფენი, ზემოდან პერგამენტი დაშევახვიოთ. საფენი უნდა გამოვცვალოთ 2 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი 4–6 კვირა. პროფილაქტიკის მიზნით, როგორც პოლივიტამინური პროდუქტი უნდა მივიღოთ 2 ჯერ დღეში, 20 წუთით ადრე ჭამამდე.

ქაცვის ზეთის გამოყენების უკუჩვენებები

  • პირველი: ეს არის ინდივიუალური აუტანლობა.
  • მეორე: არ არის ქაცვის ზეთის მიღება რეკომენდირებული მაღალი მჟავიანობის ,ქოლეცესტიტის, ქოლანგიტის, პანკრეატიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებითი პროცესსების დროს.
  • უკუნაჩვენებია ზეთის მიღება ფაღარათის შემთხვევაში.
  • ქაცვის ზეთს შეუძლია გამოიწვიოს ალლერგიული რეაქციები.