რეცეპტები

მზესუმზირის ზეთი დაავადებათ წინააღმდეგ

მზესუმზირის ზეთი გამოიყენება თავის ტკივილების, ტრომბოფლებიტის, კუჭის და ნაწლავების ქრ. დაავადებების, გულის, ფილტვების, ღვიძლის, ასევე ენცეფალიტის, კბილის ტკივილისა და ქალური დაავადებების შემთხვევაში. როგორც დამარბილებელი საშუალება გამოიყენება სამკურნალო ხსნარების და მალამოების შემადგენლობაში.

პირში ჩვიგუბოთ 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი და ვწოვოთ 15-20 წუთის განმავლობაში. თავიდან ზეთი ხდება სქელი შემდეგ-თხევადი როგორც წყალი. ეს სითხე აუცილებლად უნდა გადმოვაფურთხოთ. ის უნდა იყოს თეთრი როგორც რძე. თუ სითხე ყვითელია ე.ი. წოვის პროცესი ბოლომდე არ არის შესრულებული , გადმოფურთხებული სითხე ინფიცირებულია.

ეს პროცედურა უნდა გააკეთოთ დღეში ერთხელ უზმოზე, შეიძლება საღამოს ძილის წინ.

პირიდან გადმოფურთხებულ სითხესთნ ერთად ორგანიზმიდან გამოდიან შლაკები, დაშლის პროდუქტები და ინფექცია. ყველაზე საშიშ დაშლის პროდუქტს წარმოადგენს, შარდოვანას მჟავა, რომლებიც აზოტის ნაერთების დაჟანგვის შედეგად წარმოიქმნება ორგანიზმში. ამ მჟავასა და ნატრიუმის მარილების ზედმეტი რაოდენობა იწვევს სახსრებში და კუნთებში რევმატიზმსა და პოდაგრას, თავში ტკივილებს, გონებრივი განვითრების დაქვეითებას, სისხლის გასქელებას, წნევის მატებას, ასევე ფეხების სხვადახსვა დაავადებებს. შარდსაწვეთ სისტემაში წარმოიქმნება ქვები. შარდოვანას ზედმეტი რაოდენობა ასუსტებს გულის მუშაობა და აჩქარებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. წოვის პროცესში ორგანიზმი თავისუფლდება მავნე მიკრობებისაგან, ტოქსინების, შარდოვანასაგან, ასევე ძლიერდება გაზების ცვლა, აქტიურდება და რეგულირდება ნივთიერებათა ცვლა.

უნდა გაითვალისწინოთ რომ ამ მეთოდის გამოყენებისას შეიძლება შეგექმნათ დროებითი გართულებები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც უამრავ დაავადებებს ერთად ატარებენ, ეს არის დაავადებების კერების შესუსტების შედეგი. გადაწყვეტილებას, თუ რამდენჯერ შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება ადამიანი ღებულობს თვითონ. გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან.

მწვავე დაავადებები იკურნება სწრაფად 2 კვირის განმავლობაში. ქრ. დაავადებიბის მკურნალობა მოიცავს უფრო ხანგრძლივ დროს.

მზესუმზირის ზეთი ათეროსკლეროზის დროს

მიიღეთ 1 ჩ/კ მზესუმზირის ზეთი 2-ჯერ დღეში.

შეკრულობის დროს

1 ჭიქა მაწონი ან კეფირი შევურიოთ 100გრ. მზესუმზირის ზეთს და დავლიოთ მთელი დოზა პატარა ყლუპებით ძილის წინ. ნარევის რეგულალური გამოყენებისას ხდება დეფეკაციის სიხშირის მოწესრიგება. თუ წამალი არასაკმარისად კარგად მოქმედებს, უნდა გავაორმაგოთ ზეთის დოზა.

მზესუმზირის ზეთი გაციების შემთხვევაში

250გრ. მზესუმზირის ზეთი, 250გრ ნავთი და 10 ცალი წითელი წიწაკა(გატარებული ხორცის მანქანაში). დააყენეთ თბილ ადგილას 10 დღის განმავლობაში. შეიზილეთ საღამოობით, დილით ჩაიცვით შალის თეთრეული.

მზესუმზირის ზეთი ქოლეცისტიტის შემთხვევაში

აურიეთ ¼ ჭიქა მზესუმზირის ზეთი, ¼ ჭიქა გრეიფრუტის წვენი და დალიეთ საღამოსჭამიდან 2 საათის შემდეგ. წინასწარ გაისუფთავეთ კუჭი და გააკეთეთ ოყნა. ოყნისა და ნარევის მიღების შემდეგ დაწექით საწოლში მარცხენა ფერდზე. დილით ოყნა გაიმეორეთ. პროცედურა შეიძლება გავიმეოროთ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში.

მზესუმზირის ზეთი სახსრების ტკივილების დროს

2ს/კ დაქუცმაცებული ლაბრადორის ჩაი ავურიოთ 5ს/კ მზესუმზირის ზეთს დავაყენოთ 12 საათი დახურულ ჭურჭელში გაცხელებულ ქურაზე ხანდახან ვურიოთ შემდეგ გავწუროთ, შევიზილოთ მტკივნეულ ადგილებზე უმჯობესია ძილის წინ.

3-4 ცალ წითელ წიწაკას დავასხათ 0.5 ლიტრა არაყი. დავაყენოთ 14 დღე, გადავწუროთ და ავურიოთ 1.5 ჭიქა მზესუმზირის ზეთი. შევიზილოთ მტკივნეულ ადგილებზე საღამოს . წავისვათ მტკივნეულ ადგილებზე 1-2 ჯერ ღეში ტამპონით, რომელიც იქნება დასველებული ¼-1/2 ჭიქა მზესუმზირის ზეთისა და ამავე რაოდენობის ძმრის ნარევით.

მზესუმზირის ზეთი დაცემის შემდგომ ნერვის დაჟეჟილობისას ტილოს ქსოვილი გავჟღინთოთ ზეითუნის ზეთისადა მზესუმზირის ზეთის ნარევით, თბილი ცვილით და ეს პლასტირი დავიდოთ ხერხემლის მთელ სიგრძეზე კისრიდან კუდუსუნამდე. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა გავიმეოროთ 3 ჯერ.

მზესუმზირის ზეთი კანის ანთებითი დაავადებების შემთხვევაში

1 ცვილის სანთელი, 15 გრ ხახვი (1 თავი), 100 გრამი სამკურნალო საპონი, ცოტაოდენი კანიფოლი. ყველაფერი დავაქუცმაცოთ დავუმატოთ 1.4 ჭიქა მზესუმზირის ზეთი ავურიოთ და 5 ჯერ მივიყვანოთ ადუღებამდე.

მზესუმზირის ზეთი დამწვრობბის სამკურნალოდ

3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი ავთქვიფოთ გათეთრებამდე ცალკე ავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა კომპონენტები შევათქვიფოთ და ერთად გავაგრძელოთ მათი თქვეფა. 15 წთ განმავლობაში მხოლოდ ამის შემდეგ გახდება წამალი მზად. დამწვარ ადგილებზე წავისვათ რამდეიმეჯერ დღეში ძილის წინ გავიკეთოთ სახვევი.

წინასწარ ჭრილობებზე დადებულ მალამოზე.

მზესუმზირის ზეთი პარადონტიტის დროს

ავთქვიფოთ 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი 1 ჩ/კ მარილი და ნარევი გამოვივლოთ პირში 3-5 წუთის განმავლობაში. პროცედურა გავიმეოროთ 2 ჯერ დღეში დილით და საღამოს. გამოვლების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში თავი შევიკავოთ საკვების მიღებისგან. პროცედურა გავიმეოროთ საბოლოო განკურნებამდე და ცუდი სუნის გაქრობამდე.

მზესუმზირის ზეთი ჭრილობების დასამუშავებლად

ავიღოთ 30გრ მზესუმზირის ზეთი და 20 გრ ფუტკრის ცვილი და ნაძვის ფისი.

დაბალ ცეცხლზე გავათბოთ ზეთი, ჩავდოთ შიგ ფისი. მისი გალღობის შემდეგ დავუმატოთ ცვილი. ყველაფერი ავურიოთ და მთლიანი გახსნის შემდეგ გადავასხათ მუქი ფერის ჭურჭელში. შევინახოთ სიცივეში. მალამო ინახავს თავისი თვისებებს წლების განმავლობაში.

მზესუმზირის ზეთი ქუსლის წამონაზარდების სამკურნალოდ

ავურიოთ ¼ ჭიქა ნიშადურის სპირტი და 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი. დავიდოთ ყოველდრე 30 წუთის განმავლობაში მტკივნეულ ქუსლზე ამ ნახევარში დასველებულ ტამპონი.