რეცეპტები

გოგრის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

გოგრის ზეთი ეს არის უნიკალური მინიაფთიაქი, რომელიც შეიცავს ადამიანის ორგანოებისათის საჭირო ნივთიერებებს დიდი რაოდენობით. რა შემთხვევაში არის საჭირო ამ ბუნებრივი, ძვირფასი ზეთის მიღება:

გულსისხლძარღვთა სისტემა

უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები A, E, P, C ბიოფლავონიდები ხელს უწყობენ სისხლძარღვთა კედლების გაძლიერებას, მათი ელასტიურობის აღდგენას, იცავენ სისხლძარღვთა სისტემას თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამის გარდა უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფიტოსტეროლები, ვიტამინები E, F, B3, B6, მაგნიუმი დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს, ასუფთავებენ სისხლძარღვების კედლებს ქოლესტერინის ბოლთებისგან. მიკრო ელემენტები კალიუმი, კალციუმი, სელენი, მაგნიუმი არეგულირებენ გულის კუნთის შეკუმშვის ძალასა და რიტმს.

რეკომენდირებულია გოგრის ზეთის გამოყენება ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების, არითმიის, ინსულტების და ინფარქტის კომპლექსური მკურნალობის დროს.

სისხლის წარმომქმნელი სისტემა.

ვიტამინი C, B მიკროელემენტები რკინა, თუთია, სპილენძი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ამის გამო, რეკომენდირებულია გოგრის ზეთის რეგულარული მიღება ანეემიის შემთხვევაში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

გოგრის თესლის ზეთში შედის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოსფოლიპიდები, მცენარეული ფლავონიდები, ვიტამინები A, T, E. კომპლექსში ისინი არეგულირებენ ნაღვლის წვენის გამოყოფის პროცესს, აუმჯობესებენ ნაღვლის წვენის შემადგენლობას, ხელს უწყობენ ღვიძლის სტრუქტურის აღდგენას, ეწინააღმდეგებიან ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას და ანთებითი პროცესების განვითარებას, როგორც ღვიძლში, ასევე ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე მილებში. უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები A და E ქლოროფილი, ფოსფოლიპიდები და ფიტოსტეროლები ახდენენ კუჭის და ნაწლავების კედლებზე ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელ მოქმედებას. ვიტამინ B არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, გოგრის ზეთს ახასიათებს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. სახალხო მედიცინაში იგი ცნობილია, როგორც ჭიების გამომდევნი საშუალება. გოგრის ზეთი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის შემდეგი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში:

გასტრიტები,ეზოფაგიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული , გასტროდუოდენიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, შეკრულობა, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ქოლეცესტიტი, ქოლეცისტოქოლანგიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ჰეპატიტი, ცეროზი

მამაკაცებში:

გოგრის ზეთი, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს მამაკაცის შარდსასქესო სისტემაზე. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანდროგენული, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ერექციას.

გოგრის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ერექციული ფუნქციის, პროსტატიტის,თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებების და მამაკაცის უშვილობის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის.

ქალებში

გოგრის ზეთს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება, მისი რეგულარული გამოყენება ხსნის პრედმენსტრუალური სინდრომის ნიშნებს. აუმჯობესებს ქალების საერთო მდგომარეობას კლიმაქტერულ პერიოდში. გოგრის ზეთის შემადგენლობაში შედის B, E და F ვიტამინების კომპლექსი, ფიტოსტეროლები და თუთია, რომლებიც უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას ჰორმონალურ ფონზე.

გოგრის ზეთი გამოიყენება საშვილოსნოს ყელი ეროზიის, კოლპიტის ენდოცერვიციტის და სხვა გინეკოლოგიური დაავადებების და ქალთა უშვილობის კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში. იგი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ფოსფოლიპიდებს, ვიტამინებს და მინერალების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია დედის მუცელში ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის. მშობიარობის შემდგომ პერიოდში გოგრის ზეთის საჭმელში რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და იცავს როგორც დედას, ასევე ახალშობილის სხვადასხვა ინფექციებისგან.

ბავშვისთვის

გოგრის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ ახალშობილისთვის: გამოყელვის, ალერგიული რექციების დროს, მწერების ნაკბენების შემთხვევაში.

არავისთვის არ არის დამალული, რომ ყოველ მეორე მოზარდს აქვს მხედველობის პრობლემა. თქვენ ბავშვს სწორედ გოგრის ზეთი გაუწევს არსებით დახმარებას, როგორც მხედველობის ორგანოებისთვის საჭირო ნივთიერებების მდიდარი წყარო. გოგრის ზეთი აუმჯობესებს, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილისთვის საჭირო კალციუმის შეწოვის უნარს.

კანის დაავადებები

ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ გოგრის ზეთს კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალლერგიული და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

რეკომენდირებულია გოგრის ზეთის გამოყენება დიათეზების, ჭინჭრის ციების, ჰიპერკერატოზების, აკნეს, სებორეას, ეგზემის, ფსორიაზის, ჰერპესის, დერმატომიკოზების, დამწვრობის, ნაწოლების, დამბლის, ტროპიკული წყლულების მკურნალობის დროს.

სუნთქვის სისტემა:

გოგრის ზეთი გამოიყენება კატარის, ბრონქიტის, პნევმონიის, ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში.

იმუნიტეტი

გოგრის ზეთს ნორმაში მოყავს ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა. რეგულარული გამოყენებისას მატულობს ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური და ვირუსული დაავადებების მიმართ. მცირდება ქრონიკული, ანთებითი დაავადებების რისკი. გოგრის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას შლაკებისგან, ტოქსინების და კონცეროგენებისაგან.

მხედველობის ორგანო

გოგრის თესლის ზეთი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს A, B1, B6, C, E, PP, მინერალებს სპილენძს, სელენს, თუთიას, კაროტიდებს,( გ)ზეაქსანტინს და ლუტეინს. თუ გადავხედავთ მხედველობის გასაუმჯობლესებლად შექმნილ სინთეტიკურ ვიტამინო–მინერალურ კომპლექსებს, ჩვენ სწორედ ამ კომპონენტებს აღმოვაჩენთ მათში. მხოლოდ გოგრის ზეთში შემავალი ყველა ეს კომპონენტები ნატურალურია. რეკომენდირებულია გოგრის ზეთის მიღება ახლომხედველთათვის, თვალის ორგანოებზე დიდი დატვირთვის შემთხვევაში, კატარაქტის დროს.

ნერვული სისტემა

გოგრის თესლის ზეთი შეიცავს ფლავონიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს. რეკომენდირებულია ამ პროდუქტის გამოყენება ნერვული სისტემის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას, ნევროლოგიური დარღვევების, უძილობის და თავის ტკივილის შემთხვევაში.

შარდგამომყოფი სისტემა

გოგრის ზეთი აუმჯობებსებს თირკმლის ფილტრაციულ და გამომყოფ ფუნქციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და მსუბუქი შარდმდენი მოქმედება. გამოიყენება თირკმლების , შარდის ბუშტის კომპლექსური თერაპიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია გოგრის ზეთის გამოყენება ანტიბიოტიკებით, ჰორმონებით მკურნალობისას, როცა იზრდება დატვირთვა თირკმლებზე.

საყრდენმამოძრავებელი სისტემა

როკომენდირებულია ასაკოვანი ხალხისთვის, რათა მოხდეს კალციუმის უკეთესი შეთვისება ძვლოვანი ქსოვილების მიერ. სასურველია ამ პროდუქტის შეტანა ბავშვთა კვების რაციონში, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის სრულფასოვანი განვთარებისათვის.

ნივთიერებათა ცვლა

გოგრის ზეთი შიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავებაში. ეს პროდუქტი უნდა ჩავრთოთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა კვების რაციონში. უმჯობესია ასეთმა ავადმყოფებმა გოგრის ზეთის მიღების წინ გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. გოგრის ზეთი აქტურად მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმის ცხიმოვან ცვლაში.

პირის ღრუ

გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. რეკომენდირებულია გოგრის ზეთის აპლიკაციები გინგივიტის და პარადონტოზის დროს. რეკომენდირებულია სიმსივნით დაავადებულთათვის, ქიმიოთერაპიის გავლის შემდგომ პერიოდში.

გასახდომად

აუცილებელია გოგრის ზეთის ჩასმა კვების რაციონში მათთვის ვინც იცავს გასახდომად შეზღუდულ დიეტას, პირველ რიგში- ყოველი დიეტა იწვევს ვიტამინების, მინერალების დეფიციტს, მეორე-გოგრის ზეთის მიღება მთლიანად აანაზღაურებს ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების მარაგს. მესამე- გოგრის ზეთი ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან, ხელს უწყობს ცხიმების წვას და მეოთხე- არეგულირებს ჰორმონალურ ფონს და ნივთიერებათა ცვლას.

გოგრის ზეთი პირველ რიგში ეს დიეტური პროდუქტია, მაგრამ ძალიან სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. ჯანმრთელობაზე უფრო ძვირფასი არაფერია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამას გვიან ვხვდებით, გაუფრთხლდით თქვენს ჯანმრთელობას, რაშიც გოგრის ზეთი თქვენ სრულფასოვან დახმარებას გაგიწევთ.

რეკომენდაციები და უსაფრთხოების პირობები

გოგრის ზეთის შინაგანი მიღება სამკურნალო მიზნით:

რეკომენდირებულია გოგრის ზეთის მიღება ერთი საათით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან ორი სააათის შემდეგ, არ შეიძლება ცივი წყლის მიყოლება. შეიძლება მცირე რაოდენობის ახალ გამოწურულ ფორთოხლისა და გრეიფრუტის წვენის დაყოლება.

ცისტიტის დროს, წვის და ტკივილების მოსახსნელად: რეკომენდირებულია ათი წვეთი გოგრის ზეთის დალევა სამჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4 კვირა. კატარის, ბრონქიტის, პნევმონიის კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში უნდა მივიღოთ 5–10 წვეთი გოგრის ზეთი სამჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4 კვირა.

ღვიძლის ცხიმოვანი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების, ნაღვლკენჭოვანი გზების დისკინეზიის, ქოლეცისტოქოლანგიტის, სიმსუქნის, მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კოლიტის, ენტეროკოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს რეკომენდირებულია 1 სუფრის კოვზი გოგრის ზეთის მიღება 3–ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა შეთანხმებული უნდა იქნეს ექიმთან.

გულძმარვის მოსახსნელად დავლიოთ 1–2 ჩ/კ გოგრის ზეთი, ნებისმიერი სითხის მიყოლების გარეშე, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. ჩვეულებრივად გულძმარვა ქრება მიღებიდან 5–7 წუთის შემდეგ.

ცეროზის, ჰეპატიტის და ქოლეცისტიტის შემთხვევაში მივიღოთ გოგრის ზეთი 1–2 ჩ/კ ( პაციენტის წონის მიხედვით) 3–4 ჯერ დღეში, ჭამამდე. მკურნალობის კურსი ითვალისწინებს 600–900 მლ გოგრის ზეთის მიღებას. ნაღვლკენჭოვანი დაავადებისას გოგრის ზეთის მიღებით შეგვიძლია განვთავისუფლდეთ კენჭებისაგან. რეკომენდირებულია დოზის თნმიმდევრული გაზრდა 0,5 ჩ/კ დან, 1–2 ჩ/კ–მდე (შეიძლება ავურიოთ ახლად გამოწურულ ლიმონის ან გრეიფუტის წვენს შეფარდებით 1–2 თან). გოგრის ზეთს აქვს ნაღვლმდენი მოქმედება, ამიტომ ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს დოზა უნდა შვუთანხმოთ ექიმს. კენჭების დაგროვებისას ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში დოზა უნდა შევამციროთ ¼ ჩ/კ–მდე, მაგრამ ვზრდით მიღების ხანგრძლივობას. მთლიან კურსზე საჭიროა 2 ლიტრამდე გოგრის ზეთის მიღება.

კოლიტების, შეკრულობის, პროქტიტის, სწორი ნაწლავის ნახეთქების დროს რეკომენდირებულია 1–2 ჩ/კ გოგრის ზეთის მიღება (დამოკიდებულია პაციენტის წონაზე) 3–4 ჯერ დღეში, 1 საათით ადრე ჭამამდე, ზემოთ მითითბული მეთოდით. ასევე რეკომენდირებულია საღამოს მიკროოყნის გაკეთება. მიკროოყნა კეთდება განწმენდი ოყნის შემდეგ. მიკროოყნა გოგრის ზეთით: 1 სუფრის კოვზი გოგრის ზეთი შევურიოთ 25–30 მლ თბილ წყალს ავთქვიფოთ ემულსიის მიღებამდე. მიკროოყნის შემდეგ უნდა დაწვე 15–20 წუთი.მკურნალობის კურსი 2 კვირა, აუცილებელია კურსის განმეორება 1 ან 2 თვის შემდეგ.

ბუასილის მკურნალობისას მივიღოთ 1ჩ/კ გოგრის ზეთი 3–ჯერ დღეში, კურსი 300 მლ. ამის გარდა ზეთი უნდა შევიზილით კვანძებზე.

მომატებული ქოლესტერინის, გულსისხლძარღვთა დაავადებათა პროპილაქტიკის დროს–1ჩ/კ 3–ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი საჭიროებს 400–600 მლ გოგრის ზეთის მიღებას. კურსი უნდა გავიმეოროთ წელიწადში 2–ჯერ.

ალკოჰოლური ინტონსიკაციის შედეგების მოხსნა. 4–5 ჩ/კ გოგრის ზეთი ერთჯერადად.

კვებითი, წამლისმიერი და ყველანაირი ალერგიისას მიიღება 1ჩ/კ 3–ჯერ დღეში ზემოთ მითითებული მეთოდით.

ყვავილოვანი ალერგიის შეთხვევაში რეკომენდირებულია 5–6 წვეთი ზეთის ჩაწვეთება ანთებიან ცხვირის ღრუში. მკურნალობის კურსი 1 თვე.

პროსტატიტის და პროსტატის ადენომის კომპლექსური თერაპიისას რეკომენდირებულია 1 ჩ/კ გოგრის ზეთის მიღება 3–ჯერ დღეში (ზემოთ აღნიშნული მეთოდით. დამატებით კეთდება მიკროოყნები 25–30 მლ) ან ტამპონები 1–2 ჯერ დღეში.

მიკროოყნები გოგრის ზეთით: ერთი ს/კ გოგრის ზეთი ავურიოთ 25–30მლ თბილ წყალში ავთქვიფოთ ემულსიის სახით.

სუფთა სახის ზეთი გამოიყენება პროსტატის მასაჟის დროს. მკურნალობის მთელ კურსს სჭირდება 300–600 მლ გოგრის ზეთი.

კოლპიტების და საშვილოსნოს ყელის ეროზიის კომპლექსური მკურნალობისას საშოში შეჰყავთ ტამპონი, გაჟღენთილი გოგრის ზეთით, მთელი ღამით. პროცედურა უნდა გავაკეთოთ ყოველ ღამე, 2 –3 კვირის მანძილზე. ეფექტის გასაძლიერებლად მივიღოთ 1 ჩაის კოვზი გოგრის ზეთი 2–ჯერ დღეში.

ახალი ჭრილობების, როგორც თერმული ისე ქიმიური დამწვრობების შემთხვევაში, უბრალოდ რეკომენდირებულია გოგრის ზეთის წასმა ჭრილობის ზედაპირზე, ან შეიძლება გოგრის ზეთით გაჟღენთილი სახვევის დადებაც. სახვევი უნდა გამოვცვალოთ ყოველ მეორე დღეს.

ქავილისა და შეშუპების მოსახსნელად გოგრის ზეთით დავამუშავოთ მწერების ნაკბენები. ასევე მოვიქცეთ დაზიანებული კანის ზედაპირის სწრაფი შეხორცებისათვის.

ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად და იმმუნიტეტის ასამაღლებლად რეკომენდირებულია 1 ჩაის კოვზი გოგრის ზეთის მიღება 2 ჯერ დღეში ან ამ ზეთის ჩართვა კვების რაციონში.

კანის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას (დერმატიტები, დერმატოზები, დერმატომიკოზები, ეგზემა, ფსორიაზი, ჰერპესი, აკნე, დიათეზები) რეკომენდირებულია შინაგან მიღებასთნ ერთად 1ჩ/კ 3–ჯერ დღეში, მისი გარეგანი გამოყენებაც.

პარაზიტებისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა ერთდროულად უზმოზე მივიღოთ 30 მლ გოგრის ზეთი.

რთული ოპერაციების და ქიმიოთერაპიის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში უნდა მივიღოთ 1ჩ/კ გოგრის ზეთი ყოველ მე–2 დღეს. რეაბილიტაციის კურსი 1 წელი.

თირკმლის მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდირებულია 1 ჩ/კ გოგრის ზეთის მიღება 2–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსზე საჭიროა 400–500 მლ გოგრის ზეთი.

გინგივიტების და პარადანტოზის შემთხვევაში საჭიროა აპლიკაციების დადება მტკივნეულ ადგილებზე, უფრო ხშირად ანთებითი კერები ქრება უკვე 5–7 აპლიკაციის შემდეგ.