ასკილის ზეთი საერთო გამაჯანსარებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას და ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, მონაწილეობს ნახშირწყლებისა და მინერალების ნივთიერებათა ცვლაში, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს ჰორმონალურ და უჯრედულ იმუნიტეტს.
ასკილის ზეთის გარეგანი გამოყენებისას, ზეთში დასველებული მარლის საფენი უნდა დაიდოთ დაზიანებულ კანის მონაკვეთზე.
დერმატოზების შემთხვევაში ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად, ასკილის ზეთი უნდა მიიღოთ შინაგანად 1ჩ/კ დღეში 2–ჯერ.
ძალიან ეფექტურია ასკილის ზეთი თვალების ქვეშ ქუთუთოებისათვის და პირის ღრუს ირგვლივ.
ის რეკომენდირებულია ტანის კანის ყოველდღიური მოვლისათვის. ასკილის ზეთი გამოიყენება რინიტის, ფარინგიტის დროს. ყოველდღიურად შეიძლება წაისვათ ცხვირის, სახის ლორწოვან გარსზე, ან გამოიყენოთ ინგალაციისათვის.
ასკილის ზეთი რეკომენდირებულია, როგორც საერთო გამაჯანსაღებელი, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება ასთენიის, ანემიის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ის არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედის სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.
თუ ორგანიზმი დასუსტებულია, ის შეიძლება გავაძლიეროთ შემდეგნაირად: მიიღეთ 1ჩ/კ ასკილის ზეთი 2–ჯერ დღეში ჭამის წინ.
უკუჩვენება:
არ შეიძლება ზეთის გამოყენება ცხიმიანი კანის, აკნეს და ძირმაგარას შემთხვევაში, ასევე პირადი აუტანლობის დროს.