ბაყაყურას ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ
ჩვენება გამოყენებისათვის:
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ღვიძლის ცეროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
- ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია;
- სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები ( პროსტატიტი,ურეტრიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ანალური ნახეთქები, ბუასილი ).
- შაქრიანი დიაბეტი;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები;
- კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
- გულსისხლძარღვთა დაავადება ასაკოვან პირებში (ათეროსკლეროზი,გულის იშემიური დაავადება, კარდიოსკლეროზი.
- დამწვრობა, ეგზემა, ნეიროდერმიტი.
- ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას.
- ეფექტურია ჭრილობების სამკურნალოდ.
გამოიყენების წესი:
პროფილაქტიკის მიზნით: ერთი ჩაის კოვზი ჭამის შემდეგ, ან ყოველდღიურად სალათებისა და ფაფების შემადგენლობაში, 1–2 თვის განმავლობაში.
ღვიძლის დაავადებების დროს შეიძლება მივიღოთ ფარმაკოლოგიურ
პრეპარატებთან ერთად: 1 ჩაის კოვზი ორჯერ დღეში 30 წუთით ადრე ჭამამდე. 30 დღის განმავლობაში. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი შეიძლება გავიმეოროთ.
მსხვილი ნაწლავის დაზიანების დროს: გამწმენდი ოყნის შემდეგ ყოველდღიურად მიკროოყნის სახით 30 მლ ზეთი.