გოგრის, ბაყაყურას, სეზამის თესლით
ხორბლის ფაფა, ფუნთუშებისაგან განსხვავებით, ხელს არ უწყობს სიმსუქნეს. პირიქით, აძლევს ორგანიზმს დამატებით ენერგიას და კვების რაციონში აუცილებელი კომპონენტია გაზრდილი ფიზიკური და გონებრივი მუშაობის შემთხვევაში.
ხორბლის ფაფა აუმჯობესებს წვრილი და მსხვილი ნაწლავის ფუნქციონირებას და პერისტალტიკას, ეხმარება დაგროვილი შლაკებისასან განთავისუფლებაში, აწესრიგებს ნახშირწლებისა და ცხიმების ცვალას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, გამოჰყავს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მარილები, ანტიბიოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხელს უშლის კუჭის სასარგებლო მიკროფლორის განადგურებას.
ხორბალში შემავალი პექტინები შეიწოვენ ნაწლავებში მყოფ მავნე ნივთიერებებს, ამით ამცირებენ ლპობით პროცესებს, ახდენენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. დილით, საუზმეზე ფაფის მირთმევის შემთხვევაში მთელი დღის განმავლობაში იქნებით ენერგიით სავსე და სადილამდე არ შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა. ეს ფაფა დააკმაყოფილებს თქვენს ორგანიზმს ყველა აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით და გაგანთავისუფლებთ ზედმეტი ცხიმისაგან მუცლის არეში.
გოგრის თესლი – ის თუთიის მდიდარი წყაროა. შეიცავს 53 მიკრო და მაკროელემენტს, ვიტამინებს – B ჯგუფის; A; E; P; PP, შეუცვლელ უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს: ომეგა–3, ომეგა–6, ომეგა–9. აქვს ძლიერი ანტიპარაზიტარული და ანტიჰელმინტური თვისებები. ხალხურ მედიცინაში ის ცნობილია „მინიატურული აფთიაქის” სახელით.
ბაყაყურას თესლი – ცნობილია, როგორც მარალი ბიოლოგიური ღირებულების პროდუქტი. ეს უნიკალური სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივი კომპოზიცია შეიცავს სილიმარინს, რომელიც ახდენს ღვიძლის უჯრედების რეგენერაციას, აფერხებს ტოქსინების შეღწევას ღვიძლში, აღადგნს უკვე დაზიანებულ ღვიძლის უჯრედებს. აუმჯობესებს ღვიძლის გამწმენდ ფუნქციას და მოჰყავს ის წესრიგში. ბაყაყურას თესლი ეფექტური ჰეპატოპროტექტორია, რომელიც ანეიტრალებს ალკოჰოლით და სხვა ტოქსიური ნივთიერებებით მიყენებულ ზიანს.
სეზამის თესლი – აწესრიგებს კუჭ–ნაწლავის მოქმედებას, დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში. ამცირებს თრომბების წარმოქმნის ალბათობას, აჩქარებს სისხლის შედედების პროცესს, აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. სასარგებლოა ღვიძლის, საყრდენ–მამოძრავებელი, ფარისებრი ჯირკვლის, ნერვული და სისხლმბადი სისტემის დაავადებების დროს.
რეკომენდირებულია:
- შაქრიანი დიაბეტის დროს;
- ინსულინის ნორმალური სეკრეციის აღსადგენად;
- შარდსაწვეთი სისტემის ფუნქციის დარღვევის შემთხვევში და წინამდებარე ჯირკვლის მუშაობის მოსაწესრიგებლად. აფერხებს ადენომის წარმოქმნას;
- დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
- გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პრევენციისთვის;
- ნაწლავების მიკროფლორის მოსაწესრიგებლად;
- როგორც ანტისოკოვანი, ანტიჰელმინტური და ანტიპარაზიტარული საშუალება;
- ცხიმოვანი ცვლის მოშლის შემთხვევაში;
- ორგანიზმის ნაადრევი სიბერისაგან დასაცავად;
- ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად;
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებების შემთხვევაში;
- ჰეპატიტის, ცეროზის, ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის შემთხვევაში;
- ჰემოროის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა შემთხვევაში;
- ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის, ანემიის შემთხვევაში.