ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშვალებით, პირველადი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ნიგვზის ლებნებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.


ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია და არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ.ს. ამიტომ ძვირიანი, ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) ნაცვლად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშვალებას წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშვალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
ნიგვზის ზეთი ფართოდ გამოიყენება ფრანგულ და ქართულ სამზარეულოში. რეკომენდირებულია სალათების, ცივი კერძების, სოუსების, ფუნთუშების დასამზადებლად. აქვს შეუდარებელი ნაზი გემო. არის შესანიშნავი დიეტური პროდუქტი.
ხშირად გამოიყენება გადატანილი დაავადებების, ოპერაციების შემდეგ, ავადმყოფის რეაბილიტაციის პერიოდში. ნიგვზის ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმული ადამიანებისათვის.
ნიგვზის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ნიგვზის ზეთის შემადგენლობაში შედის: ნახევრადარანაჯერი ცხიმოვანი მჟავები (ლინოლინის და ლინოლეინის), ვიტამინები E, A, P, C კაროტინოიდები, B ჯგუფის ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები (თუთია, იოდი, სპილენძი, კალციუმი, მაგნიუმი,რკინა ფოსფორი, კობალტი), ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
ნიგვზის ზეთი შეიცავს E ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას.
ნახევრადარანაჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა–3 და ომეგა–6, რომლებსაც შეიცავს ნიგვზის ზეთი, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას, ასუფთავებს სისხლძარღვებს, ათხელებს სისხლს,აფერხებს სისხლის კოლტების წარმოქმნას.
- ნიგვზის ზეთი აუცილებელია ხანდაზმული ადამიანებისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ჰიპერტონიით, ათეროსკლეროზით, გულის იშემიური დაავადებით, დიაბეტით.
- ნიგვზის ზეთი წარმატებით გამოიყენება ქრონიკული ჰეპატიტის, კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის სამკურნალოდ. ასევე , როგორც ანტიჰელმინტური საშვალება. ნიგვზის ზეთი იცავს ორგანიზმს კონცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას რადიაციული გამოსხივებისადმი, ორგანიზმიდან გამოყავს რადიონუკლიდები, აქვს ანტისიმსივნური მოქმედება.
- უძველესი დროიდან ნიგვზის ზეთი გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ. კარგად კურნავს კანისა და ლორწოვანი გარსის ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ჭრილობების, ნახეთქების, ძნელად შეხორცებადი წყლულების შეხორცებას.
- ეფექტური საშვალებაა ფსორიაზის, ეგზემის ფურუნკულოზის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების შემთხვევაში. კოსმეტოლოგიაში ნიგვზის ზეთი გამოიყენება მშრალი კანის დასარბილებლად, ასევე რუჯის გასაუმჯობესებლად.
- აღსანიშნავია ზეთის ეფფექტური მოქმედება ტანის სამკურნალო მასაჟის დროს.
- გთავაზობთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის შედეგებს, გამოქვეყნებულს გაზეთ “New England Journal of Medicine”:
„…ნიგვზის ზეთის ოთხკვირიანი მიღების შემდეგ,რამოდენიმე თვის განმავლობაში არ შეიმჩნევა ქოლესტერინის მატება სისხლში.
ამ ზეთს დიდი მნიშვნელობა აქვს ათეროსკლეროზის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და ნივთიერებათა ცვლის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
ნიგვზის ზეთი რეკომენდირებულია: ქრონიკული ართრითების, ქრონიკული კოლიტის სამკურნალოდ, ასევე კანის ჭრილობების, დამწვრობების, წყლულოვანი დაზიანებების შემთხვევაში. მძიმე ოპერაციების და ტრავმების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში. ნაწლავების და კუჭის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. რეკომენდირებულია ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.
ნიგოზი და ნიგვზის ზეთი შეიცავს მცენარეულ ფერმენტს–ენტიმირიაზას, რომელიც ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას სასქესო ორგანოებში და ახდენს სპერმატოგენეზის სტიმულაციას.
ნიგვზის ზეთი არაჩვეულებრივი საშვალებაა გასახდომად და ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად.”
- არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც შეიცავს ნიგვზის ზეთი, არ სინთეზირდებიან ორგანიზმში და მათი შეცვლა, ცხოველურ ცხიმებში შემავალი ცხიმოვანი მჟავებით, შეუძლებელია. ამ ზეთში შემავალი ფოსფოლიპიდები დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, სიტოსტერინი, კი ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას კუჭ–ნაწლავის სისტემაში. ნიგვზის ზეთი აუმჯობესებს უჯრედული იმმუნიტეტის ხარისხს, დაბლა წევს სისხლში ცირკურილებადი იმუნური კომპლექსების კონცენტრაციას, მაღლა წევს ორგანიზმის რეზისტენტობას მწვავე რესპირატორული დაავადებების მიმართ. ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A E და კაროტინოიდები) ანეიტრალებენ რადიონუკლიდებს, აფერხებენ რადიაციით გამოწვეულ პროცესებს. ზეთში შემავალი ვიტამინები, რომლებიც წარმოადგენენ აქტიურ ანტიოქსიდანტებს, ანელებენ დაბერების პროცესს.
- მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ეფექტი ახასიათებს ვიტამინ C, მინერალებს თუთიას და სპილენძს. აძლიერებენ რა სისხლძარღვთა კედლებს, ისინი ეწინააღმდეგებიან ღვიძლისა და სისხლძარღვების ცხიმოვან ინფილტრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულსისხლძარღვთა, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის, შაქრის დიაბეტის დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
- ნიგვზის ზეთი ამცირებს ქოლესტერინის გამომუშავებას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, ამცირებს თავისუფალი რადიკალების დაჟანგვის პროცესს.
- გამოიყენება გულსისხლძარღვთა დაავადებათა პროფილაქტიკისათვის.
- აქვს ძლიერი ჭრილობების შემხორცებელი მოქმედება.
საერთო რეკომენდაციები ზეთის მიღებასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების ზომები.
შინაგანი მიღების წესი: 1 ჩ/კ ჭამამდე 30წთ ადრე 2–3ჯერ დღეში,არ შეიძლება წყლის დაყოლება. 1–3წლამდე ბავშვებმა 3–5 წვეთი; 3–6 წლამდე 5–10 წვეთი;6–10წლამდე1ყავის კოვზი; 10–14 წლამდე 1 ჩ/კ.
ერთჯერადი მიღება: დილით უზმოზე, ყოველდღიურად. ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის და ტუბერკულოზის დროს ნიგვზის ზეთი რეკომენდირებულია მივიღოთ თაფლთან ერთად.
გარეგანი გამოყენება: წავისვათ კანის დაზიანებულ ადგილებზე.
უსაფრთხოების ზომები: არ მივიღოთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების პერიოდში, ეროზიული გასტრიტის და კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის შემთხვევაში.