არარაფინირებული არაქისის ზეთი ახდენს სასიკეთო გავლენას კანზე, თმაზე, ფრჩხილებზე:
ნიღაბი მშრალი და პრობლემური კანისთვის
უნდა ავიღოთ 1 ჩ/კ არაქისის ზეთი, 1ჩ/კ დანაყილი ნიგოზი, 2ვაშლის ფაფა და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა დავიდოთ სახეზე 30 წთ. უნდა ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ამ ნიღბით შეიძლება ებრძოლოთ აკნეს.
ზეთების ნარევი სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღბისთვის
2ჩ/კ არაქისის ზეთს დავუმატოთ 1ჩ/კ ჟოჟობის ზეთი, 3 წვეთი ნეროლის ეთერული ზეთი. ამ ნარევით გავიკეთოთ სახის მასაჟი. შემდეგ, ქაღალდის ხელსახოცით შევიმშრალოთ სახე და შევისხათ თბილი წყალი. ნიღაბი არაჩვეულებრივად ასწორებს ნაოჭებს. რეკომენდირებულია მშრალი და მობერებული კანისთვის.
სახის ნიღაბი სიმშრალისკენ მიდრეკილი კომბინირებული კანისთვის, ხშირი მუწუკებით
საშვალო სიმჟავის 2ს/კ ვაშლის რბილობს დავუმატოთ 1ს/კ არაქისის ზეთი, 2ჩ/კ დაფქვილი ნიგოზი. ყველაფერი ავურიოთ (თუ მიღებული მასა გამოვიდა სქელი , ოდნავ გააზავეთ სუფთა წყლით) დაიდეთ სახეზე 15-20 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყლით.
სახის გამაახალგაზრდავებელი მასაჟი
შემადგენლობა: არაქისის ზეთი, კრაზანას ზეთი, ეთერული ზეთი (ვარდის ან გრეიფრუტის).
გამოყენება: ავურიოთ 2ჩ/კ არაქისის და 1ჩ/კ კრაზანას ზეთი. მშრალი კანის შემთხვევაში ცხიმოვან ფუძეს დავუმატოთ 3-5 წვეთი ვარდის, ცხიმიანი კანისას-ასეთივე რაოდენობის გრეიფრუტის ეთერული ზეთი. ყველა კომპონენტი ძირფესვიანად ავურიოთ და მიღებული ნაზავით გავიკეთოთ მასაჟი.
ნიღაბი მშრალი, პრობლემური კანისთვის, აკნეთი
შემადგენლობა: არაქისის ზეთი, მწვანე ნიგოზი, ვაშლი
გამოყენება: 1ჩ/კ არაქისის ზეთს დავუმატოთ 1ჩ/კ დაქუცმაცებული მწვანე ნიგოზი და ერთი ან ორი ვაშლის ფაფა. ყველაფერი კარგად ავურიოთ. მიღებული ნაზავი დავიდოთ წინასწარ გასუფთავებულ სახეზე 20-30 წთ, შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
ხელის და ფრჩხილების მასაჟი
შემადგენლობა: არაქისის ზეთი, გოგრის ზეთი, ქაცვის ზეთი
გამოყენება: ერთმანეთს ავურიოთ თითო ჩაის კოვზი არაქისის, გოგრის და ქაცვის ზეთი. 38-40 გრადუსამდე წყლის აბაზანაზე წინასწარ შემთბარი ნარევით დავიზილოთ თითები და ფრჩხილები.
არომატული აბაზანა
შემადგენლობა: არაქისის ზეთი, ეთერული ზეთი (ლავანდის ფაჩული და ილანგილანგი) გამოყენება: გავაზავოთ ერთი ჩაის კოვზი არაქისის ზეთი და 6–8 წვეთი ეთერული ზეთი ლავანდის ფაჩული და ილანგილანგი ან სხვა რომელიმე მცენარის თქვენთვის სასურველი შედეგის გათვალისწინებით.
ნიღაბი სახისთვის „კოენზიმ Q10″
შემადგენლობა: არაქისის ზეთი, კვერცხის გული, თაფლი, ლიმონის წვენი
გამოყენება: 2ს/კ არაქისის ზეთი (არაქისი გახლავთ კოენზიმ Q10 წყარო), 1 კვერცხის გული, ½ ს/კ თაფლი, ცოტა რაოდენობის ლიმონის წვენი. ავურიოთ არაქისის ზეთი კვერცხის გულს, დავუმატოთ ლიმონის წვენი და თაფლი. დავიდოთ სახეზე 30 წთ. ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
კანის სილამაზისთვის
მცენარეული ზეთით დაბანა არამარტო ასუფთავებს ნებისმიერი ტიპის კანს, არამედ იცავს გამოშრობისაგან, ანიჭებს მას სიმკვრივეს და ელასტიურობას. ზეთიანი ქილა ჩავდოთ ცხელ წყალში, შემდეგ ცხელ წყალში დავასველოთ სახის საწმენდი ტამპონი, დავასხათ შემთბარი ზეთი. ტამპონით გავიწმინდოთ სახე. შევიმშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით, ან ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
აქერცლისკენ მიდრეკილი მშრალი კანის ნიღაბი
ძილის წინ კარგია სახის მსუბუქი მასაჟი ზეთით (ნუშის ან სეზამის). მასაჟის მერე ხელსახოცით შევიმშრალოთ სახე.
თმებისთვის
მშრალ და ცვენად თმებში შევიზილოთ ოდნავ შემთბარი ზეთისა და კვერცხის გულის ნაზავი. დავიტოვოთ ნახევარი საათით და შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.
კბილის ტკივილის დროს
2 კოვზ თბილ არაქისის ზეთს დავუმატოთ ცოტა საჭმელი სოდა. შევიზილოთ მტკივნეული კბილის ირგვლივ ღრძილებზე დღეში რამოდენიჯერმე.