სიმინდის ზეთი:
ვიტილიგო
თეთრ ლაქებზე, კანზე წავისვათ შემდეგი ნარევი, ავიღოთ სიმინდის ზეთი 1 წილი მზესუმზირის ზეთი 1 წილი და ზეითუნის ზეთი 3 წილი. ეს ნარევი დავასხათ კრაზანას დაქუცმაცებულ ყვავილების 1 წილსა და ფოთლების ერთ წილ ნარევს, ავურიოთ და დავაყენოთ ბნელ ცივ ადგილას. 1 თვის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ.
მასტოპატია:
სიმინდის ზეთი, ალოეს ზეთი, შავი ბოლოკი და 70 % სპირტი თანაბარი რაოდენობით შევურიოთ ერთმანეთს, დავდგათ ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, მივიღოთ 1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღების წინ ავანჯღრიოთ.
მოტიხილობის და დაჟეჟილობის შემთხვევაში
მტკივნეულ ადგილებზე წავისვათ 50 გრამი სიმინდის ზეთი, 20 გრამი ნაძვის ფისი, 1 თავი ხახვის ფაფა, 15გრ სპილენძის სულფატი.
ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის, ნაღვლის ბუშტის ჰიპომოტორული ფუნქციიის და ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს.
მივიღოთ 1–2 ს/კ სიმინდის ზეთი დილით უზმოზე, რის შემდეგ დავწვეთ მარჯვენა ფერდზე.
იმუნიტეტის ასამაღლებლად ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისათვის.
უნდა მივიღოთ 1 ს/კ 3 ჯერ დღეში დიდებმა და 1 ჩ/კ ბავშვებმა.
სიმსივნური წარმონაქმნების წინააღმდეგ: თანაბრად ავურიოთ ერთმანეთს სიმინდის ზეთი, ალოეს წვენი, შავი ბოლოკის წვენი და 70% სპირტი. დავაყენოთ ბნელ–ცივ ადგილას 7 დღის განმავლობაში. მივიღოთ 1 ს/კ 3–ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
უკუჩვენება: სიმინდის ზეთი უკუნაჩვენებია ადამიანებისათის რომლებსაც აქვთ ცუდი მადა, მაღალი სისხლის შედედების უნარი.