რეცეპტები

ასკილის ზეთი დაავადებათა წინააღმდეგ

  • გამოიყენება გონებრივი და ფიზიკური მუსაობის გასაძლიერებლად;
  • აფერხებს ორგანიზმის ნაადრევი დაბერების პროცესს;
  • ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ეროზიებისა და წყლულების მკურნალობას;
  • გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მკურნალობისას (ოყნის სახით);
  • გულის იშემიური დაავადებების, ჰიპერტონიის, ინსულტის შემთხვევაში;
  • გამოიყენება საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებების წინააღმდეგ;
  • აძლიერებს იმუნიტეტს, ახდენს ორგანიზმის გაჯანსაღებას;
  • ამაღლებს სექსუალურ პოტენციას;
  • ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას;
  • აუმჯობესებს მხედველობითი ორგანოების ფუნქციონალურ მდგომარეობას;
  • აწესრიგებს უჯრედშიდა ცვლას;
  • გამოიყენება დიაბეტური კვებისათვის;
  • არის არაჩვეულებრივი აღმდგენი, დამატენიანებელი. ასწორებს ნაოჭებს;
  • ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გასწორებას და პიგმენტური ლაქების გაღიავებას;
  • აქრობს ფეხმძიმობის შედეგად წარმოქმნილ პიგმენტურ ლაქებს;
  • სასიკეთოდ მოქმედებს ასაკოვან მოდუნებულ, მშრალ კანზე;
  • აღადგენს დაზიანებულ კანს, ეწინააღმდეგება შეხორცებების წარმოქმნას;
  • ეწინააღმდეგება კანში დაშლის პროდუქტებისა და დაბერების ფერმენტების დაგროვებას;
  • ამაღლებს კანის იმუნიტეტს,ეფექტურია მშრალი კანისთვის;
  • ეფექტურად კურნავს სტომატიტს, გინგივიტს, ღრძილების ანთებას;
  • იხმარება ნახეთქების ,დერმატიტების, ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ;
  • ეფექტურია მშრალი ეგზემის შემთხვევაში.

ასკილის ზეთი საერთო გამაჯანსარებელ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე, აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობას და ჰორმონების სინთეზს, ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, მონაწილეობს ნახშირწყლებისა და მინერალების ნივთიერებათა ცვლაში, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, აძლიერებს ჰორმონალურ და უჯრედულ იმუნიტეტს.

ასკილის ზეთის გარეგანი გამოყენებისას, ზეთში დასველებული მარლის საფენი უნდა დაიდოთ დაზიანებულ კანის მონაკვეთზე.

დერმატოზების შემთხვევაში ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად, ასკილის ზეთი უნდა მიიღოთ შინაგანად 1ჩ/კ დღეში 2–ჯერ.

ძალიან ეფექტურია ასკილის ზეთი თვალების ქვეშ ქუთუთოებისათვის და პირის ღრუს ირგვლივ.

ის რეკომენდირებულია ტანის კანის ყოველდღიური მოვლისათვის. ასკილის ზეთი გამოიყენება რინიტის, ფარინგიტის დროს. ყოველდღიურად შეიძლება წაისვათ ცხვირის, სახის ლორწოვან გარსზე, ან გამოიყენოთ ინგალაციისათვის.

ასკილის ზეთი რეკომენდირებულია, როგორც საერთო გამაჯანსაღებელი, ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება ასთენიის, ანემიის, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ის არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, იცავს უჯრედის სტრუქტურებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

თუ ორგანიზმი დასუსტებულია, ის შეიძლება გავაძლიეროთ შემდეგნაირად: მიიღეთ 1ჩ/კ ასკილის ზეთი 2–ჯერ დღეში ჭამის წინ.

უკუჩვენება:

არ შეიძლება ზეთის გამოყენება ცხიმიანი კანის, აკნეს და ძირმაგარას შემთხვევაში, ასევე პირადი აუტანლობის დროს.