ასკილის ზეთში შემავალი კომპონენტების მრავალფეროვნება განაპირობებს სახის კანზე მისი მოქმედების ფართო სპექტრს. მისი გამოყენებისას ხდება კანის ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება. ასკილის ზეთი კარგი მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებაა. აქვს ანტიმიკრობული მოქმედება, ამაღლებს კანის ადგილობრივ იმუნიტეტს და იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედებისაგან.
ასკილის ზეთის რეგენერაციის თვისება განაპირობებს მის მიერ კანის სხვადასხვა დაზიანებების შეხორცების სწრაფ პროცესს, აშორებს კანის კოსმეტიკურ დეფექტებს, როგორიცაა ნაიარევი და ნაჭდევები.
ასკილის ზეთის გამოყენება ეხმარება კანს სიბერესთან ბრძოლაში. ეწინააღმდეგება ნაოჭების წარმოქმნას, ამცირებს უკვე წარმოქმნილ ნაოჭებს და კარგად აძლიერებს კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას. ამის გარდა, ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის პიგმენტაციის შესამცირებლად, რეკომენდირებულია ნეიროდერმიტის, ეგზემის და ფსორიაზის სამკურნალოდ.
ასკილის ზეთი არაჩვეულებრივად უხდება დაღლილ და მოდუნებულ, მშრალ, მგრძნობიარე სახის კანს, შეიძლება წაისვათ თვალების ირგვლივ. ის ძალიან მსუბუქია ტავისი ტექსტურით და პრაქტიკულად არ ტოვებს მბზინვარებას.
მიუხედავად იმისა რომ ასკილის ზეთი აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ავიწროებს ფორებს, მისი სუფთა სახით გამოყენება კანის მარალი ცხიმიანობის, გამონაყარის შმთხვევაში რეკომენდირებული არ არის.
იდეალურად უზდება ასკილის ზეთი თვალების ირგვლივ მქონე ნაზ, თხელ კანს. ის შეიძლება წაისვათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე შეიძლება შეურიოთ თვალების ირგვლივ გამოყენებად ნებისმიერ მალამოს განუსაზღვრელი რაოდენობით.
რომ მივაღწიოთ ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს ზეთის წასმა აუცილებელია თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით.
მშრალი მოდუნებული სახის კანისთვის ასკილის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც სუფთა სახით, გაუზავებლად, ასევე ყოველდღიური მალამოების ნაცვლად, ან დაუმატოთ მზა მალამოებს.
კომბინირებული კანის დროს ზეთს ისმევთ მხოლოდ კანის მშრალ მონაკვეთებზე (ტუჩების ირგვლივ, ლოყაზე) და არ ისმევთ შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე.
კანის დაავადებების მკურნალობის დროს, კანის დაზიანებების შესახორცებლად, ან კოსმეტიკური დეფექტების აღსადგენად საჭიროა ასკილის ზეთში დასველებული მარლის საფენების დადება კანის დაზიანებულ ადგილებზე 25–30 წუთის განმავლობაში, 2–3 ჯერ დღეში.
ასკილის ზეთი გამოიყენება სახის კოსმეტიკური მასაჟისათვის და სახლში დამზადებული მალამოების ბაზისურ ფუძედ.
1ჩ/კ ასკილის ზეთი შეიძლება დავუმატოთ სხვადასხვა ლოსიონებს, გამწმენდ საშუალებებს, ნიღბებს, ტუჩის საცხებს, რომლებიც განკუთვნილია მშრალი მობერებული კანისთვის.