მაკადამიის თხილის ზეთის კოსმეტოლოგიური თვისებები:
მადამიის თხილის ზეთი კეთილშობილი ზეთის სახელითაა ცნობილი. ის მომენტალურად შეიწოვება კანის უჯრედების მიერ. აქრობს გაღიზიანებას, სიმშრალეს, აღადგენს კანის სირბილესა და სინაზეს.
ეს არაჩვეულებრივი და როგორც მას ეძახიან „ჯადოსნური” ზეთი ახორცებს ჭრილობებს,კურნავს დამწვრობებს, უბრუნებს კანს ახალგაზრდობას და სინაზეს. მაკადამიის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები, როგორც წესი ძალიან ძვირად ფასობს.
ზეთში პალმიტოლეინის მჟავის მაღალი შემცველობა, განსაკუთრებით მობერებული კანის შემთხვევაში, განაპირობებს კანის ზედაპირის სწრაფ აღდგენას. კანის შიგნით ეს ზეთი მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც აფერხებს უჯრედების მემბრანების დაშლას.
იმის გამო, რომ მაკადამიის ზეთი სწრაფად შეიწოვება კანის მიერ, მას „სწრაფქრებად” ზეთს ეძახიან. ის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ასაკოვანი კანის მოსავლელად: აღადგენს, ატონიზირებს, არბილებს და ატენიანებს კანს. მას იყენებენ მშრალი გაუწყლოებული კანის მოსავლელად.
ზეთის გამოყენების მთელი დროის მანძილზე არ არის დარეგისტრირებული არცერთი აუტანლობის, ან ნეგატიური ზემოქმედების შემთხვევა.
მაკადამიის ზეთი თმების მოვლის უნიკალური საშუალებაა. ის კარგად ნაწილდება თმების ზედაპირზე და აჯანსაღებს მათ. ამავ დროულად ქრება სტრუქტურული განსხვავება თმის ძირებსა და თმების წვეროებს შორის. თმები იძენენ ჯანმრთელ იერს.
მაკადამიის ზეთი აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას. კანი ხდება სწორი და გლუვი, თმები კი ძლიერი და მბზინვარე.
მაკადამიის ზეთი მდგრადია ,იშვიათად იძენს სიმწრის გემოს. იდეალურად გამოდგება კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისათვის, გამოიყენება მალამოების სახით, რადგან სწრაფად შეიწოვება დერმის უჯრედების მიერ. ის გამოიყენება ბალზამებისა და ტუჩის საცხის წარმოებისას, ჰიპოალლერგიულობის გამო ბავშვის მოვლის საშუალებებშიც.
პალმიტოლეინის მჟავის მაღალი შემცველობა განაპირობებს ამ ზეთის გამაახლგაზრდავებელ ეფფექტს. მოცემული მჟავა ბუნებრივად არსებობს ახალგაზრდა კანის უჯრედებში, მაგრამ ასაკთან ერთად მისი შემცველობა მცირდება. მაკადამიის ზეთი კი აახალგაზრდავებს კანის ზედაპირს. ეს უნიკალური ბუნებრივი საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ტიპის კანის მოსავლელად: ბავშვობიდან სიბერემდე. ის არ აბინძურებს ფორებს, როგორც ზოგიერთი სახეობის ზეთი და ამიტომ პრობლემური კანის ზედაპირისთვისაც კი უსაფრთხოა.
თუ თქვენ მოგწონთ ალტერნატიული ბუნებრივი საშუალებების გამოყენება, შეგიძლიათ ისარგებლოთ მაკადამიის ზეთით, ძვირიანი კოსმეტიკური საშუალებების მაგივრად, რომლებიც შეიცავენ ბევრ მავნე ქიმიურ დანამატებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის.
სახეზე სხვადასხვა კოსმეტიკური პრობლემების წარმოქმნისას მაკადამიის ზეთი ასრულებს „სასწრაფო დახმარების” როლს. ის სწრაფად შეიწოვება და სწრაფადვე აქრობს კანის გაღიზიანებას და აქერცვლას. ამით ის უბრუნებს კანს სინაზესა და სირბილეს. თავისი მოქმედებით გვაგონებს წაულის (ნორკის) ცხიმს– საუკეთესოდ შეიწოვება. კვებავს კანს სასარგებლო ნივთიერებებით და აქტიურად ატენიანებს მას.
თავისი უნიკალური თვისებებისა და ტექსტურის გამო, ზეთი გამოიყენება თვალის ნაზი, თხელი კანის ყოველდღიური მოვლისათვის. მაკადამიის ზეთი იდეალური მალამოა ნებისმიერი კანისთვის.
ეს ყველსაზე ჰიპოალერგიული კოსმეტიკური საშუალებაა. მას არ აქვს უკუჩვენებები. სიფრთხილე მმართებთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური აუტანლიბა თხილის მიმართ და კერძოდ მაკადამიის თხილის მიმართ.
კოსმეტიკური ჩვენებები:
მაკადამიის ზეთი ჰიპოალერგიული პროდუქტია და ამიტომ შეიძლება მისი უსაფრთხოდ გამოყენება.
მაკადამიის ზეთი ღრმად აღწევს კანის სიღრმეში მომენტალურად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან მბზინვარებას.
თმების მოსავლელად: თმების ყოველდღიური დაცვისათვის აუცილებელია სავარცხელი დავასველოთ ზეთში და თმები დავივარცხნოთ 2-3 ჯერ დღეში. შეიძლება გამოვიყენოთ მაკადამიის ზეთი სუფთა სახით ან დავუმატოთ ეთერული ზეთი. (5წვეთი ეთერული ზეთი- მაკადამიის 10მლ ზეთზე).
საბანაოდ ან ბასეინზე წასვლის წინ, ზეთში დასველებული სავარცხლით ჩამოივარცხნეთ თმები. ეს დაგიცავთ გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისაგან (ქლორი, ქარი, მარილი და ა.შ.)
რეგულარული გამოყენებისას ქრება თმების სიმშრალე და მტვრევადობა, წყდება მათი ცვენა.
მაკადამიის ზეთი კარგად ასველებს თმებს და თანაბრად ნაწილდება თავის კანზე, კვებავს და აძლიერებს მას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეფექტი მშრალი და მტვრევადი თმების შემთხვევაში, ასევე მრავალჯერ შეღებილი თმებისთვის. ეს ზეთი აღადგენს სტრუქტურას, რის გამოც თმა ხდება ჯანმრთელი და ძლიერი.
მაკადამიის ზეთი ეფექტური ენერგეტიკული ზეთია, რომელიც დაგეხმარებათ ფიგურის მოდელირებაში. ის აძლიერებს სისხლის მიკროცირკულაციას. ეფექტურია როგორც ანტიცელლულიტური კოსმეტიკური საშუალება, აქრობს სტრიებს, კანს ხდის უფრო ელასტიურს და მკვრივს.გამოიყენება ყველა სახის მასაჟისათვის, რადგან მთლიანად შეიწოვება და აითვისება ეპიდერმისის მიერ.
სახის კანის გასაწმენდად: რამოდენიმე წვეთი ზეთი დაასხით ცხელ წყალში დასველებულ ბამბის ტამპონზე. ნაზად გაიწმინდეთ სახე.
ზეთის შინაგანი მიღება ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის ასანაზღაურებლად: 1 ს/კ 1-ჯერ დღეში.
ზაფხულის პერიოდში თავის კანის დასატენიანებლად: რამოდენიმე წვეთი ზეთით დაისველეთ თითები და 3-5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ კანში, რის შემდეგ კარგად დაივარცხნეთ თმები მთელ სიგრძეზე.
ნიღაბი თმებისთვის მბზინვარებისა და აბრეშუმის სინაზის მისანიჭებლად:
2 ს/კ მაკამადიის ზეთი შეურიეთ მეოთხედ ლიმონის წვენს, შეათბეთ ზეთი წყლის აბაზანაზე. თბილ მდგომარეობაში ნახევარი საათით ადრე დაბანამდე, დაისველეთ თმის ძირებიდან მთელ სიგრძეზე.
მკვებავი ნიღაბი: ზეთი გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ თავშალი, შემოიხვიეთ პირსახოცი მთელი ღამის განმავლობაში. დილით ჩამოიბანეთ ლიმონის წვენით ან ვაშლის ძმრით გაზავებული წყლით.
მაკადამიის ზეთი მცენარეული ზეთია. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან ერთად, როგორც დღისა და ღამის მალამო. ის შეიძლება გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაცილებლად, შეიძლება დავუმატოთ მალამოებს და ლოსიონებს ეფექტის გასაძლიერებლად. ამისთვის მალამოს დაუმატეთ გამოყენების წინ 5-6 წვეთი ზეთი.