მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვების რაციონში, როგორც დიეტური ჩანართი კუჭ–ნაწლავის გზების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. შვრიის ქატოს უჯრედისი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თრომბების წარმოქმნის ალბათობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ზრდის მის თავდაცვითუნარიანობას. ეხმარება ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დისბაქტერიოზის თავიდან აცილებაში, არეგულირებს წინამდებარე ჯირკვლის მუშაობას, გამოყავს ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანს.
შვრიის ქატო შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ 12 ამინომჟავებს. ის მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც თავისი მნიშვნელობითა და რაოდენობით, სხვა მცენარეულ ნედლეულებთან შედარებით, ანალოგი არ აქვთ. შვრიაში შემავალი პოლიფენოლები აფერხებენ ათეროსკლეროზს, რადგან დაბლა წევენ ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში. შვრიის ქატოს უჯრედისი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, სიცხის დამწევი საშუალება. აქვს სკლეროზისა და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება. აგრეთვე შვრიის ქატოს იყენებენ მწვავე ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის დროს, ის შეიცავს საკვებ ბოჭკოებს (ბეტა–გლუკანს), რომელიც დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, შეიცავს სისხლძარღვთა დამცველ უნიკალურ ანტიოქსიდანტ ავენატრამიდს. შვრიის ქატოში დიდი რაოდენობითაა რკინა, გოგირდი (რაც მნიშვნელოვანია ნერვულ ქსოვილებში, სისხლში, თმებში, ძვლებში ფრჩხილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის), სილიციუმი (აფერხებს თმის ცვენას და დეგენერაციულ პროცესებს), ფოსფორი და კალიუმი.
შვრიის ქატოს უჯრედისი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა გლუკოზის შეწოვის სიჩქარესაც. შესაბამისად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნილება ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე.
შვრიის ქატოს უჯრედისი წარმოადგენს შესანიშნავ გასახდომ საშუალებას, ებრძვის სიმსუქნეს, აწესრიგებს წონას.
უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს რა ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში, უჯრედისი ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების ადსორბირება, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.
მამაკაც ები, რომელთა რაციონში შედის შვრიის ქატოს უჯრედისი სწრაფად აღიდგენენ პოტენციას და მრავალი წლების მანძილზე ინარჩუნებენ მას. იგი გამოიყენება კვების რაციონში მაღალი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის შემთხვევაში, როგორც საკვები ბოჭკოების, ცილების ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დამატებითი წყარო. უქმნის საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გულსისხლძარღვთა სისტემას, ნორმალური მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებს. აფერხებს ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ბუასილის, ტრომბოფლებიტის, იშემიის და დიაბეტის განვითარებას.
შვრიის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას,აძლიერებენ იმუნიტეტს. შვრიის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა 3 და ომეგა 6–ით. როგორც სელის ზეთი, ასევე შვრიის ქატოს უჯრედისი, თავისი შემადგენლობით არეგულირებენ ესტროგენების ბალანს ორგანიზმში. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას.
შვრიის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.
შვრიის ქატოს უჯრედისი– ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტია, უნიკალური ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული თვისებებით.
შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.
შვრიის ქატოს უჯრედისის სასარგებლო თვისებები
შვრიის ქატოს უჯრედისის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს მასში შემავალი საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა.
შვრიის ქატოს უჯრედისი არეგულირებს ნაწლავების მუშაობის პროცესს, აუმჯობესებს მიკროფლორას და ახდენს წონის კორექტირებას. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მოხდენილი სხეულის შესაქმნელად.
ქატო შედგება მარცვლის ფერადი გარსისაგან, მარცვლეულის ჩანასახისაგან და მარცვლის ალეირებული ფენისაგან. შვრიის ყველაზე სასარგებლო ნაწილს წარმოადგენს ქატო. ქატოში შეკრებილია მთელი მარცვლის ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების 90%. მაღალი ხარისხის შვრიის ფქვილი კი გახლავთ სუფთა სახამებელი, რომელშიც არ არის ცოცხალი უჯრედები და აქტიური მიკროელემენტები, რომლებსაც ასე საჭიროებს ჩვენი ორგანიზმი.
შვრიის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ქოლესტერინის და შაქრის დონის დაწევას სისხლში. ასევე უჯრედისი აწესრიგებს ნაღვლის წვენის გამოყოფას სანაღვლე სადინარების დისკინეზიის შემთხვევაში, ხსნის შეკრულობას. შვრიის ქატოს უჯრედისის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების შენაერთების გამოყოფას. შვრიის ქატო შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ 12 ამინომჟავებს. ის მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც თავისი მნიშვნელობითა და რაოდენობით ანალოგი არ აქვთ, სხვა მცენარეულ ნედლეულებთან შედარებით. შვრიაში შემავალი პოლიფენოლები აფერხებენ ათეროსკლეროზს, რადგან დაბლა წევენ ქოლესტერინისა და ლიპოპროტეიდების დონეს სისხლში. შვრიის ქატოს უჯრედისი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს როგორც შარდმდენი, ოფლმდენი, სიცხის დამწევი საშუალება. აქვს სკლეროზისა და წყლულის საწინააღმდეგო მოქმედება. გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც დამხმარე საშუალება. აგრეთვე შვრიის ქატოს იყენებენ მწვავე ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის დროს, ის შეიცავს საკვებ ბოჭკოებს (ბეტა–გლუკანს), რომელიც დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, შეიცავს სისხლძარღვთა დამცველ უნიკალურ ანტიოქსიდანტ ავენატრამიდს. შვრიის ქატოში დიდი რაოდენობითაა რკინა, გოგირდი (რაც მნიშვნელოვანია ნერვულ ქსოვილებში, სისხლში, თმებში, ძვლებში ფრჩხილებში მიმდინარენივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის), სილიციუმი (აფერხებს თმის ცვენას და დეგენერაციულ პროცესებს), ფოსფორი და კალიუმი.
შვრიის ქატოს უჯრედისი გასახდომად
ძალიან სასარგებლოა შვრიის ქატოს უჯრედისი ზედმეტი წონის მქონე ადამიანებისთვის, ის მათ ეხმარება გახდომაში. ბოჭკოვანას დიდი რაოდენობით შემცველი საკვები შეიწოვება ნელა, რაც იძლევა დანაყრების შეგრძნებას ხანგრძლივი დროის მანძილზე. ასევე შვრიის ქატოს უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვისა და თავისთავად კალორიულობის დაქვეითებას. შვრიის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.
ამის გარდა, კუჭში გაფუებული და მოცულობაში გაზრდილი შვრიის ქატოს უჯრედისი სწრაფად იძლევა დანაყრების ილუზიას და იცავს ადამიანს ზედმეტი ჭამისაგან, შესაბამისად ზედმეტი წონისა და სიმსუქნისაგან.
შვრიის ქატოს უჯრედისი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ვიტამინ A და E, მიკროელემენტებს K, Ca, Ft, Cu, Zn, Mg, Se, Cr და ა.შ. ქატო თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ ჯანსაღი კვების პროდუქტებს. ცნობილია, რომ მარცვლეულის დაფქვისას ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება იშლება. ცომეულის მოყვარულებს, როგორც წესი მომატებული აქვთ კუჭის წვენის მჟავიანობა. თუ თქვენი საჭმელი მომზადებული იქნება დაუმუშავებელი მარცვლისგან, ან ქატოს გამოყენებით თქვენ განიკურნებით შეკრულობისა და მისგან გამომდინარე დაავადებებისაგან, როგორიცაა ჰემოროი,, სიმსუქნე, თრომბოფლებიტი, იშემია, დიაბეტი.
შვრიის ქატოს უჯრედისი სიმსუქნისა და დიაბეტის წინააღმდეგ
მცენარეული ბოჭკოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ქატო, ძნელად გადამუშავდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე, ადამიანიც დიდი დროის განმავლობაში ვერ გრძნობს შიმშილს. ასევე მას აქვს დაბალი კვებითი ღირებულება. ამით აიხსნება შვრიის ქატოს უჯრედისის პოპულარობა ზედმეტი წონის მქონე ადამიანებში. ნაწლავებში გავლის მომენტში ქატოს უჯრედისი ფუვდება, ქმნის რბილ მასას,რომელიც შემდგომ ასუფთავებს ნაწლავებს ლპობის პროდუქტებისა და კანცეროგენებისაგან.
შვრიის ქატოს უჯრედისი რეკომენდირებულია შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის, როგორც ეფექტური დამხმარე საშუელება. მისი საკვებში რეგულარული გამოყენება აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში.
შვრიის ქატოს უჯრედისი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა გლუკოზის შეწოვის სიჩქარესაც. შესაბამისად მცირდება ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე ორგანიზმის მოთხოვნილება. მისი მოხმარებისას მინიმუმამდეა დაყვანილი სისხლში შაქრის რაოდენობის მკვეთრი ცვლილებების ალბათობა. შესაბამისად მცირდება დატვირთვა კუჭქვეშა ჯირკვალზე.
შვრიის ქატოს უჯრედისი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
შვრიის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები B3, B6, B9 საკმაოდ დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, რითაც ამცირებენ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბოლთების წარმოქმნის რისკს. ვიტამინ B1, რომელსაც შეიცავს შვრიის ქატოს უჯრედისი, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მრავალ ფუნქციაზე. K და MG აუცილებელია ჩვენი გულის კუნთოვანი ქსოვილისა და სისხლძარღვებისათვის. ასე რომ საკვებში შვრიის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ათეროსკლეროზის, ტაქიკარდიის, არითმიის, კორონარული მიმოქცევის დარღვევის, ინფარქტის, ინსულტის პროფილაქტიკისათვის.
შვრიის ქატოს უჯრედისი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი გახდა ამერიკის გულის ასოციაციის მიერ, მისი სამკურნალო თვისების გამო –სწრაფად დაწიოს სისხლში ქოლესტერინის დონე.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტ უხეშ უჯრედისს მოიხმარს ადამიანი, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. სწორედ ასეთ საკვებს წარმოადგენს ქატო. უჯრედისის დიდი შემცველობის გამო ქატო ცუდად გადამუშავდება.
შვრიის ქატოს უჯრედისის სარგებლობა ქალისა და მამაკაცის ორგანიზმისათვის
ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ქატოს უჯრედისს მოიხმარენ, ნაკლებად ავადდებიან გულის დაავადებებით. უჯრედისის სამკურნალო და დამცავი თვისებები პირდაპირ კავშირშია მასში დიდი რაოდენობით შემავალ ვიტამინებთან, მინერალებთან, ანტიოქსიდანტებთან და ფიტონუტრიენტებთან. ამის გარდა, ზოგიერთი მცენარეული ლიგნინი, რომელსაც შეიცავს ქატოს უჯრედისი სინამდვილეში მიეკუთვნება ფიტოესტროგენებს და მათი რეგულარული გამოყენება საკმაოდ წარმატებულად აფერხებს ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეების წარმოქმნას.
შვრიის ქატო მდიდარია ვიტამინებით B3 და B6, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით ომეგა 3 და ომეგა 6–ით. როგორც სელის ზეთი, ასევე შვრიის ქატოს უჯრედისი, თავისი შემადგენლობით არეგულირებს ესტროგენების ბალანს ორგანიზმში. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციას.
მამაკაც ები, რომელთა რაციონში შედის E ვიტამინით მდიდარი შვრიის ქატოს უჯრედისი სწრაფად აღიდგენენ პოტენციას და მრავალი წლების მანძილზე ინარჩუნებენ მას. რასაც მივირთმევთ: პესტიციდები ბოსტნეულში და ხილში, საკვები დანამატები, საღებავები, ხორცში შემავალი ვერცხლისწყალი და ტყვია, კანცეროგენები–ყველაფერი ხვდება ჩვენს მსხვილ ნაწლავში და შეიწოვება ორგანიზმში. ძირითადად მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს ფეკალიებში შემავალი კანცეროგენები.
როგორც ჩანს, შვრიის ქატოს უჯრედისი გამოსადეგარია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესისათვის. ასეც არის. უკუჩვენებები შეიძლება მხოლოდ გასტრიტის, პოლიპების კუჭის წყლულის გამწვავების პერიოდში ჰქონდეს. ამ შემთხვევაში შვრიის ქატოს უჯრედისის მიღება დროებით უნდა შეწყვიტოთ.
თუ თქვენ საღამოს შეგაწუხათ მწვავე შიმშილის გრძნობამ და თქვენი დიეტოლოგი კი გიგრძალავთ 18სთ. შემდეგ ჭამას, ერთ ჭიქა მაწონთან ერთად მუჭა შვრიის ქატოს უჯრედისის მიღება, შესანიშნავად მოგიხსნით შიმშილის გრძნობას.
ქატოთი გამდიდრებულლი საკვები, ხელს უწყობს სპეციალური მასალის ფორმირებას, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ჩვენი კუჭ-ნაწლავი დღეში უნდა ღებულობდეს 30გ საკვებ ბოჭკოვანას. საკვები ბოჭკოვანა (ცელულოზა) ქმნის დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა, აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას, ნაწლავთა პერისტალტიკას, თავისი ფორებიანი სტრუქტურის მეშვეობით აკავებს დიდი რაოდენობის წყალს, ზრდის ფეკალური მასების რაოდენობას, ააქტიურებს მათ მოძრაობას მსხვილ ნაწლავში, დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე, ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. უჯრედისის ნაკლებობა წარმოადგენს შეკრულობის ერთ-ერთ მიზეზს, მსხვილ და სწორ ნაწლავში კი პოლიპების წარმოქმნის მთავარი რისკ–ფაქტორია.
შვრიის ქატოს უჯრედისი საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და ეფექტური საშუალებაა კიბოს პრევენციის.
შვრიის ქატოს უჯრედისი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობენ ორგანიზმს ტოქსინებისგან გათავისუფლებაში. ადამიანის ორგანიზმის მთავარი მიკროელემენტია რკინა, რომელიც შენარჩუნებულია ქატოში (ფქვილისგან განსხვავებით).
ქატოს უჯრედისის მთავარი თვისებაა -წყლის შენარჩუნების უნარი. მაგალითად, 1 გრამ ქატოს შეუძლია შეაკავოს 5 გრამი წყალი. სწორედ ეს უზრუნველყოფს ფეკალური მასების მოცულობის ზრდას და ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას. უჯრედისი ამცირებს ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების და ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტების კონტაქტს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსთან, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მსხვილ ნაწლავში სიმსივნის წარმოქმნის რისკი. შვრიის ქატოს უჯრედისი წარმოადგეს დისბაქტერიოზის პრევენციის მკურნალობის ეფექტურ საშუალებას.
საჭმლის მონელებას შესანიშნავად უწყობენ ხელს B ჯგუფის ვიტამინები (ვიტ.B2, B3 ნაყოფიერად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელი გზების ლორწოვან გარსზე,ვიტ.B3 აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, აძლიერებს კუჭის მოტორულ ფუნქციას, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის აქტივობას).შვრიის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება ახდენს სანაღვლე გზების დისკინეზიის,ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის სხვა დაავადებების პრევენციას.
შვრიის ქატოს უჯრედისის სამედიცინო და კვებითი სარგებელი განუზომელია. იგი შესანიშნავად ასუფთავებს ნაწლავებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია.
რუსეთში, შვრიის ქატოს უჯრედისი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც საფაღარათო და საჭმლის მომნელებელი სისტემის დამარეგულირებელი საშუალება. ყველაზე ხშირად იყენებენ მოწამვლების შემთხვევაში, სამკურნალო აბაზანებისთვის, როგორც დამარბილებელ საშუალებას ფსორიაზის, ეგზემის, კანის სიმშრალის დროს. საფრანგეთის კარის ექიმებისთვის ის ყველაზე საიმედო საშუალება გახლდათ გულის დაავადებათა წინააღმდეგ. ამჟამად, შვრიის ქატოს უჯრედისი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის დაბერების საწინააღმდეგო ნიღბების დასამზადებლად.
დღეში 20-30 გრამი შვრიის ქატოს უჯრედისის გამოყენება ხელს უშლის სწორ ნაწლავში პოლიპების წარმოქმნასა და განვითარებას.
გამოყენების მეთოდი
შვრიის ქატოს უჯრედისი შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ პირველ და მეორე კერძებს, გარნირებს, ბოსტნეულისა და ხილის სალათებს, ხაჭოს, მაწონს, წვენებს, პურეულს.
შვრიის ქატოს უჯრედისის საკვებში დამატების შემდგომ უკვე 3–4 დღეში უნდა აღსდგეს ნორმალური კუჭ–ნაწლავის მოქმედება. ასეთ სწრაფ ეფექტს არ იძლევა არცერთი პრეპარატი.
შვრიის ქატოს უჯრედისი – ჯანსაღი საკვები და პურის სასარგებლო შემცვლელია. ის არ შეიცავს საფუარს და თეთრ ფქვილს.
თქვენ შეგიძლიათ წინასწარ ჩაალბოთ ცხელ წყალში შვრიის ქატოს უჯრედისი ნახევარი საათით, შემდეგ ზედმეტი წყალი გადაასხათ. ამის შემდეგ, აფუებული უჯრედისი შეგიძლიათ მიიღოთ თბილ წყალთან ერთად, ან უბრალოდ დაამატოთ ნებისმიერ საკვებს.
პრევენციისთვის საკმარისია დღეში 1–2 კოვზი უჯრედისის მიღება.უჯრედისის დღიური ნორმის შერჩევა მკაცრად ინდივიდუალურია და ორიენტირებულია დეფეკაციის სიხშირეზე: სასურველია შვრიის ქატოს უჯრედისის მიღებისას დეფეკაცია იყოს დღეში 2–ჯერ. თავიდან დღიური დოზა შეადგენს 1ჩ/კ 3–ჯერ დღეში, თანდათან დოზა იზრდება 1ს/კ–მდე 3–ჯერ დღეში. ბავშვებში შეიძლება გამოვიყენოთ 2 წლის ასაკიდან. უჯრედისის მუდმივი გამოყენებისას უნდა დავლიოთ დღეში 6 ჭიქა წყალი.