მიზანშეწონილია გამოიყენოთ კვების რაციონში, როგორც დიეტური ჩანართი კუჭ–ნაწლავის გზების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ჭვავის ქატოს მცენარეული უჯრედისი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, თრომბების წარმოქმნის ალბათობას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, ზრდის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას და ზრდის მის თავდაცვითუნარიანობას. ეხმარება ორგანიზმს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა, მსხვილი ნაწლავის კიბოს, დისბაქტერიოზის თავიდან აცილებაში, არეგულირებს წინამდებარე ჯირკვლის მუშაობას, გამოყავს ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან, აწესრიგებს ჰორმონალურ ბალანს.
მეცნიერულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დიაბეტის შემთხვევაში ჭვავის ქატოს უჯრედისის გამოყენება ეწინააღმდეგება, შაქრის დონის აწევას სისხლში, საკვების მიღების შემდეგ. შესაბამისად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნა ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე.
ჭვავის ქატოს უჯრედისი წარმოადგენს შესანიშნავ გასახდომ საშუალებას, ებრძვის სიმსუქნეს, აწესრიგებს წონას. ჭვავის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას, აჩქარებენ კანის რეგენერაციის პროცესებს, აუმჯობესებენ თმებისა და ფრჩხილების სტრუქტურას, მხედველობას, აძლიერებენ იმუნიტეტს.
გამოიყენება კვების რაციონში მაღალი ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვის შემთხვევაში, როგორც საკვები ბოჭკოების, ცილების ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების დამატებითი წყარო. უქმნის ნორმალური მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, გულსისხლძარღვთა სისტემას. აფერხებს ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ბუასილის, ტრომბოფლებიტის, იშემიის და დიაბეტის განვითარებას.
ჭვავის ქატოს უჯრედისს ორგანიზმიდან გამოყავს ის ნიტრატები, ტოქსინები, რომლებსაც ჩვენ საკვები პროდუქტების ყოველდღიური მოხმარებისას ვღებულობთ.
ჭვავის ქატოს უჯრედისი–ენერგეტიკულად მდიდარი პროდუქტია, უნიკალური ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული თსისებებით. უჯრედისი ხელს უწყობს საკვების სრულფასოვან შეთვისებას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას. შეიწოვს რა ყველაფერს ზედმეტს, რაც მრავალი წლის განმავლობაში დაგროვდა ორგანიზმში, უჯრედისი ასუფთავებს მას. კუჭში მოხვედრის შემდეგ უჯრედისი ფუვდება, იძენს უნარს მოახდინოს ტოქსიური ნივთიერებების, შლაკების ზედმეტი ქოლესტერინის, ამიაკის და ნაღვლის პიგმენტების ადსორბირება, შემდგომ კი მისი ორგანიზმიდან გამოყოფა.
შესაძლებელია და სასარგებლოა უჯრედისის დამატება ფაფებში, პირველ და მეორე კერძებში, ბოსტნეულის ხიზილალაში, ხაჭოში, რძეში, წვენებში, დესერტებში. გამოიყენება სახლის პირობებში ფუნთუშეულის და პურის გამოსაცხობად.
ჭვავის ქატოს უჯრედისი-ჯანსაღი სასარგებლო საკვები და პურის შემცვლელი პროდუქტია, მასში არ გამოიყენება საფუარი და თეთრი ფქვილი.
ჭვავის ქატოს უჯრედისის სასარგებლო თვისებები
ჭვავის ქატოს უჯრედისის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს მასში შემავალი საკვები ბოჭკოების მაღალი შემცველობა.
ჭვავის ქატოს უჯრედისი არეგულირებს ნაწლავების მუშაობის პროცესს, აუმჯობესებს მიკროფლორას და ახდენს წონის კორექტირებას. ის ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მოხდენილი სხეულის შესაქმნელად.
ქატო შედგება მარცვლის ფერადი გარსისაგან, მარცვლეულის ჩანასახისაგან და მარცვლის ალეირებული ფენისაგან. ჭვავის ყველაზე სასარგებლო ნაწილს წარმოადგენს ქატო. ქატოში შეკრებილია მთელი მარცვლის ბიოლოგიური აქტიური ნივთიერებების 90%. მაღალი ხარისხის ფქვილი კი გახლავთ სუფთა სახამებელი, რომელშიც არ არის ცოცხალი უჯრედები და აქტიური მიკროელემენტები, რომლებსაც ასე საჭიროებს ჩვენი ორგანიზმი.
ოდითგანვე გახლავთ ცნობილი ჭვავის ქატოს უჯრედისის სასარგებლო თვისებები. ყველა საკვები პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ჭვავისგან, სამართლიანად მიეკუთვნება ჯანსაღ საკვებთა ჯგუფს, რადგან მათი მუდმივი გამოყენებისას რეგულირდება საჭმლის მონელება, ნივთიერებათა ცვლა, იწმინდება ორგანიზმი, აქტიურდება იმუნური სისტემა, ძლიერდება ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები. ჭვავის ქატოს უჯრედისი მდიდარია ადამიანისთვის საჭირო ამინომჟავებით.
ჭვავის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ქოლესტერინის და შაქრის დონის დაწევას სისხლში. ასევე უჯრედისი აწესრიგებს ნაღვლის წვენის გამოყოფას სანაღვლე სადინარების დისკინეზიის შემთხვევაში, ხსნის შეკრულობას. ჭვავის ქატოს უჯრედისის გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონების შენაერთების გამოყოფას.
ჭვავის ქატოს უჯრედისი გასახდომად
ძალიან სასარგებლოა ჭვავის ქატოს უჯრედისი ზედმეტი წონის მქონე ადამიანებისთვის, ის მათ ეხმარება გახდომაში. ბოჭკოვანას დიდი რაოდენობით შემცველი საკვები შეიწოვება ნელა, რაც იძლევა დანაყრების შეგრძნებას ხანგრძლივი დროის მანძილზე. ასევე ჭვავის ქატოს უჯრედისი აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, რაც იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვისა და შესაბამისად კალორიულობის შემცირებას.
ამის გარდა, კუჭში გაფუებული და მოცულობაში გაზრდილი ჭვავის ქატოს უჯრედისი სწრაფად იძლევა დანაყრების ილუზიას და იცავს ადამიანს ზედმეტი ჭამისაგან, შესაბამისად ზედმეტი წონისა და სიმსუქნისაგან.
ჭვავის ქატოს უჯრედისი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ვიტამინ A და E, მიკროელემენტებს K, Ca, Ft, Cu, Zn, Mg, Se, Cr და ა.შ. ქატო თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ ჯანსაღი კვების პროდუქტებს. ცნობილია, რომ მარცვლეულის დაფქვისას ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება იშლება. ცომეულის მოყვარულებს, როგორც წესი მომატებული აქვთ კუჭის წვენის მჟავიანობა. თუ თქვენი საჭმელი მომზადებული იქნება დაუმუშავებელი მარცვლისგან, ან ქატოს გამოყენებით, თქვენ განიკურნებით შეკრულობისა და მისგან გამომდინარე დაავადებებისაგან როგორიცაა ჰემოროი,, სიმსუქნე, თრომბოფლებიტი, იშემია, დიაბეტი.
ჭვავი ს ქატოს უჯრედისი სიმსუქნისა და დიაბეტის წინააღმდეგ
მცენარეული ბოჭკოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ქატო, ძნელად გადამუშავდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ, აქედან გამომდინარე, ადამიანიც დიდი დროის განმავლობაში ვერ გრძნობს შიმშილს. ასევე მას აქვს დაბალი კვებითი ღირებულება. ამით აიხსნება ჭვავის ქატოს უჯრედისის პოპულარობა ზედმეტი წონის მქონე ადამიანებში. ნაწლავებში გავლის მომენტში ქატოს უჯრედისი ფუვდება, ქმნის რბილ მასას, რომელიც შემდგომ ასუფთავებს ნაწლავებს ლპობის პროდუქტებისა და კონცეროგენებისაგან.
ჭვავის ქატოს უჯრედისი რეკომენდირებულია შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის, როგორც ეფექტური დამხმარე საშუალება. მისი საკვებში რეგულარული გამოყენება აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და დაბლა წევს შაქრის დონეს სისხლში.
ჭვავის ქატოს უჯრედისი ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და აქედან გამომდინარე, რათქმაუნდა გლუკოზის შეწოვის სიჩქარესაც. შესაბამისად მცირდება ორგანიზმის მოთხოვნილება ინსულინზე და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებზე.
ჭვავის ქატოს უჯრედისი გულ–სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
ჭვავის ქატოს უჯრედისში შემავალი ვიტამინები B3, B6, B9 მნიშვნელოვნად დაბლა წევენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, რითაც ამცირებენ სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბოლთების წარმოქმნის რისკს. ვიტამინ B1, რომელსაც შეიცავს ჭვავის ქატოს უჯრედისი, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მრავალ ფუნქციაზე. K და MG აუცილებელია ჩვენი გულის კუნთოვანი ქსოვილისა და სისხლძარღვებისათვის. ასე რომ საკვებში ხორბლის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ათეროსკლეროზის, ტაქიკარდიის, არითმიის, კორონარული მიმოქცევის დარღვევის, ინფარქტის, ინსულტის პროფილაქტიკისათვის.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მეტ უხეშ უჯრედისს მოიხმარს ადამიანი, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. სწორედ ასეთ საკვებს წარმოადგენს ქატო. უჯრედისის დიდი შემცველობის გამო ქატო ცუდად გადამუშავდება.
ჭვავის ქატოს უჯრედისის სარგებლობა ქალისა და მამაკაცის ორგანიზმისათვის
თავისი უნიკალური თვისებების გამო ჭვავის ქატო აღიარებულია, არა მარტო , როგორც სასარგებლო ჯანმრთელი პროდუქტი, არამედ როგორც ბუნებრივი წამალი. ძველ დროში ჭვავის ნახარში გამოიყენებოდა ორგანიზმის ტონუსისა და სიცოცხლისუნარიანობის ასამაღლებლად.
ჭვავის პურისგან განსხვავებით,უჯრედისის ნახარშის მიღება რეკომენდირებულია დიარეის შემთხვევაში. ასევე ჭვავის ქატოს უჯრედისი ცნობილია, როგორც კარგი ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება. ის გამოიყენება ფილტვის ტუბერკულოზის , ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, ანემიის შემთხვევაში. ძველად რუსეთში არსებობდა გამონათქვამი: „ჭვავის მჭამელი ადამიანი წელში გამართული დაიარებაო”. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით ამ გამონათქვამის სისწორე ჭვავის ქატოს უჯრედისში ყველა სახეობის B ვიტამინების არსებობით აიხსნება. ჭვავის მარცვალი შეიცავს ხერხემლისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის B ჯგუფის ვიტამინებს მოსანელებლად საუკეთესო ფორმით. დრის განმავლობაში ჭვავის ქატოს უჯრედისის გამოყენება გვინარჩუნებს შრომისუნარიანობას, გვმატებს ენერგიას და ჯანმრთელობას.
ჭვავის ქატოს უჯრედისი მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ომეგა 3 და ომეგა 6–ით. სელის ზეთივით მასაც შეუძლია ქალის ორგანიზმში ესტროგენების ბალანსის რეგულირება. ამიტომ მათი საკვებში გამოყენებით ჩვენ ვახდენთ სარძევე ჯირკვლების კიბოს, ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს ფიბრომის და სხვა ქალური დაავადებების პრევენციასა და მკურნალობას.
მამაკაც ები, რომელთა რაციონში შედის ჭვავის ქატოს უჯრედისი სწრაფად აღიდგენენ პოტენციას და მრავალი წლების მანძილზე ინარჩუნებენ მას.
ჭვავის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენებისას ხდება ორგანიზმიდან მძიმე ლითონების მავნე შენაერთების გამოყოფა. ამავე დროს ნაწლავები იწყებენ მოწესრიგებულ მუშაობას, მცირდება მსხვილი ნაწლავის რეგიონში სიმსივნის წარმოქმნის რისკი.
როგორც ჩანს, ჭვავის ქატოს უჯრედისი გამოსადეგარია ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესისათვის. ასეც არის. უკუჩვენებები შეიძლება მხოლოდ გასტრიტის, პოლიპების კუჭის წყლულის გამწვავების პერიოდში ჰქონდეს.ამ შემთხვევაში ჭვავის ქატოს უჯრედისის მიღება დროებით უნდა შეწყვიტოთ.
თუ თქვენ საღამოს შეგაწუხათ მწვავე შიმშილის გრძნობამ და თქვენი დიეტოლოგი კი გიკრძალავთ 18სთ. შემდეგ ჭამას, ერთ ჭიქა მაწონთან ერთად მუჭა წვავის ქატოს უჯრედისის მიღება, შესანიშნავად მოგიხსნით შიმშილის გრძნობას.
ქატოთი გამდიდრებულლი საკვები, ხელს უწყობს სპეციალური მასალის ფორმირებას, რომელიც ხელს უშლის უჯრედების დაზიანებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ჩვენი კუჭ-ნაწლავი დღეში უნდა ღებულობდეს 30გ საკვებ ბოჭკოვანას. საკვები ბოჭკოვანა (ცელულოზა) ქმნის დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა, აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას, ნაწლავთა პერისტალტიკას, თავისი ფორებიანი სტრუქტურის მეშვეობით აკავებს დიდი რაოდენობის წყალს, ზრდის ფეკალური მასების რაოდენობას, ააქტიურებს მათ მოძრაობას მსხვილ ნაწლავში, დადებით გავლენას ახდენს ნაწლავის მიკროფლორაზე, ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. უჯრედისის ნაკლებობა წარმოადგენს შეკრულობის ერთ-ერთ მიზეზს, მსხვილ და სწორ ნაწლავში კი პოლიპების წარმოქმნის მთავარი რისკ–ფაქტორს.
ჭვავის ქატოს უჯრედისი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აძლიერებენ ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობენ ტოქსინების გამოყოფას. ადამიანის ორგანიზმის მთავარი მიკროელემენტია რკინა, რომელიც შენარჩუნებულია ქატოში. (ფქვილისგან განსხვავებით).
ქატოს უჯრედისის მთავარი თვისებაა -წყლის შენარჩუნების უნარი. მაგალითად, 1 გრამ ქატოს შეუძლია შეაკავოს 5 გრამი წყალი. სწორედ ეს უზრუნველყოფს ფეკალური მასების მოცულობის ზრდას და ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას. უჯრედისი ამცირებს ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების და ნივთიერებათა ცვლის გვერდითი პროდუქტების კონტაქტს მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსთან, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს მსხვილ ნაწლავში სიმსივნის წარმოქმნის რისკი. ჭვავის ქატოს უჯრედისი წარმოადგეს დისბაქტერიოზის პრევენციის, მკურნალობის ეფექტურ საშუალებას.
საჭმლის მონელებას შესანიშნავად უწყობენ ხელს B ჯგუფის ვიტამინები. (ვიტ.B2, B3 ნაყოფიერად მოქმედებენ საჭმლის მომნელებელი გზების ლორწოვან გარსზე, ვიტ.B3 აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, აძლიერებს კუჭის მოტორულ ფუნქციას, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის აქტივობას). ჭვავის ქატოს უჯრედისის რეგულარული გამოყენება ახდენს სანაღვლე გზების დისკინეზიის,ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის სხვა დაავადებების პრევენციას.
ჭვავის ქატოს უჯრედისის სამედიცინო და კვებითი სარგებელი განუზომელია. იგი შესანიშნავად ასუფთავებს ნაწლავებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის საწინდარია.
რუსეთში, ჭვავის ქატოს უჯრედისი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც საფაღარათო და საჭმლის მომნელებელი სისტემის დამარეგულირებელი საშუალება. ყველაზე ხშირად იყენებენ მოწამვლების შემთხვევაში, სამკურნალო აბაზანებისთვის, როგორც დამარბილებელ საშუალებას ფსორიაზის, ეგზემის, კანის სიმშრალის დროს.
საფრანგეთის კარის ექიმებისთვის ის ყველაზე საიმედო საშუალება გახლდათ გულის დაავადებათა წინააღმდეგ. ამჟამად, ჭვავის ქატოს უჯრედისი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის დაბერების საწინააღმდეგო ნიღბების დასამზადებლად.
დღეში 20-30 გრამი ხორბლის ქატოს უჯრედისის გამოყენება ხელს უშლის სწორ ნაწლავში პოლიპების წარმოქმნასა და განვითარებას.
გამოყენების მეთოდი
ჭვავის ქატოს უჯრედისი შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ პირველ და მეორე კერძებს, გარნირებს, ბოსტნეულისა და ხილის სალათებს, ხაჭოს, მაწონს, წვენებს, პურეულს.
ჭვავის ქატოს უჯრედისის საკვებში დამატების შემდგომ უკვე 3–4 დღეში უნდა აღსდგეს ნორმალური კუჭ–ნაწლავის მოქმედება. ასეთ სწრაფ ეფექტს არ იძლევა არცერთი სამედიცინო პრეპარატი.
ჭვავის ქატოს უჯრედისი-ჯანსაღი საკვები და პურის სასარგებლო შემცვლელია. ის არ შეიცავს საფუარს და თეთრ ფქვილს.
თქვენ შეგიძლიათ წინასწარ ჩაალბოთ ცხელ წყალში ჭვავის ქატოს უჯრედისი ნახევარი საათით, შემდეგ ზედმეტი წყალი გადაასხათ. ამის შემდეგ, აფუებული უჯრედისი შეგიძლიათ მიიღოთ თბილ წყალთან ერთად, ან უბრალოდ დაამატოთ ნებისმიერ საკვებს.
პრევენციისთვის საკმარისია დღეში 1–2 კოვზი უჯრედისის მიღება. უჯრედისის დღიური ნორმის შერჩევა მკაცრად ინდივიდუალურია და ორიენტირებულია დეფეკაციის სიხშირეზე: სასურველია ჭვავის ქატოს უჯრედისის მიღებისას დეფეკაცია იყოს დღეში 2–ჯერ. თავიდან დღიური დოზა შეადგენს 1ჩ/კ 3–ჯერ დღეში, თანდათან დოზა იზრდება 1ს/კ–მდე 3–ჯერ დღეში. ბავშვებში შეიძლება გამოვიყენოთ 2 წლის ასაკიდან. უჯრედისის მუდმივი გამოყენებისას უნდა დავლიოთ დღეში 6 ჭიქა წყალი.