სელის, სეზამის, ყაყაჩოს და გაფცქვნილი მზესუმზირის თესლის ნარევი არის მაღალი ბიოლოგიური ღირებულების, უნიკალური ბუნებრივი თვისებების მატარებელი შეუდარებელი პროდუქტი.
თესლის ასეთი ნარევი გამოიყენება როგორც გემრიელი და ძვირფასი დიეტური დანართი სხვადასხვა ბოსტნეულის და ხილის სალათების, სხვადასხვა ცივი კერძების, სალათების, მჟავე კომბოსტოს და სოუზის მომზადებისას. თესლის ნარევი შეიძლება დაემატოს ნებისმიერ მზა ფაფას, კარტოფილის პიურეს, მზა პირველ და მეორე კერძებს. ძალიან გემრიელია და სასარგებლოა მისი შერევა ხაჭოსთან და მწვანილთან, არაჟანთან და მაიონეზთან. თესლის ნარევის მიღება შესაძლებელია რძესთან, იოგურტთან და კეფირთან. ასევე სასარგებლოა მისი დამატება ცომეულში ცხობის დროს.
თესლის ნარევის დამატება ამ კერძებში არ ცვლის მათი მომზადების ტექნოლოგიას, არამედ მხოლოდ აუმჯობესებს ამ საკვების ხარისხს და ზრდის მათ კვებით ღირებულებას.
სელის თესლი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური აქტივობს ცილას, რომელიც თავისი შემადგენლობით თითქმის ადამიანის ორგანიზმის ცილის იდენტურია.
სელის თესლი-არის ყველაზე მდიდარი მცენარეული წყარო შეუცვლელი პოლიუჯერი უმაღლესი ცხიმოვანი მჟავებისა ომეგა 3 (34.84%), ომეგა 6 (19.21%), ომეგა-9 (22.82%).
შემადგენლობით სელის თესლი ყველა სხვა ჩვეულებრივი ადამიანის საკვებ რაციონში შემავალ პროდუქტებზე მეტ ომეგა–3(34,84%) და ომეგა–6(19,21%) შეიცავს. თუ ომეგა– 6 შეიცავს სხვა პროდუქტები, ომეგა-3 რაოდენობა დამაკმაყოფილებელია მხოლოდ თევზის ქონსა და სელის თესლში. ომეგა -3 შემადგენლობით სელის თესლი 2-ჯერ აღემატება თევზის ქონს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 45 წელს გადასული ქალებისათვის. სელის თესლი ასევე შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს , სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორს და თუთიას.
იმის გამო, რომ სელის თესლს უნიკალური ბუნებრივი თვისებები გააჩნია რეკომენდირებულია გამოიყენოთ:
- ათეროსკლეროზის; სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და დამხმარე მკურნალობისათვის;
- სისხლში ტრომბის წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად;
- შაქრიანი დიაბეტის დროს (ომეგა-3 აუმჯობესებს ინსულინის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტის წარმოქმნისა და განვითარებისაგან. იგი არა მხოლოდ აუმჯობესებს ინსულინის ზემოქმედებას, არამედ ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში);
- ღვიძლის დაავადებების დროს ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესელად;
- პრევენციისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს;
- წნევის შემცირებისა და ადამიანის იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად;
- კანისა და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- ხელი შეუწყოს ტოქსიკური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოყვანას;
- როგორც საერთო გამაჯანსაღებელი საშუალება;
- როგორც, ძლიერი ანტიპარაზიტული თვისებების მქონე საშუალება.
ყაყაჩოს თესლი გამოიყენება როგორც ჭიის წამალი და როგორც პროდუქტი,რომელიც დადებითად მოქმედებს საკვების შეთვისებასა და მონელებაზე.
მზესუმზირის თესლი მდიდარია ბუნებრივი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ათეროსკლეროზის, გულის ინფარქტის და სხვა სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ისინი აუმჯობესებენ იმუნიტეტს, იცავენ ადამიანს ნაადრევი დაბერებისაგან, აწესრიგებენ ნაწლავის მოქმედებას, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემებს, აუმჯობესებენს, კანის, თმის და ფრჩხილების ხარისხს, აძლიერებენ ძვლის ქსოვილს და აღადგენენ დაზიანებულ ძვლებს. სასარგებლოა ღვიძლის დაავადებების დროს, ეხმარება ადამიანს დეპრესიისა და სტრესის დროს.
სეზამის თესლი ფართოდ გამოიყენება აღმოსავლურ მედიცინაში. იგი მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას, როგორც დამატება ძირითად საკვებზე, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მოქმედებისათვის, როგორც მცენარეული ცილის დამატებითი წყარო, ასევე იგი ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, ტრომბების წარმოქმნის რისკს, აჩქარებს სისხლის შედედების პროცესს, გამოიყენება ღვიძლის, ძვალ-კუნთოვანი, ნერვული, სისხლმბადი სისტემის დაავადებების დროს, ამაღლებული ქოლესტერინის სისხლში არსებობის შემთხვევაში, ანემიის, ფარული სისხლდენის, ჰიპერთირეოზის, ვენების დაცობის შემთხვევაში.
უჯრედისი, რომელსაც შეიცავს თესლის ნარევი, ხელს უწყობს საკვების უფრო სრულფასოვან მონელებას და აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. ეს სასარგებლოა ჭარბი წონით დაავადებული ადამიანების, სიმსუქნის ნორმალიზებისა და წონის კორექტირებისათვის. მოხვდება თუ არა უჯრედისი, რომელსაც შეიცავს თესლი, საჭმლის მომნელებელ სისტემაში, იგი შთანთქავს ყველაფერს, რაც დაუგროვდა ნაწლავებში ადამიანს მრავალი წლის განმავლობაში. დაგროვილი კი ბევრია: სტატისტიკურად საშუალოდ ვლინდება, რომ, მსხვილი ნაწლავის კედლებზე, ფენების დაგროვების გამო, ნაწლავის დიამეტრი ვიწროვდება 2-3 ჯერ. უჯრედისი შთანთქავს ყველა ამ ფენას (ფეკალური ქვები, სიდამპლე ლორწო), შემდგომ ხელს უწყობს მათ გამოყოფას ორგანიზმიდან. უჯრედისის არასაკმარისი გამოყენება კვებაში, იწვევს ისეთი დაავადებების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, როგორიცაა ქრონიკული შეკრულობა, ბუასილი, აპენდიციტი, მსხვილი ნაწლავის კიბო, დივერტიკულოზი და ნაწლავის ანთებითი დაავადებები. ორგანიზმის ტოქსიკური ნივთიერებებისაგან გაწმენდისას, უჯრედისს ორგანიზმიდან გამოჰყავს ნიტრიტები, რომლებიც ორგანიზმში ბოსტნეულიდან და ხილიდან შედის.
თუ თქვენ გიყვართ ზედმეტი ჭამა-არ უნდა დაგავიწყდეთ, თქვენს საკვებში თესლის ნარევის დამატება, რადგან თესლებში შემავალი უჯრედისით მდიდარი საკვების გადასამუშავებლად იხარჯება მეტი ენერგია, ვიდრე ჩვეულებრივი საკვებისას. საშუალოდ თქვენ დაკარგავთ 150 კალორიას დღეში, რისთვისაც არანაირი ძალდატანება არ დაგჭირდებათ. ეს არის ზუსტად იმდენი, რამდენსაც ადამიანი კარგავს 20-წუთიანი სირბილის დროს.
უჯრედისი ასევე შეიცავს პექტინს, რომელსაც ” ქალაქის მავნე ზემოქმედებისაგან გათავისუფლების წამალი” ქვია. პექტინი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესების მოწესრიგებას, აუმჯობესებს პერიფერიული სისხლის მიმოქცევას და ნაწლავის პერისტალტიკას. ყველაზე ღირებული მისი თვისება კი ის გახლავთ, რომელიც მას აქვს უნარი გაწმინდოს ცოცხალი ორგანიზმები მავნე ნივთიერებებისაგან. ამასთანავე ეს ბუნებრივი “გამსუფთვებელი” მუშაობს ძალიან ეფექტურად, ათავისუფლებს რა ყოველგვარი “ნაგვისაგან “, არ არღვევს ორგანიზმში ბაქტერიოლოგიურ ბალანსს. პექტინებს ორგანიზმიდან გამოყავთ ტოქსიკური იონების ლითონები, პესტიციდები და რადიონუკლიდები. ამიტომ პექტინები წარმოადგენენ პროფილაქტიკურ საშუალებას, მძიმე ლითონებით რადიოაქტიული ნივთიერებები, და ნიტრატებით გაჯერებულ მავნე გარემოში.
მონელების პროცესში პექტინი გარდაიქცევა მჟავად, რომელიც იერთებს მძიმე ლითონებს და რადიონუკლიდებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება უხსნადი მარილები, რომელიც არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსის მიერ და უჯრედისის ზემოქმედებით სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.
არც პექტინისა და არც უჯრედისის მონელება არ ხდება კუჭის მიერ, ისინი არც ცხიმგროვებად იქცევიან, არამედ ისრუტავენ და ორგანიზმიდან გამოყოფენ ყველაფერს არასაჭიროსა და მავნეს.