ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშვალებით, პირველადი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ასკილისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია და არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ.ს. ამიტომ ძვირიანი, ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) ნაცვლად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშვალებას წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშვალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
ასკილის ზეთს ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მას აქვს მსუბუქი სპეციფიკური გემო. რეკომენდირებულია ყველანაირი ცივი კერძების დასამზადებლად;. ის სალათებს, ვინეგრეტებს, სოუსებს, ტრადიციულ კერძებს აძლევს განუმეორებელ გემოს და არომატს. ზრდის მათ კვებით ღირებულებას.
ასკილის ზეთი სასარგებლო ნივთიერებების საგანძურია ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი სასარგებლო თვისებები ძალიან მრავალფეროვანია.
ასკილის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ასკილის ზეთი დიეტური პროდუქტია. მისი ყოველდღიურ კვების რაციონში, დანიშვნა განაპირობებს ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ წარმართვას. ის განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მძიმე ფიზიკური შრომით, სპორტსმენებს, ასევე მხცოვანი ასაკის ხალხს.
ასკილის ზეთი სამკურნალოდ უკვე მრავალი ათასწლეულების მანძილზე გამოიყენება. ის ნამდვილი საგანძურია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასკილის ზეთს ხალხში მინიჭებული აქვს „ნატურალური ზეთების დედოფლის” ტიტული. ის მდიდარია უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების (მათ შორის ლინოლინის-57.8%, ლინოლეინის-14.3%, ოლეინის-19.1%, პალმიტინის-5.3%, მირისტინის-1.15%, სტეარინის-0,31%),ტოკოფეროლის (ვიტამინ E– 40 მგ % მდე ), კაროტინოიდების (პრო ვიტამინ A – 55 მგ % მდე ), ვიტამინ C, ფოსფორლიპიდების, ფლავონიდების (კვარცეტინი, კემფეროლი), გალაქტოლიპიდების, ფიტოსტერინების, რკინის მარილების, კალციუმის, მარგანეცის ფოსფორის, მაგნიუმის , სპილენძის, მოლიბდენის მაღალი შემცველობით.
როგორც ცნობილია ვიტამინ C და E წარმოადგენენ ძლიერ ანტიოქსიდანტებს , რომლებიც ეფექტურად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და მნიშვნელოვნად ამცირებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს. გარდა ამისა ვიტამინ C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზირებს, რომელიც აუცილებელია კანის ელასტიურობის, სიმკვრივის და ტონუსის შესანარჩუნებლად. ვიტამინ E თავისთავად კარგად ატენიანებს კანს, ამდიდრებს ჟანგბადით, უნარჩუნებს კანს სილამაზეს და ახალგაზრდულ იერს.
პრორეტინოლ A იცავს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისაგან, ათეთრებს კანს. მისი უკმარისობის შემთხვევაში ირღვევა კანის დაცვითი ფუნქციები, კანი იწყებს გაუხეშებას.
ასკილის ზეთში შემავალი კომპონენტები, მოქმედების ფართო სპექტრით,საუკეთესო გავლენას ახდენენ კანზე. მისი გამოყენებისას რეგულირდება კანის ნივთიერებათა ცვლის პროცესი, ფერხდება კანის ზედაპირის ნაადრევი სიბერის გამომწვევი, დაშლის პროდუქტების, უჯრედებში დაგროვება.
ასკილის ზეთი თავისი რეგენერაციული თვისებებით, აჩქარებს კანის სხვადასხვა დაზიანებების მორჩენის პროცესს, დაგეხმარებათ სხვადასხვა კოსმეტიკური დეფექტების (ნაიარევის ნაჭდევის , მუწუკების შემდგომი ლაქების) გაქრობაში.
ასკილის ზეთი დაგეხმარებათ კანის დაბერების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უშლის სახეზე ნაოჭების წარმოქმნას, ასწორებს უკვე მქონე ნაოჭებს, მატებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას.
ასკილის ზეთი კარგად აქრობს თვალის ირგვლივ მქონე წვრილ ნაოჭებს. თვალების ირგვლივ შეშუპებას (ამისათვის, თქვენ ყოველ საღამოს ქვედა ქუთუთოებზე წაისმევთ ასკილის ზეთს). ამ ზეთს შეუძლია აღკვეთოს ახალი ნაოჭების წარმოქმნა და გაასწოროს ძველი. ამ ეფექტის მისაღებად რამოდენიმე წვეთი ზეთი წაისვით წინასწარ გასუფთავებულ კანზე დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე.
ზეთი დაუბრუნებს თქვენ თმებს ბუნებრივ მბზინვარებასა და სირბილეს . თუ თქვენი თმები დაზიანებულია საღებავის ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებისაგან, ასკილის ზეთი არსებითად აღადგენს მათ მდგომარეობას. კარგია ამ ზეთის გამოყენება ფრჩხილების გასამაგრებლადაც.
ასკილის ზეთი გამოიყენება პოლივიტამინების სახით, როგორც საერთო გამაჯანსაღებლი, მატონიზირებელი საშუალება ავიტამინოზის, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების, სისხლდენის, მოყინულობის, დამწვრობის, ჰემოფილიის შემთხვევაში. ის აქრობს გაღიზიანებებს, უფრო ელასტიურს ხდის კანს, აწესრიგებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და გაახალგაზრდავებას მას. აძლევს კანს თანაბარ და ლამაზ ფერს. ეს ზეთი არის რბილი, მაგრამ ძლიერი ანტიდეპრესანტი, რომელიც იძლევა თავდაჯერებულობის შეგრძნებას (აძლიერებს საკუთარი თავის რწმენას). შესანიშნავად ატონიზირებს სისხლძარღვებს, აქვს ანტიმიკრობული მოქმედება, კანიდან აქრობს დაღლილობას და სტრესს.
ასკილის ზეთს არ გააჩნია ტოქსიური თვისებები.
ასკილის ზეთი ამაღლებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაცვით ფუნქციებს, აუმჯობესებება მათ კვებას, გააჩნია ბაქტერიოსტატიკური,სპაზმოლიტიკური,
ნაღვლმდენი და ანტიგისტამინური მოქმედება. ასკილის ზეთის ნაღვლმდენი ეფექტი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ქოლეცესტიტით და ჰეპატიტით დაავადებულთათვის. დამტკიცებულია ასკილის ზეთის დადებითი მოქმედება კუჭის წვენის გამომუშავებაზე.
ასკილის ზეთში შემავალი მაგნიუმი ხსნის სისხლძარღვთა დაძაბულობას და აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას. მაგნიუმის იონები ეწინააღმდეგებიან ქვებისა და სისხლის კოლტების წარმოქმნას შარდსაწვეთ სისტემაში.
ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ასკილის ზეთს, აღენიშნებათ სისხლში ქოლესტერინის ნორმალური შემცველობა, რაც განაპირობებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას, ასევე აადვილებს ზედმეტ წონასთან ბრძოლას. ეს ზეთი სასარგებლოა ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის. ასკილის ზეთი აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს.
ასკილის ზეთი რეკომენდირებულია ადამიანებისათვის, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი.