ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშვალებით, პირველადი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია კედრის კაკლის ლებნებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია და არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ.ს. ამიტომ ძვირიანი, ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) ნაცვლად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშვალებას წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშვალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
კედრის კაკლის ზეთი–უნიკალური ბუნებრივი პროდუქტია, რომლის ანალოგიც არ არსებობს, მისი სინთეზი შეუძლებელია.
კედრის ზეთი ყოველთვის ითვლებოდა დელიკატესად. მისი არაჩვეულებრივი გემო და არომატი არავის ტოვებს გულგრილს.
კედრის ზეთით შეიძლება შევცვალოთ ნებისმიერი მცენარეული ზეთი, თვითონ კედრის ზეთის სრულფასოვნად ჩანაცვლება კი შეუძლებელია.
კედრის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
კონცენტრირებული კედრის კაკლის ზეთი შეიცავს: A, B1, B2, B3, (PP), B6, D, E, F, K ვიტამინებს. კედრის ზეთში არსებული E-ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის დაწევას სისხლში, ასრულებს შეუცვლელ როლს ორგანიზმში მიმდინარე ყველა რეპროდუქტიულ პროცესებში და სასქესო ორგანოთა ფუნქციონირებაში, შემცვლელობით 5–ჯერ აღემატება ზეითუნის ზეთს.
ვიტამინ F–ის რაოდენობა კედრის ზეთში რომელიც არ სინთეზირდება ორგანიზმში 3–ჯერ უფრო მეტია ვიდრე თევზის ქონზე დამზადებულ პრეპარატებში.
კედრის ზეთში OMEGA-3 და OMEGA-6 მაღლი შემცვლელობაა. ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები OMEGA-3 და OMEGA-6, რომელიც ამ ზეთის შემადგენლობაშია, მაღლა წევენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას, ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ათხელებენ სისხლს ამით აფერხებენ სისხლის კოლტების წარმოქმნას.
კედრის ზეთის რეგულალური მიღება:
- იწვევს ნერვული სისტემის ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას; ამაღლებს მამაკაცის პოტენციას და აღადგენს ორგანიზმის ძალებს;
- დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას;
- ხელს უწყობს ფემძიმეობის ნორმალურ წარმართვას;
- აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას გასტრიტის, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს;
- ორგანიზმიდან გამოყავს რადიონუკლიდები, მძიმე მეტალები და სხვა ტოქსინები;
- აფერხებს გამელოტებას, ფრჩხილების და თმების მტვრევადობას;
- ეფექტურია ფსორიაზის, დერმატიტის, დიათეზის, ჭინჭრის ციების, ნეიროდერმიტის, ნაწოლების, ეროზიების, ტროპიკული წყლულების, დამწვრობის და მოყინვის შემთხვევაში;
- ეხმარება მწვავე რესპირატორული დაავადების, ლარინგიტის, ტრაქეიტის დროს;
- ეფექტურია ფილტვის ტუბერკულოზის შემთხევევაში;
- ძალიან სასარგებლოა ბავშვების სრულფასოვანი ზრდის და ორგანიზმის ჰარმონიული ფორმირებისათვის;
- კარგია ტანის მასაჟისათვის;
- აახალგაზრდავებს კანს, ხდის მას მკვრივს და ელასტიურს.
კედრის ზეთი რეკომენდირებულია დიდი ქალაქებისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული რაიონის მცხოვრებთათვის, მომატებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვით მომუშავე ადამიანებისათვის ის წარმოადგენს უნიკალურ, ბუნებრივ საკვებ პროდუქტს კედრის ზეთს არ აქვს უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ეს ზეთი ნამდვილად სასარგებლი ნივთიერებების საგანძურია.
მიღების წესი: მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ზემოთ–1 ჩაის კოვზი 3–ჯერ დღეში ჭამის დროს. შინაგან ორგანოთა დაავადებების დროს ღებულობენ 1ჩ/კოვზიდან , 1 სუფრის კოვზამდე 0,5–1 საათით ადრე ჭამამდე, 1–3 ჯერ დღეში. გაციებისა და სურდოს შემთხვევაში, შეიძლება ცხვირში ჩაწვეთებაც.
ყველაზე საუკეთესო თავისი აქტივობით გახლავთ ციმბირის კედრისგან მიღებული ზეთი. არ შეიძლება მისი არევა ეთერულ ზეთთან, რომელიც მიიღება კედრის მერქანისაგან. ბუნებაში არ არსებობს ანალოგი, რომელიც კედრის ზეთს შეედრება გულის კუნთის მუშაობისთვის აუცილებელი ელემენტის მაგნიუმის შემცველობით. კედრის ზეთი გამორჩეულია არამარტო უნიკალური ვიტამინების კომპლექსით, არამედ არაჩვეულებრივი არომატით და გემოთი, აქვს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება, რის გამოც იგი ლიდერია ნატურალურ პროდუქტებს შორის.
XXI საუკუნეში დიდი ყურადღება ეთმობა კვების ნატურალურ პროდუქტებს, რადგან სწორედ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ ჩვენი ორგანოების ფუნქციონალური მდგომარეობა. სწორედ ასეთ პროდუქტების ჯგუფს მიეკუთვნება კედრის ზეთი. ჩვენ ვაწარმოებთ ზეთს პირველი ცივი დაწურვით არ ვიყენებთ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ნედლეულს, არ ვაზავებთ მათ უფრო იაფიანი სახეობებით, ამიტომ საბოლოოდ ვღებულობთ მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტს, თავისი ვიტამინებით და მიკროელემენტებით.
უნდა აღინიშნოს, რომ კედრის ზეთს არ დაჰკრავს სიმწრის გემო. მისი ეს თვისება იძლევა საშვალებას გამოვიყენოთ ნებისმიერი კერძის, დიეტური საკვების დასამზადებლად. ბავშვთა კვების რაციონში მისი ჩართვა იწვევს იმუნიტეტის გაძლიერებას. ფართოდ გამოიყენება სპორტცმენთა კვების დროს, რადგან ამ პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 9 კილო კალორიას ერთ გრამზე, ათვისების უნარი კი 98 % ია.
კედრის ზეთის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა იწვევს ორგანიზმის ძლიერ გაჯანსაღებას. მისგან შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ცივი კერძები. არ შეიძლება ამ დელიკატესით დამზადებული საკვები დავამზადოთ ლითონის ჭურჭელში, რომ არ მოხდეს ბიოლოგიურად ქტიური ნივთიერებების დაშლა.
უამრავ უპირატესობათა შორის შეიძლება ავღნიშნოთ ის რომ კედრის ზეთი თავისი შემადგენლობით არ ჩამოუვარდება ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, ამიტომ ის ძალიან პოპულარულია ვეგეტარიანულ სამზარეულოში. კედრის ზეთის შემადგენლობაში შემავალი E ვიტამინი ხელს უწყობს გენეტიკური პროცესების სწორ წარმართვას. ხელს უწყობს დედის რძის გამომუშავებას.