ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშვალებით, პირველადი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ქაცვის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენება ჰექსანის ფრაქცია და არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვაუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ.ს. ამიტომ ძვირიანი, ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) ნაცვლად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას, თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშვალებას წარმოადგენენ სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშვალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობით მეტი ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
ქაცვის ზეთი ცნობილია უძველესი დროიდან და მან დიდება თავისი არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების გამო შეიძინა.
ქაცვის ზეთი წარმატებით გამოიყენება კულინარიაში. ქაცვის ზეთით გამომცხვარ ცომეულს აქვს ოქროს ფერი და სასიამოვნო არომატი. სალათებს ანიჭებს ახალ პიკანტურ გემოს. ქაცვის ზეთზე დამზადებული ხორცისა და თევზის კერძები, ყოველთვის საუკეთესო და საყვარელია ციმბირელებისთვის ,რომლებიც ცნობილნი არიან ჯანმრთელობით.
ამ ზეთს ახასიათებს გამორჩეული გემო და არომატი. ჯანმრთელობის პროფილაქტიკისათვის მას იყენებენ სალათებში, სხვა მცენარეულ ზეთებთან ერთად. ასევე ზეთი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი კერძის დასამზადებლად, ის მიანიჭებს მათ განუმეორებელ გემოს და კვებით ღირებულებას.
ქაცვის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ქაცვის ზეთის სასარგებლო თვისებები პირდაპირ დამოკიდებულებაშია მის შემადგენლობასთან. განვიხილოთ ეს უფრო კონკრეტულად.
– ცხიმები: ომეგა–3(4–6%); ომეგა–6 (15–16%); ომეგა–9 (10–13%); არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები: პალმიტოლეინის (23–31); ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (პალმიტინის(29–40%), სტეარინის(1,5%), მირისტინის (1,5%);
– ფოსფოლიპიდები;
– ამინომჟავები: მთლიანობაში ქაცვის ზეთი შეიცავს 18 ამინომჟავას, მათ შორისაა ვალინი, გისტიდინი, იზოლეიცინი, ლეიცინი, ლიზინი, თრეონინი, ფენილალანინი, ალანინი, არგინინი, ასპარგინის მჟავა,გლიცინი, გლუტამინის მჟავა, პროლინი, სერინი, თიროზინი, კაროტინოიდები(1–6%), ლიკოპინი, ზეაქსანტინი, ბეტა–კაროტინი, კრიპტოქსანტინი, კვერცეტინი;
– ფიტოსტერინები: ბეტა–სიტოსტერინი;
– ფლავონიდები, მათ შორის რუტინი, იზორამნეტინი,კემპფეროლი;
– ტრიტერტენული მჟავები: ოლეინის, ურსოლინის და ზოგიერთ სხვა;
– ორგანული მჟავები: ღვინის, სალიცილის, მჟაუნას, სუციცინის, მალიცის მჟავა;
– მთრიმლავი ნივთიერებები: ფიტონციდები, სეროტონინი,პექტინი, კუმარინი, ალკოლოიდები;
– ვიტამინები: ვიტამინ B1, B2, B3, B6, B9, C, E, K, P;
– მიკრო და მაკრო ელემენტები: ქაცვის ზეთი შეიცავს 27 მინერალს, მათ შორის ალუმინს, ბორს, ვანადიუმს, რკინას, კალციუმს, კობალტს, სილიციუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, მოლიბდენს, ნატრიუმს, ნიკელს, გოგირდს, სტრონციუმს, ტიტანს, ფოსფორს, თუთიას.
ქაცვის ზეთის ნარინჯისფერს განაპირობებს მასში შემავალი კაროტინოიდების დიდი რაოდენობა. როგორც ცნობილია კაროტინოიდები ვიტამინ A-ს წინამორბედები არიან. ქაცვის ზეთი ვიტამინ A-ს შემცველობით, ერთ–ერთი ლიდერია მცენარეულ ზეთებს შორის.
დიდია ამ ზეთში E-ვიტამინის შემცველობაც. იგი 2–ჯერ აღემატება ტოკოფეროლის რაოდენობას ხორბლის ჩანასახის ზეთში.
ქაცვის ზეთი შეიცავს ლიმონზე და ფორთოხალზე მეტ ვიტამინ C- ს. ამ ზეთში შემავალი ასკორბინ მჟავა ძალზე მდგრადია დამუშავების მიმართ. მეცნიერები ქაცვის ნაყოფის ამ თავისებურებას ხსნიან, იმით რომ მასში არ არის ფერმენტი ასკორბინოზა, რომელსაც ასკორბინის მჟავა გადაჰყავს ინაქტიურ ფორმაში.
ქაცვის ზეთი ეს არის პროდუქტი კაროტინოიდების, ვიტამინების დიდი შემცველობით.
ვიტამინ A ზეთში გვხვდება ორი ფორმით: უკვე მზა ვიტამინის სახით და პროვიტამინ–A–ს სახით. იგი შედის მხედველობის რეცეპტორების შემადგენლობაში, აუცილებელია კანის,ფილტვების ლორწოვანი გარსის, ნაწლავების შარდსაწვეთი გზების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდას, ასევე ძვლების, თმების კბილების და ღრძილების სიჯანსაღეს. ზრდის ორგანიზმის სასუნთქი სისტემის წინააღმდეგობას სხვადასხვა ინფექციების მიმართ.აუცილებელია სპერმატოზოიდების და კვერცხუჯრედის გამომუშავებისთვის. არის ანტიოქსიდანტი და პროფილაქტიკური საშვალება ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ.
ვიტამინ E (ტოკოფეროლი) არის ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტი, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისაგან. იცავს ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინ A-ს და ზოგიერთ ჰორმონს დაჟანგვისაგან. ახდენს ლიმფოციტების განვითარების სტიმულირებას. ამ ვიტამინების მეშვეობით ორგანიზმი ებრძვის ათეროსკლეროზს, ტრომბების წარმოქმნას. ვიტამინ E აუცილებელია ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის ნორმალური წარმართვისათვის. მაგნიუმის დონეს ორგანიზმში პირდაპირ განსაზღვავს ვიტამინ E. სწორედ ვიტამინ E-ს ნაკლებობა იწვევს იმმუნიტეტის დაცემას.
ვიტამინ F
ეს ნახევრად არანაჯერი უცვლელი ცხიმოვანი მჯავაა. აფერხებს ქოლესტერინის ჩალაგებას არტერიებში, აჯანსაღებს კანს და თმებს, გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების აქტივაციაზე, ახდენს არანაჯერი ცხიმების წვას, რაც საბოლოოდ იწვევს წონის დაკლებას.
ვიტამინ D
ხელს უწყობს მინერალური კომპონენეტების გადამუშავებას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჩონჩხის ფორმირებისათვის. ვიტამინ D არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის ცვლას. აქვს ონკოპროტექტორული მოქმედება, ამცირებს ტყვიით ინტოქსიკაციას.
ვიტამინ K
აუცილებელია სისხლის ნორმალური შედედებისა და კუნთების მუშაობისათვის.
ქაცვის ზეთის მთავარი დანიშნულება ეს არის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტების და კოლიტების მკურნალობა. ამასთან ერთად ზეთი ხელს უწყობს მჟავიანობის დაწევას, აჩქარებს წყლულების შეხორცების პროცესს.
ამ დაავადებების დროს ქაცვის ზეთი მიიღება 1 ჩაის კოვზი ჭამამდე 15–20 წუთით ადრე, 3–4 ჯერ დღეში, 1 თვის განმავლობაში. განსაკუთრებით შემოდგომა- ზაფხულის პერიოდში.
ქაცვის ზეთი გამოიყენება:
– საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისას (გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის წყლულის კომპლექსურ მკურნალობაში;
– გინეკოლოგიური დაავადებები: საშვილოსნოს ყელის ეროზია, კოლპიტები, ვაგინიტები, ენდოცერვიციტები, დამწვრობები;სხივური და წყლულოვანი დაზიანებები, ნაწოლები, კუჭის წყლული;
– საყლაპავის სხივური კიბო;
– ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები: ფარინგიტები, ლარინგიტები, ჰაიმორიტები;
– თვალის რქოვანას წყლული, სწორი ნაწლავის პათოლოგიური პროცესები;
– ღრძილების ანთებითი დაავადებები, პარადონტოზი;
– ათეროსკლეროზი;
– ნეიროდერმიტები;
– ახასიათებს სწრაფი შეხორცების პროცესსი, ამასთან ერთად არ რჩება შრამები და ნაწიბურები;
– მზისა და რადიაცული დამწვრობის შემდგომ ხდება კანის საფარის სწრაფი აღდგენა;
– გამოიყენება ნაოჭების წინააღმდეგ, ჭორფლების პიგმენტური ლაქების, აკნეს, დერმატიტების, კანის ნახეთქების სამკურნალოდ;
– აუმჯობესებს მხედველობას;
– აფერხებს თრომბების წარმოქმნას.
უკუჩვენება: არ არის რეკომენდირებული მწვავე ქოლეცესტიტის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, ანთებითი პროცესსების, პანკრეატიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების, ჰეპატიტი, ფაღარათის დროს.