ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშუალებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია ხორბლის მარცვლის ჩანასახებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ბაყაყურას ზეთის ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენა ჰექსანის ფრაქცია, არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ, მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ. ამიტომ ძვირიანი ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) მაგივრად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას,თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობის ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი ვიტამინების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სუპერკონცენტრატია. ამ ზეთს აქვს არაჩვეულებრივი დიეტური თვისებები, მოქმედების ფართო სპექტრით.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი გამოიყენება ყოველგვარი ცივი და ცხელი კერძების დასამზადებლად, სალათების სოუსების, ფაფების შესაზავებლად. გემრიელი და სასარგებლოა ხაჭოსთან და მწვანილთან.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის სხვა მცენარეულ ზეთებთან დამატების შემთხვევაში ხანგრძლივდება მათი შენახვისა და გამოყენების დრო.
შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთი შეიცავს შეუცვლელ, ადამიანის ორგანიზმის მიერ არასინთეზირებად ამინომჟავებს (ტრიპტოფანს,მეთიონინს, ლეიცინს, ვალინს,იზოლეიცინს და ა.შ), ნახევრადნაჯერ უმაღლეს ცხიმოვან მჟავებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს (E, A, D, B1, B3, B5, B6, B9, P, F, PP), ანთების საწინააღმდეგო მოქმედების მქონე ნივთიერებას ალანტოინს, ძლიერ ანტიოქსიდანტური აქტივობის მქონე – სქვალენს, ანტიოქსიდანტ – ოქტაკოზანოლს, აგრეთვე მიახლოებით 20 სხვადასხვა მაკრო და მიკრო ელემენტს (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მარგანეცი, რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, გოგირდი, იოდი და ა.შ). ხორბლის ზეთი, სხვა მცენარეული ზეთებისგან გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების ომეგა–6 (45%–დან 60%–მდე); ომეგა–3 (11%); ომეგა–9 (12%–30%) მაღალი და საკმაოდ ბალანსირებული შემადგენლობით.
ნახევრადნაჯერი მჟავები ომეგა–3 და ომეგა–6, რომელსაც შეიცავს ხორბლის ზეთი აძლიერებენ ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციურ დაავადებების მიმართ, ხელს უწყობენ ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინის გამოყოფაში, ასუფთავებენ სისხლძარღვებს, ათხელებენ სისხლს და ამით აღკვეთენ თრობის წარმოქმნას.
ეს ზეთი სხვა ზეთებთან შედარებით შეიცავს ახალგაზრდობის ვიტამინ E–ს (ტოკოფეროლის) რეკორდულ რაოდენობას. ამ უძლიერესი ბუნებრივი ანტოქსიდანტის რაოდენობა აღწევს 1200 მგ %. ვიტამინ E საგრძნობლად აუმჯობესებს ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას (ამცირებს ტრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ხელს უშლის მათ სისხლძარღვთა კედლებზე განლაგებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას). მისი როლი დიდია ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში, აძლიერებს კუნთოვანი სისტემის მუშაობას, ანელებს ანთებითი პრცესების განვითარებას, ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ორგანიზმიდან, და არის კარგი იმმუნოსტიმულატორი.
ხორბლის ზეთი აგრეთვე მდიდარია D ვიტამინით, რომელიც ასრულებს მთავარ როლს ორგანიზმის მიერ მინერალების, კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებაში. ამ ორი მინერალის დეფიციტი იწვევს ადამიანის კბილების, ძვლებისა და სახსრების დაზიანებას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია D ვიტამინი, ამავე დროს აძლიერებს იმუნიტეტს, აგრეთვე საკმაოდ დაბლა წევს კანის, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს.
ბეტა კაროტინი, რომელიც ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის შემადგენლობაშია, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინ A, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს იმუნიტეტის ამაღლებას. A ვიტამინი დადებითად მოქმედებს კანზე, ლორწოვან გარსზე და საგრძნობლად აუმჯობესებს მხედველობითი ორგანოს მუშაობას.
ხორბლის ზეთი არის B–ჯგუფის ვიტამინების საუკეთესო წყარო. B–ჯგუფის ვიტამინი აუცილებელია თავის ტვინისა და ნერვული სისტემების სრული მუშაობისათვის, პასუხისმგებელია მხედველობითი ორგანოს, კანის თმის და ფრჩხილების კარგ მდგომარეობაზე, სასქესო ჰორმონების წარმოქმნაზე და ემბრიოგენეზზე, ღებულობს აქტიურ მონაწილეობას სისხლის უჯრედების წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლი მომნელებელი ორგანოს და კუნთოვანი სისტემის მუშაობას.
თუთია თამაშობს ცენტრალურ როლს მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებაზე, ზრდის მამაკაცის სექსუალურ ენერგიას, საკმაოდ აუმჯობესებს ერექციას და აწესრიგებს სპერმის გამომუშავების პროცესს. თუთია საგრძნობლად ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომის განვითარების რისკს.
სელენი, რომელსაც შეიცავს ხორბლის ზეთი, როგორც თუთია, ხელს უწყობს სექსუალური აქტივობის გაზრდას, დადებითად მოქმედებს სპერმატოგენეზზე. სელენი აქტიურად მონაწილეობს ინსულინის ბუნებრივ სინთეზში, აძლიერებს იმუნიტეტს და საიმედოდ იცავს სისხლძარღვთა კედლებს ქოლესტერინის ჩალაგებისაგან.
ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი–სქვალენი, ხასიათდება გამოხატული იმუნომასტიმურილებელი, ჭრილობის შემხორცებელი, ბაქტერიოციდული, სოკოს საწინააღმდეგო, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით. ადამიანს სქვალენი ჭირდება, როგორც ანტიკონცეროგენული, ანტიმიკრობული და ფუნგიციდური საშუალება. ადამინის ოგანიზმისთვის ჟანგბადის წყაროს ყველაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს წყალი. სქვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში და ათავისუფლებს ჟანგბადს, რითაც ის ამარაგებს ორგანიზმსა და ქსოვილებს.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი და უჯრედის ჟანგვითი დაზიანებები წარმოადგენს ორგანიზმის დაბერების, ასევე სიმსივნეების წარმოქმნისა და განვითარების მიზეზს.
ორგანიზმში მოხვედრილი სქვალენი აახალგაზრდავებს უჯრედებს, აფერხებს ავთვისებიანი წარმონაქმნების ზრდას და გავრცელებას. ამასთან ერთად სქვალენი რამოდენიმეჯერ აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სახვადასხვა დაავადებათა მიმართ.
სწორედ ასეთი მდიდარი შემადგენლობა განაპირობებს ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის, ადამიანზე მოქმედების ფართო დადებით სპექტრს.
ხორბლის მარცვლის ჩანასახის ზეთის სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებები
- საგრძნობლად აუმჯობესებს გულსისძარღვთა მუშაობას და სისხლის შემადგენლობას.
- აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს სისხლში;
- ეწინააღმდეგება სისხლძარღვთა კედელზე საშიში ათეროსკლეროზული წარმონაქმნების, ასევე თრომბების წარმოქმნას.
- აფერხებს ანთებითი პროცესების წარმოქმნას გულსისხლძარღვთა სისტემაში, იცავს გულს და სისხლძარღვებს თავისუფალი რადიკალების დამანგრეველი მოქმედებისაგან.
- სასარგებლოა ფეხმძიმობის და ძუძუთი კვების დროს, აუმჯობესებს ლაქტაციას და აუმჯობესებს დედის რძის შემადგენლობის ხარისხს. ამ ზეთის რეგულარული წასმა მუცელზე, ფეხმძიმეობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ, აფერხებს სტრიების წარმოქმნას.
- სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავებისათვის. ეს ზეთი რეკომენდირებულია მე–2 ტიპის შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის.
- აქრობს გულძმარვას, შეკრულობას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას, ძველი დროიდან გამოიყენება, კუჭისა დათორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, გასტროდუოდენიტის, ეზოფაგიტის, დისბაქტერიოზის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ქოლეცისტიტის, გეპატიტის, როგორც პროფილაქტიკური, ასევე კომპლექსური მკურნალობის დროს.