ცივი გამოწურვით
დამზადებულია მექანიკური საშუალებით, პირველი ცივი გამოწურვის მეთოდით.
ეს არაჩვეულებრივი დელიკატესური, მცენარეული ზეთი დამზადებულია კანაფის თესლებისაგან, უახლესი, ვიტამინების შემნარჩუნებელი ტექნოლოგიით.
ბაყაყურას ზეთის ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებისას არ გამოიყენება ზეთის ტუტით დამუშავებისა და ექსტრაქციის მეთოდი, არ გამოიყენა ჰექსანის ფრაქცია, არავითარი ქიმიური დანამატები და საღებავები. მისი მოლეკულები შენარჩუნებულია ,,ცოცხლად” ბუნებრივ მდგომარეობაში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ზეთი თავისი სამკურნალო და საკვები თვისებებით საკმაოდ ძვირფასია, მასში შენარჩუნებულია ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტები და ვიტამინები, რომლებიც ძალიან კარგად შეიწოვებიან ცოცხალი უჯრედების მიერ.
არარაფინირებულ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული საკვები ძალიან სასარგებლოა, აქვს შესანიშნავი გემო, ის არ იწვევს სიმსუქნეს და სისხლძარღვების დახშობას. ასეთი საკვები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.
შევაჩერეთ რა ჩვენი არჩევანი არარაფინირებულ, მცენარეულ ზეთებზე, ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს ორგანიზმს, ვიუმჯობესებთ შინაგანი ორგანოების მდგომარეობას, თავს ვგრძნობთ და გამოვიყურებით შესამჩნევად უკეთესად, არარაფინირებული ზეთები ყოველდღიური მოხმარებისას არა მხოლოდ კურნავენ, არამედ აფერხებენ ბევრი ასაკობრივი, აგრეთვე ქალაქის არაჯანსაღი ეკოლოგიით გამოწვეული დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა სკლეროზი, სიმსუქნე, გასტრიტი, იმპოტენცია და ა.შ. ამიტომ ძვირიანი ქიმიური წარმოების სამკურნალო პრეპარატების, ან ფართოდ რეკლამირებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (რომლებიც არავინ იცის რისგან იწარმოება) მაგივრად უმჯობესია გადავიდეთ ნატურალურ, არარაფინირებულ, ცივი გამოწურვის მეთოდით წარმოებულ ზეთებზე, რომლებიც თავის თავში ატარებენ მცენარეთა ყველა დადებით სამკურნალო ძალას,თვისებებს.
არც არის გასაკვირი, რომ სახალხო მედიცინის ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს სწორედ არარაფინირებული ზეთები. სახალხო მედიცინა ოფიციალურისაგან განსხვავებით იმით არის კარგი, რომ თავის არსენალში იყენებს მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს, რომელთაც არ გააჩნიათ უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.
ნებისმიერი არარაფინირებული ზეთი, რომელიც მიღებულია ცივი გამოწურვის მეთოდით, ექსტრაქციული მეთოდით მიღებული რაფინირებული ზეთებისაგან განსხვავებით, ,,დაჯილდოვებულია” ყველაზე მაღალი საკვები და სამკურნალო თვისებებით. ცივი გამოწურვით მიღებულ ზეთებში შენარჩუნებულია ვიტამინების, მინერალების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ზეთების მრავალფეროვან უნიკალურ თვისებებს. სამწუხაროდ, ახლანდელ დროში ძირითადად საკვები მცენარეული ზეთების მისაღებად გამოიყენება ექსტრაქციის მეთოდი. ამ მეთოდით მიიღება მოცულობით უფრო დიდი რაოდენობის ზეთი, მაგრამ მნიშვნელოვნად დაბალი ხარისხის, ვიდრე ცივი გამოწურვისას, ამიტომ თვით ღირებულებაც ექსტრაქციით მიღებული ზეთისა საკმაოდ დაბალია. ამის გამო აფთიაქებში და სუპერმარკეტებში უფრო ხშირად ვხვდებით იაფასიან ექსტრაქციის მეთოდით მიღებულ მცენარეულ ზეთებს, ხოლო მაღალი ხარისხის არარაფინირებული ცივი მეთოდით გამოწურული ზეთები კი ძნელი საპოვნელია.
უძველესი დროიდან სლავები ამზადებდნენ და მოიხმარდნენ კანაფის ზეთზე დამზადებულ საკვებს, რომელიც იმ დროს იყო ძალიან პოპულარული.
საქართველოში ამ ზეთის გავრცელებით და მოხმარებით ცნობილია სვანეთი. დღესაც კი სვანეთში ხშირად ხმარობენ ამ ზეთზე დამზადებულ საკვებსა და წამლებს.
კანაფის ზეთი საჭმელს ანიჭებს პიკანტურ გემოს, წარმოადგენს ზეითუნისა და ნაღების ზეთის არაჩვეულებრივ ალტერნატივას. გამოიყენება,როგორც მაღალხარისხიანი ზეთი, სალათებისა და სხვა ცივი ბოსტნეულის კერძების შესაკაზმად.
კანაფის ზეთის შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ქიმიური შემადგენლობის მიხედვით კანაფის ზეთი ყველაზე მეტად წააგავს სელის ზეთს, მაგრამ მისგან განსხვავებით მას აქვს გემრიელი პიკანტური ნიგვზის გემო. კანაფის ზეთი, სელის ზეთთან, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულთან და თევზის ქონთან ერთად წარმოადგენს ერთერთ იშვიათ კვების პროდუქტს, რომელიც შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის ძალზედ საჭირო ნივთიერებას ომეგა–3–ის აქტიურ ფორმას, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავას. მრავალი ვიტამინების გარდა, რომლითაც მდიდარია კანაფის ზეთი, მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე თუთია, კალციუმი, რკინა, მარგანეცი, ფოსფორი კალიუმი და გოგირდი. ამ ზეთის სასარგებლო მჟავები ასუფთავებენ ორგანიზმს არასასურველი ქოლესტერინისაგან და წევენ იმუნიტეტს მაღლა. ასევე, კანაფის ზეთი შეიცავს, ბაქტერიოციდულ ნივთიერებებს, გლიცერიდებს და ამინომჟავებს.
ორი აუცილებელი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც შედის კანაფის ზეთის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ადამიანის ზრდას და კვებავს უჯრედების მემბრანებს. ესენი არიან: ლინოლენის და ალფა– ლინოლის მჟავები. არარაფინირებულ კანაფის ზეთში შედის 60% მდე ლინოლენის მჟავა. ალფა–ლინოლის მჟავა ძირითადად შედის ზღვის კიბორჩხალების ხორცში და თევზის ქონში. მხოლოდ კანაფის, სელის და სოიოს მცენარეთა თესლი არსობრივად შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ ამ მჟავას. ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის მჟავების მისაღებად საკმარისია დღეში 2–4 ჩაის კოვზი კანაფის ზეთის მიღება.
კანაფის ზეთი რეკომენდირებულია:
- წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს;
- სასქესო ორგანოების დაავადებების შემთხვევაში;
- გულსისხლძარღვთა დაავადებათა, ათეროსკლეროზის და გულის იშემიური დაავადებების დროს;
- ზედა სასუნთქი გზების, კატარის სამკურნალოდ;
- ქრონიკული და მწვავე ბრონქიტების, ბრონქოზიტების დროს.
ადამიანი ოდითგანვე ხმარობდა კანაფის თესლს საკვებში. სამეცნიერო გამოკვლევების მონაცემებით კანაფის თესლი– ეს არის კვების ფანტასტიკური პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის ადამიანისთვის პრაქტიკულად ყველა აუცილებელი ამინომჟავა, ცხიმოვანი მჟავები ოპტიმალური შეფარდებით, უამრავი ვიტამინები და მიკროელემენტები. ოდითგანვე რუსეთში ამზადებდნენ მცენარეულ ზეთს კანაფის თესლისგან. იგი დამსახურებულად განთქმული იყო თავისი კვებითი და სამკურნალო თვისებებით. სელის ზეთთან ერთად, კანაფის ზეთი წარმოადგენდა ძირითად მცენარეულ ზეთს რუსეთის მოსახლეობის კვების რაციონში, მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში თანდათან დაუთმო პირველობა უფრო იაფასიან მზესუმზირის ზეთს.
1961 წელს გაეროს ერთიანი კონვენციით კანაფის თესლი მიჩნეულ იქნა ნარკოტიკის შემცველ მცენარედ და მისი მოშენება ამის შედეგად მკაცრი კონტროლოს ქვეშ იქნა აყვანილი სახელმწიფოს მხრიდან. ამ გადაწყვეტილებამ მინიმუმამდე დაიყვანა კანაფის ნათესები მსოფლიოში, მაგრამ საბჭოთა კავშირში, ტარდებოდა სელექციური სამუშაობები კანაფის სხვადასხვა სახეობის გამოყვანის თვალსაზრისით, ნარკოტიკული ნივთიერების შემადგენლობის გარეშე. ეს მიღწეულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ.ამჟამად ამ შესანიშნავი მცენარის სათესი ფართობები მკვეთრად შემცირებულია. ამჯერად კანაფის გაშენება უკიდურესად ძნელია მკაცრი მოთხოვნილებების გამო სათესი ფართობების დაცვის მხრივ და ყოველგვარი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების შედეგად.
მაგრამ ბოლო დროს თანდათან მიმდინარეობს კანაფის ზეთის წარმოების აღორძინება და მომხმარებლებს კვლავ შეუძლიათ იხილონ მოცემული პროდუქტი მაღაზიების თაროებზე. ამ ზეთს აქვს ერთგვარი უჩვეული ღია მწვანე ფერი, სასიამოვნო არომატი და ოდნავ მომჟავო გემო. იგი გამომუშავდება კანაფის თესლებიდან ცივი წნეხის მეთოდით, ამიტომაც სრულად შეიცავს თავდაპირველი პროდუქტის ყველა სასარგებლო თვისებას.
კანაფის ზეთმა, როგორც ჯანსაღი კვების პროდუქტმა მხოლოდ ახლახან ისევ იჩინა თავი, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებლად.
კანაფის ზეთი უმდიდრესი წყაროა ცხიმოვანი მჟავების, რომლის მწვავე დეფიციტს განიცდის ადამიანის ორგანიზმი.
კანაფის ზეთის ძირითადი შემადგენელი, ნაწილი როგორც ყველა სხვა მცენარეული ზეთებისა, არის ცხიმოვანი მჟავები (99,9%). მაგრამ არსებობს ცხიმების სხვადასხვა ნაირსახეობა და მათი თანაფარდობაც სხვადასხვა ზეთებში განსხვავებულია.
- ცხიმები: უჯერი ცხიმოვანი მჟავეები: ომეგა–3 (20–22%), ომეგა–6 (56–57%), ომეგა–9 (11–12%); ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები (8–11%), პალმიტინის (8%); სტეარინის (2%); არაქიდონის (1%) ცხიმოვანი მჟავები;
- ვიტამინები: ვიტამინი A; B ჯგუფის ვიტამინები: (B1, B2, B4-ქოლინი, B6); ვიტამინი C; ვიტამინი D; ვიტამინი E; ვიტამინი K;
- ფიტოსტეროლები;
- კაროტინოიდები;
- ქლოროფილი;
- მიკრო და მაკროელემენტები. რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, თუთია;
- ტეტრაგიდროკანადიბიოლი–ნივთიერება ძლიერი ფსიქოტროპული ქმედებით. კანაფის ზეთში მისი კონცენტრაცია უკიდურესად მცირეა ( და ზოგიერთი სახეობის ზეთში კი საერთოდ არ არსებობს), სადღაც 1:1000000 .რომ გამომჟღვნდეს მისი რაიმე ქმედება უნდა დაილიოს ერთდროულად 6 დან 9 ლიტრამდე კანაფის ზეთი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. უკანასკნელ წლებში დამტკიცებულია ამ ნივთიერებების ანტისიმსივნური მოქმედება პრაქტიკაში;
- კანნადიბიოლი–ეს ნივთიერება არანაირ ეფექტს არ ახდენს ფსიქიკაზე, მაგრამ პირდაპირ გავლენას ახდენს ანანდამიდების სისტემაზე, რომლებიც გამომუშავდებიან ადამიანის ორგანიზმში და პასუხმგებლობას იღებენ ორგანიზმის რეაქციებზე იმუნური სისტემის აშლილობის შემთხვევაში.
ალბათ არავინ შეგვედავება, რომ ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილი ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის აუცილებელია ცხიმები. მაგრამ არსებობს 2 სახის ცხიმები, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ასინთეზებს დაომუკიდებლად, ეს არის ომეგა–3 და ომეგა–6.
ამასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმს სჭირდება ისინი გარკვეული თანაფარდობით. სწორედ კანაფის ზეთში ეს შეფარდება ძალზე ახლოსაა იდეალურთან. შედარებისათვის მოვიყვანთ მაგალითებს ომეგა–3 და ომეგა–6 თანაფარდობაზე სხვა ზეთბში, რომლებიც შეიცავენ მათ: კანაფის ზეთი–1:3; სელის ზეთი–4:1; სოიოს ზეთი 1:7.
მეცნიერებმა დადგინეს რომ საშუალოდ ადმიანს სჭირდება 2,3–3,3გ ომეგა–3 და 4,6–6,5გ ომეგა–6 (თუ რაციონი გამოანგარიშებულია 2000კკალ). ეს რაოდენობა უჯერი ცხიმოვანი მჟავების, ადამიანს შეუძლია მიიღოს დღეში სულ 1 სუფრის კოვზი კანაფის ზეთის მიღებით, ამიტომ რაიმე ფსიქოტროპულ ზემოქმედებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან ამისათვის უნდა დაილიოს ამ ზეთის 6–9 ლიტრი, თუნდაც რომ კანაფის თესლში იყოს მაქიმალური კონცენტრაციის ტეტრაგიდროკანადიბიოლი. სადღეისოდ არ არსებობს ინფორმაცია კანაფის ზეთის საზიანო მოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობაზე. სამაგიეროდ გამომჟღავნებულია ამ პროდუქციის მრავალი სასარგებლო თვისება, როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
ეს ზეთი არის მაღალი ბიოლოგიური აქტივობის პროდუქტი, გამოცდილი მისი მრავალსაუკუნოვანი გამოყენების ისტორიით! ამის გარდა, კანაფის ზეთი ერთადერთია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ითვისებს პრაქტიკულად 100%–ით.